აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პროსტენალი - Prostenal 30 კაფსულა

#44821_1517
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიWalmark / ვალმარკი
ბრენდის ქვეყანა ჩეხეთი
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაherbal comb.drug
მოკლე აღწერა
ჩვენებები: პროსტატის ჯირკვლის ანთება. პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (1 და 2 ხარისხი) .
75.44₾
83.72₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პროსტენალი

შემადგენლობა:

ჯუჯა პალმა 300მგ, კავკასიური დათვის კენკრა 50მგ, ჭინჭარი 250მგ, გოგრის ზეთი 300მგ, ლიკოპენი 0,5მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ჯუჯა პალმას ახასიათებს 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსი მოქმედება. აინჰიბირებს პირველი და მეორე ტიპის 5-ალფა რედუქტაზას ,რის შედეგადაც არ ხდება ტესტესტერონის დიჰიდროტესტერონად გარდაქმნა. 5-ალფა რედუქტაზას შემბოჭველი სხვა საშუალებებისგან განსხვავებით არ ახდენს გავლენას პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის ტრანსკრიფციაზე და არ ზემოქმედებს ანტიგენის სინთეზზე.

ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 5-ლიპოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩართვით აფერხებს ლეიკოტრიენ B4 –ის , ხოლო ციკლოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩარევით-პროსტაგლანდინების სინთეზს. მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას (თNFა) და ინტერლეიკინ 1ბ-ს (IL-1ბ) კონცენტრაციას. ზრდის დღიური შარდის მოცულობას. 

კავკასიური დათვის კენკრას მოქმედება განპირობებულია თუთიის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და სტეროლების მაღალი შემცველობით. 

გოგრის ზეთი მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ლიკოპენი დიდი რაოდენობით გროვდება წინამდებარე ჯირკვლის ეპითელიოციტების ბირთვთან ახლოს და სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ქემოპრევენცას. ლიკოპენის ხანგრძლივი მიღება დადასტურებულად ამცირებს პროსტსტის ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

ჩვენებები:

პროსტატის ჯირკვლის ანთება.

პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (1 და 2  ხარისხი) .

მიღების წესი :

1 კაფსულა ერთხელ დღეში. კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვე. 

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.