| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 7 სუპოზიტორია |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ჰიალოვაგი - Hyalovag ბალანსი 7 სუპოზიტორია
ჰიალოვაგ ბალანსი: ნატრიუმის ჰიალურონატით და გულყვითელას ყვავილის ზეთით
· ჰიდროგენიზებული კოკო-გლიცერიდები (ვიტეფსოლი H 115) 79 გ
· ფუტკრის ცვილი 10 გ
· ნატრიუმის ჰიალურონატი 0.25 გ
· გულყვითელას ზეთი 9.75 გ
· ტოკოფერილის აცეტატი (ვიტამინი E) 1 გ
HyaloVag Balance სანთლის აქტიური ინგრედიენტებია: ნატრიუმის ჰიალურონატი და გულყვითელას ზეთი.
· ნატრიუმის ჰიალურონატი ჰიალურონის მჟავას მარილია, რომელიც ხელს უწყობს ჰიდრატაციის ფიზიოლოგიური დონის შენარჩუნებას. ჰიალურონის მჟავას მოლეკულები უკავშირდება წყლის მოლეკულებს. ვაგინალურ გარემოში ჰიალურონის მჟავა ქმნის დამცავ ფენას, რომელიც მყისიერად იცავს და ატენიანებს ლორწოვან გარსს და აჩქარებს მისი ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს.
· გულყვითელას ზეთს (Calendula officinalis) აქვს რეგენერაციული თვისებები და მსუბუქი ანტიბაქტერიული ეფექტი. ხელს უწყობს დისკომფორტის შეგრძნების შემცირებას.
· საშოს სიმშრალის სიმპტომების (წვა, ქავილი, დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და ა.შ.) შემსუბუქებისათვის
· საშოს ლორწოვანი გარსის რეგენერაციისათვის
· საშოს ლორწოვანი გარსის ტენიანობისა და ელასტიურობის მოსამატებლად
· ქალებისთვის მენოპაუზის დროს
· სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული საშოს სიმშრალის დროს (ჰორმონალური დისბალანსი, ზოგიერთი მედიკამენტი, სტრესი)
· თითო სანთელი ერთხელ დღეში, საღამოს, ძილის წინ, 7-14 დღის განმავლობაში.
· ამ პერიოდის შემდეგ, ერთი სანთელი კვირაში 2-3-ჯერ მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად.
· სანთელი შეჰყავთ საშოში ღრმად, დაწოლილ მდგომარეობაში.
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელ ინგრედიენტზე.
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტის შენახვის ვადაა 48 თვიდან - 4 წლამდე.
შეფუთვა: N7 სანთელი