აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Benefit - ბენეფიტი

Benefit - ბენეფიტი

Benefit დაარსდა 1976 წელს, სან-ფრანცისკოში, დების, ჟან და ჯეინ ფორდების მიერ. თავდაპირველად ჰქონდათ პატარა სილამაზის სალონი, სახელად The Face Place. დების ერთ-ერთმა პირველმა პროდუქტმა – Rose Tint – მათ დაწესებულებას დიდი პოპულარობა მოუპოვა. ბრენდი მალევე გახდა ცნობილი თავისი ინოვაციური, სახასიათო და იუმორისტული მიდგომით სილამაზის ინდუსტრიაში, რაც მას კონკურენტებისგან დღესაც გამოარჩევს. 1990-იან წლებში ბრენდს სახელი შეუცვალეს Benefit Cosmetics-ად, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის გლობალურ წარმატებას.

1 პროდუქტი

ბენეფიტის ფილოსოფია ეფუძნება იუმორს, კრეატიულობასა და მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტების პოპულარიზაციას. ბრენდი მიზნად ისახავს, რომ მაკიაჟის პროცესი ბევრად გაამარტივოს და მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური და ეფექტური პროდუქცია, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და ბრწყინვალე შედეგს.