აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პოლიჟინაქსი-Virgo - Polygynax 6 ვაგინალური კაფსულა

#5693_1333
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა6 ვაგინალური კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაneomycin+polymyxin B+nystatin
მოკლე აღწერა

ჩვენება: პრეპარატის კონპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინიტების და არასპეციფიკური ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა.

27.39₾
30.40₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პოლიჟინაქსი ვირგო 
(POLYGYNAX VIRGO)

სავაჭრო დასახელება: პოლიჟინაქსი ვირგო.

1 კაფსულის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:

ნეომიცინის სულფატი ……………………….35 000 ს.ე.

პოლიმიქსინ B-ს სულფატი …………………35 000 ს.ე.

ნისტატინი    ………………………………… 100 000 ს.ე.

დამხმარე ნივთიერებები: 

ტეფოზი 63 ® - 143,87მგ

სოიოს ზეთი ჰიდროგენიზებული  - 34,56მგ

დიმეთიკონი 1000 – 2730,0მგ-მდე

კაფსულის გარსის შემადგენლობა: 

ჟელატინი – 768,0 მგ

გლიცეროლი – 386,0 მგ

დიმეტიკონი 1000 – 175,0 მგ

წყალი – საჭირო რაოდენობით

აღწერა: ღია ყვითელიდან ღია ყავისფერამდე შეფერილობის, ოვალური ფორმის რბილი კაფსულები, წამახვილებულ-წაგრძელებული ბოლოებით. 

კაფსულის შიგთავსი: ღია ყვითელიდან ღია ყავისფერამდე შეფერილობის ზეთოვანი ემულსია. 

წამლის ფორმა: ემულსია კაფსულებში ვაგინალური ინსტილაციებისათვის. 

იხილეთ ბლოგი: პოლიჟინაქსი – ეფექტიანი სამკურნალო საშუალება ვაგინიტის დროს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 

ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული საშუალებები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ნისტატინი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ATC კოდი: G01AA51

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ფარმაკოდინამიკა. კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. ამჟღავნებს  ანტიბაქტერიულ, ბაქტერიოციდულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას. ნეომიცინი და პოლიმიქსინი B აქტიურია მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ;  Streptococcus spp. და ამ ანტიბიოტირების მიმართ რეზისტენტული ანაერობული ბაქტერიების მიმართ. ნისტატინი ამჟღავნებს ფუნგიციდურ მოქმედებას Candida-ს ჯგუფის სოკოების მიმართ.

მიკროორგანიზმების შეძენილი რეზისტენტობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში.

ამიტომ, სასარგებლოა ინფორმაციის არსებობა ადგილობრივი რეზისტენტობის გავრცელების შესახებ, განსაკუთრებით რთული ინფექციების სამკურნალოდ. 

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის შესწავლილი.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

პრეპარატის კონპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინიტების და არასპეციფიკური ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა.

გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების ოფიციალური რეკომენდაციები.

უკუჩვენებები: 

პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

-    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ან ან ჯგუფის პრეპარატების მიმართ) 

-    საშოს დიაფრაგმისა და ლატექსის პრეზერვატივის გამოყენება (გახევის რისკი)

-    ალერგია არაქისზე ან სოიოზე (სოიოს ზეთის შემცველობის გამო)

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სპემიციდებთან კომბინაციაში (ასუსტებს მოქმედებას).

გამოყენების წესი და დოზირება: 

პრეპარატის  წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით. ამის შემდეგ ხდება ერთი კაფსულის შიგთავსის ინტრავაგინალური შეყვანა, საღამოს, ძილის წინ, ზედიზედ 6 დღის განმავლობაში. 

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუქციის პროცესში. 

გვერდითი მოვლენები: 

ადგილობრივი გაღიზიანების რეაქციები, საშოს ლორწოვანის სიწითლის, შეშუპების დაქავილის ჩათვლით. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მომატებულ მგრძნობელობას პრეპარატში შემავალ დამხმარე ნივთიერება სოიოს ზეთზე. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ანაფილაქსიური შოკის, ჭინჭრის ციების ჩათვლით. ხანგრძლივი გამოყენებისას, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში), ალერგიული ეგზემა (კერების განვითარება შესაძლებელია უშუალოდ შეყვანის ადგილისაგან განსხვავებულ არეალზე). Pრეპარატის ხანმოკლე გამოყენების რეკომენდაციიდან გამოომდინარე, მინიმალურია სისტემური ტოქსიური ეფექტების განვითარების რისკი (ზემოქმედება თირკმელებზე, სმენის ორგანოებზე).

დოზის გადაჭარბება.

გადაჭარბებულმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური ეფექტები (ზემოქმედება თირკმელებზე, სმენის ორგანოებზე), განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ხანგრძლივი გამოყენება ასევე ზრდის ალერგიული ეგზემის განვითარების რისკს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: 

-    ოტოტოქსიურობის და სისტემური აბსორბციის შესაძლო რისკიდან გამომდინარე, ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

-    ლაქტაციის პერიოდი წარმოადგენს უკუჩვენებას; პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მოცემულ პერიოდში ძუძუთი კვებას წყვეტენ.

ბავშვები.

სპეციალური სამკურნალო ფორმა – პოლიჟინაქს ვირგო – გამოიყენება ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.

განსაკუთრებული მითითებები: 

პრეპარატია გამოყენებამდე აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. დაავადების სხვაზე გადადების თავიდან ასაცილებლად პაციენტი გაფრთხილებული უნდა იქნას ინდივიდუალური პირადი ჰიგიენის საშუალებების (ღრუბელი, პირსახოცი) გამოყენებისა და ნატურალური ბამბის ქსოვილის საცვლების მოხმარების აუცილებლობაზე. Mკურნალობის პერიოდში საჭიროა საშოსშიდა ტამპონების გამოყენებისაგან თავის შეკავება. ადგილობრივი აუტანლობის ან სისტემური ალერგიული რეაციების დროს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ადგილობრივად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ მომატებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს მოცემული ჯგუფის ანტიბიოტიკების მომდევნო მოხმარება სისტემური გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდულია, მდგრადი მიკროორგანიზმების ფორმირებისა და ამ მიკრობებით გამოწვეული სუპერინფექციების განვითარების რისკის გამო.

ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არ ახდენს გავლენას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედებაის სხვა ფორმები. A

არ არსებობს მონაცემები პრეპარატ პოლიჟინაქს ვირგოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ვარგისობის ვადა.

2 წელი (24 თვე).

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა.

ემულსია ინტრავაგინალური შეყვანისათვის.

3 კაფსულა პვქ/პვდქ ალუმინის ბლისტერში.

2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე