აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნაკრები ჰიალურონით Hydration 0613 ქულ ბიუთი - Kool Beauty

#88863_3470
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიKool Beauty - ქულ ბიუთი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები ჰიალურონით Hydration, განკუთვნილია ყველა ტიპის კანის, განსაკუთრებით კი მშრალი, დეჰიდრატირებული, მოშვებული კანისთვის.
50.74₾
126.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Kool Beauty - ქულ ბიუთი ნაკრები ჰიალურონით Hydration 

დამატენიანებელი ნაკრები ჰიალურონით Hydration –  KOOL BEAUTY/ ულტრა დამატენიანებელი ბუსტერი კრემი 50 მლ - განკუთვნილია მშრალი, გაუწყლოებული კანისთვის. უცხიმო ექსტრემალური დამატენიანებელი კრემი გამდიდრებულია E და A ვიტამინებით, უზრუნველყოფს კანის ტენიანობას და ბზინვარებას მთელი დღის განმავლობაში. დამზადებულია ბროწეულის, კივის, გარგარის ექსტრაქტებით, რომლებიც კვებავს კანს და იცავს გარე აგრესიისგან. დღითი დღე კანი ხდება ჯანსაღი, გლუვი და დატენიანებული. შემოწმებულია დერმატოლოგიურად, ინგრედიენტების 94,57% ბუნებრივი წარმოშობისაა. გამოყენება: დაიტანეთ სუფთა კანზე დილით და საღამოს, მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ შრატის შემდეგ, ასევე შეგიძლიათ შრატის 2-3 წვეთი შეურიოთ კრემს ხელისგულზე და დაიტანოთ სახეზე. 

KOOL BEAUTY/ ჰიალურონის კონცენტრირებული ორფაზიანი შრატი PRE CURSOR 20 მლ - განკუთვნილია ყველა ტიპის კანის, განსაკუთრებით კი მშრალი, დეჰიდრატირებული, მოშვებული კანისთვის. რამდენიმე წვეთი საკმარისია, რათა უზრუნველყოს თვალშისაცემი დატენიანება. შეიცავს ორ BPM + HPM ჰიალურონის მჟავას და ჟოჟობას ზეთს. ღრმად ატენიანებს კანს. ყოველდღიური გამოყენებისას კანი გახდება უფრო ნათელი, გაუმჯობესდება ტონუსი და ელასტიურობა. ებრძვის გაღიზიანებას, დაჭიმულობას და მშრალი კანის სხვა პრობლემებს. იდეალურია დელიკატური და მგრძნობიარე კანისთვისაც, რომელსაც აკლია ტენიანობა. გამოყენება: დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე დილით და საღამოს, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ 2-3 წვეთი სახის კრემში.

კანის/თმის ტიპი

მშრალი და ძალიან მშრალი