აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

SVR - ესვიერი

SVR - ესვიერი

SVR არის ფრანგული დერმა -კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 1962 წელს პარიზში დაარსდა ფარმაცევტების მიერ. SVR-ის ფილოსოფია ეფუძნება ეფექტურობას, უსაფრთხოებას და სანდოობას. ბრენდის პროდუქტები კლინიკურად არის შემოწმებული დერმატოლოგების კონტროლის ქვეშ და შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ხილული შედეგი კანის გაღიზიანების გარეშე.

SVR-ს აქვს სხვადასხვა ხაზები სხვადასხვა პრობლემისთვის: Sebiaclear - აკნე, Topialyse - მშრალი/ძალიან მშრალი/ატოპია, Sensifine - ჰიპერმგრძნობიარე/ალერგია, Sunsecure - მზისგან დაცვა, Clairial - ჰიპერპიგმენტაცია/ლაქები, Cicavit+ - დაზიანებული/გაღიზიანებული, Biotic/Ampoule - A,B,C შრატები/კრემები, Densitium - ასაკობრივი, Xerial - ძალიან მშრალი/გაუხეშებული/აქერცლილი.

133 პროდუქტი

SVR-ის ისტორია 1962 წელს საფრანგეთის ქალაქ ოლტში იწყება, სიმონ ვერეტის - ფარმაციისადმი გატაცებული ფარმაცევტის - ინიციატივით. იგი საკუთარი აფთიაქის ლაბორატორიაში კანის მოვლის ინოვაციური საშუალებების შექმნაზე მუშაობდა. მეცნიერებისა და დერმატოლოგიისადმი ღრმა ერთგულებით, სიმონ ვერეტი აქტიური ინგრედიენტებით ექსპერიმენტირებდა, რათა შეექმნა მაღალი ეფექტიანობის სამკურნალო ფორმულები, რომლებმაც მალევე მოიპოვეს ფართო აღიარება.