აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

LA ROCHE POSAY - ლა როშ-პოზე

LA ROCHE POSAY - ლა როშ-პოზე

La Roche-Posay (ლა როშ-პოზე) — ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი, დაარსდა 1975 წელს, ამავე სახელწოდების პატარა ქალაქში. მისი ისტორია უკავშირდება ადგილობრივ წყაროს, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური მინერალური თვისებებით და ეფექტურად გამოიყენება კანის პრობლემების სამკურნალოდ. წყალი შეიცავს თუთიასა და სხვა მინერალებს, რომლებიც ასუფთავებენ და ამშვიდებენ კანს.

103 პროდუქტი

ლა როშემ აღიარება მოიპოვა თავისი განსაკუთრებული მიდგომით მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის. ბრენდი ცდილობს, რომ შექმნას პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული. კომპანიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თავი აარიდონ ქიმიური ნივთიერებების ზედმეტ გამოყენებას, რამაც, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თითოეული პროდუქტი იქმნება დერმატოლოგიური კვლევების შემდეგ, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებასა და ეფექტურობას, ასევე ჯანმრთელობას.