აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სუნამო EDP Terrazze Aromatiche 100 მლ 5506 სალი დი ისკია - Sali di ischia

#100566_3901
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSali di ischia - სალი დი ისკია
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა100 მლ
მოკლე აღწერა
სუნამო EDP Terrazze Aromatiche სურნელის პირამიდა: ზედა ნოტები: გრეიფრუტი, მწარე ფორთოხალი, პომიდვრის ფოთოლი, ლავანდა, კასისის ხილი. შუა ნოტები: ჟასმინი, სალბი, როზმარინი, რეჰანი. საბაზისო ნოტები: პაჩული, არომატული ხე, ამბრეტის მარცვლები, ხილოვანი მუშკი. უნისექს არომატი, რომელიც შესაფერისია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მისი შემადგენლობა ქმნის დაბალანსებულ სურნელს, რომელიც ორივე სქესისთვისაა შესაფერისი.100 მლ.
62.48₾
124.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სუნამო EDP Terrazze Aromatiche სალი დი ისკია - Sali di ischia 

Terrazze Aromatiche - არომატი, რომელიც წარმოაჩენს დახვეწილობის არსს, განასახიერებს ელეგანტურობას და სრულყოფილებას. გრეიფრუტისა და მწარე ფორთოხლის ზედა ნოტები ერწყმის ფოთლოვან სიახლეს და ლავანდის ელეგანტურობას, არომატი ძლიერდება კასისის ხილით. საწყისი არომატი არის ნათელი და კაშკაშა, რაც იწვევს განახლების უნიკალურ შეგრძნებას. შუაგულ ნოტებში არომატულობის აფეთქებაა: ჟასმინი ერწყმის ხმელთაშუა ზღვის მცენარეებს, როზმარინს, სალბსა და ბაზილიკს, ქმნის ხასხასა მწვანე და ყვავილოვან ნაზავს, რომელიც გამოხატავს ბუნების სილამაზეს. და ბოლოს, ბაზაში ვლინდება თბილი და დახვეწილი ფინიში პაჩულის სითბოთი, არომატული ხის სიღრმისეულობით და ამბრეტის მარცვლების მგრძნობიარე სურნელით. ხილოვანი მუშკი მატებს სირბილეს, რომელიც კანზე რჩება და ტოვებს ელეგანტურ და მიმზიდველ კვალს.

Terrazze Aromatiche იდეალური არომატია მათთვის, ვისაც სურს გამოხატოს ფუფუნება და გამორჩეულობა, ქმნის დახვეწილ და უნიკალურ კვალს ყოველ ჟესტში. მისი უნიკალური შემადგენლობა იპყრობს პიროვნების არსს.

ელეგანტური და დახვეწილი, არომატული და ცოცხალი, მგრძნობიარე და ხანგრძლივი. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დახვეწილი და გამორჩეული სურნელი. ხილოვანი სიახლისა და ნაზი მცენარეული ნოტების ნაზავი. პაჩულისა და ხილის მუშკის ბაზა ტოვებს მდგრად და ელეგანტურ კვალს.

გამოყენების წესი

  • დაიკავეთ ფლაკონი კანიდან 15-20 სმ დაშორებით, შეისხურეთ 2-3 ადგილას პულსაციის წერტილებზე: ყელზე, მაჯების შიდა მხარეებზე, ყურების უკან, იდაყვების შიდა მხარეს - პულსის წერტილები გამოყოფენ მეტ სითბოს, რაც ხელს უწყობს არომატის ბუნებრივად გავრცელებას.
  • ხელით არ შეიზილოთ - აცადეთ ბუნებრივად შეშრობა.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

კანანგა ოდორატას ყვავილის ზეთი, ციტრუსის ქერქის ზეთი, ჟასმინის ექსტრაქტი.

ALCOHOL DENAT. (Alcohol Denat.), PARFUM (Fragrance), AQUA (Water), TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, LIMONENE, CITRUS AURANTIUM PEEL OIL EXPRESSED, CITRUS AURANTIUM BERGAMIA PEEL OIL , PINENE, POGOSTEMON CABLIN OIL, HEXYL CINNAMAL, LINALOOL, CANANGA ODORATA OIL (Cananga Odorata Flower Oil), CITRONELLOL, CITRAL BETACARYOPHYLLENE, CAMPHOR (Camphor), LIPPIA CITRIODORA EXTRACT, JASMINUM GRANDIFLORUM (JASMINE) LEAF EXTRACT, GERANYL ACETATE, BENZYL BENZOATE (Benzyl Benzoate), TERPINEOL, LINALYL ACETATE, GERANIOL, BENZYL SALICYLATE, FARNESOL(Farnesol), EUGENOL (Eugenol), TERPINOLENE.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali Di Ischia-ს სუნამოების ხაზში წარმოდგენილი ქალის, მამაკაცის და უნისექს ტიპის სუნამოები, რომლებიც გამოირჩევა უნიკალური, დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი სურნელებით.

ბრენდის სუნამოების ყნოსვითი პირამიდა მოიცავს ყვავილოვან, ხის, მუშკის, ქარვის, აღმოსავლურ, ცხარე ნოტებს. ზოგი უფრო მსუბუქია - არომატული, ციტრუსოვანი, ყვავილოვანი, ზოგი კი უფრო ინტენსიური და თბილი.

ძლიერი აქცენტი კეთდება ბუნებრივ, დაბალანსებულ ნოტებზე: ვანილი, ხის, პაჩული, ციტრუსი, ყვავილოვანი გული, მუშკი. ასევე, ზოგიერთში გამაგრილებელი მცენარეული ან არომატული ზედა/გულის ნოტებია.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.

ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.