აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Carroten - კაროტენი

Carroten - კაროტენი

Carroten დაარსდა 1981 წელს საბერძნეთში და მალევე წამყვანი ბრენდი გახდა მზისგან დამცავი საშუალებების წარმოების კუთხით. ბრენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. კაროტენის ფილოსოფია ეფუძნება მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, რაც კანის მზის სხივებისგან დაცვასთან ერთად მასზე აქტიურ მზრუნველობას გულისხმობს. ბრენდი მიიჩნევს, რომ სურნელოვანი და კარგად დაცული კანი სილამაზის საწინდარია. მისი მიზანია, რომ მომხმარებლებს მიაწოდოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურია და გამორჩევა გამოყენების სიმარტივითა და კომფორტით.

10 პროდუქტი

Carroten-ის პროდუქციის ფართო სპექტრი მოიცავს მზისგან დამცავ კრემებს, სპრეებსა და ლოსიონებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათთვის ყველაზე სასურველი ფორმა. ასევე, Carroten მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტის ფართო სპექტრს სხვადასხვა ასაკისა და ტიპის კანისთვის, ამით ზედმიწევნით ერგება ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებს. მათი პროდუქტები ადვილად ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებულია.