| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 7 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | lactobacillus+inulin |
სეიდიბიოტიკს პლუსი
გასტრორეზისტენტული კაფსულა N 7
კლინიკურად დადასტურებული ვაგინალური კოლონიზაციის უნარი მხოლოდ 7 დღეში!
50 მილიარდი ბაქტერია:
L. crispatus: 1 x 1010 cfu*
L. gasseri: 1 x 1010 cfu
L. acidophilus: 1 x 1010 cfu
L. fermentum: 1 x 1010 cfu
L. casei: 1 x 1010 cfu
ინულინი (პრებიოტიკური ბოჭკო) : 157 მგ
ცოცხალი ლაქტობაქტერიების ფერმენტები: 250 მგ +
· ერთადერთი 5 კომპონენტიანი სიმბიოტიკი, რომელსაც აქვს ყველაზე კარგად შესწავლილი ლაქტობაქტერიების კომბინაცია CFU კონცენტრაციით 50 მილიარდი
· უშუალოდ სეიდიბიოტიკს პლუსზე ჩატარებული კლინიკური კვლევით დასტურდება 7 დღეში ვაგინალური ფლორის მაქსიმალური კოლონიზაცია
· კლინიკური კვლევის საფუძველზე, ევროპის მარეგულირებელი ორგანოს მიერ სეიდიბიოტიკს პლუსს მინიჭებული აქვს APTO ინდიკატორი
· APTO ინდიკატორი მიუთითებს პროდუქტის სამკურნალო და არა მხოლოდ საპროფილაქტიკო ჩვენებებზე
· სეიდიბიოტიკს პლუსის კაფსულა: გასტრორეზისტენტულია, დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით (ლიოფილიზატი), არ საჭიროებს სამაცივრე პირობებს
· თავსებადია ცელიაკიის მქონე პირებისთვის და ლაქტოზის აუტანლობის დროს
სეიდიბიოტიკს პლუსი:
შეიცავს კლინიკურად ყველაზე კარგად შესწავლილ ლაქტობაქტერიებს:
• კვლევებით დადასტურებულია მისი მეტრონიდაზოლის მსგავსი ეფექტურობა ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევების მიმართ, 90% იანი ეფექტურობით (ლაქტობაქტერიების მიერ გამომუშავებული H2 O2-ის ხარჯზე)
• მკურნალობს დისბიოზს და აღადგენს ნორმალურ PH-ს, აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული თვისებები
• SEGO (მეან-გინეკოლოგიის საზოგადოება)-ს მიერ რეკომენდებულია მწვავე და რეკურენტული ვულვო-ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ (10-ჯერ ამცირებს რეკურენტულობის რისკს)
• IVF: ამცირებს უშვილობის რისკს (ქრონიკული ინფექციები) და ზრდის იმპლანტაციის და ორსულობის ალბათობას
• ორსულობა: ამცირებს აბორტის, ქორიოამნიოტიტის და ნაადრევი მშობიარობის რისკს
• აძლიერებს ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ოქსიდაციურ სტრესს და ვაგინალური ატროფიისა და სიმშრალის დროს მინიმუმამდე დაყავს ინფიცირების ალბათობა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, HPV, ქლამიდიოზი და სხვ.)
• ეფექტურია ორსულთა და ქრონიკული ცისტიტების დროს
1 კაფსულა დღეში პერორალურად
· ვაგინოზის მწვავე ფაზა: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე, მონო და/ან კომბინირებული მკურნალობისას
· რეციდიული ვაგინოზი: თვეში ერთი კვირა – 3 თვის განმავლობაში
· კანდიდოზის მწვავე ფაზა: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე, მონო და/ან კომბინირებული მკურნალობისას
· რეციდიული კანდიდოზი: თვეში ერთი კვირა – 3-დან 6 თვემდე
· წინა სამშობიარო პერიოდში: 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 7 დღე
· საშარდე სისტემის რეკურენტული ინფექციები: თვეში ერთი კვირა 3 თვის განმავლობაში
ასევე, იხილეთ: პროვაგი - Provag 8 ვაგინალური კაფსულა