| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 100 მლ |
სახლის სუნამო Mirra Reed სალი დი ისკია - Sali di ischia
ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს, ამშვიდებს და აუმჯობესებს განწყობას, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, ხელს უწყობს რელაქსაციას. იდეალური არომატია ნებისმიერ ოთახში გამოსაყენებლად. იდუმალი და მომხიბვლელი სუნამო, სადაც Myrrh-ის თბილი და ფისოვანი ნოტები ერთმანეთშია შერწყმული ელეგანტური და დახვეწილი სურნელისთვის. სახლის სუნამო სივრცეებს ინტენსიური და დახვეწილი ატმოსფეროთი ფარავს, ქმნის სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას.
ზედა ნოტები ნოტები: ციტრუსის აქცენტები, შავი პილპილი, ლავანდა.
შუა ნოტები: ნუშის ყვავილები, ტონკა.
საბაზისო ნოტები: ვანილი, კედარი, გუაიაკის ხე, ქარვა.
სურნელი იხსნება ციტრუსის ცოცხალი ნოტებით, რაც აცოცხლებს და სიახლის სურნელს ანიჭებს ჰაერს. თან ახლავს შავი წიწაკის ცხარე სითბო და ლავანდის ნაზი არომატი. არომატის განვითარებასთან ერთად ნუშის ყვავილების სიტკბო იკვეთება, რომელიც სურნელს ტონკას მარცვლებისა და Myrrh-თან შერეული სითბოსა და იდუმალების განცდას მატებს, ქმნის იდეალურ ბალანსს სიტკბოსა და სიღრმეს შორის. ფონზე იკვეთება ვანილი, კედრის ხე, გუაიაკის ხე და ქარვა, რაც არომატს სითბოს ანიჭებს.
სასურველია გაანიავოთ ოთახები გამოყენებამდე.
შეგიძლიათ ჩხირების 2-3 დღეში ერთხელ გადაბრუნება, რათა არომატი შენარჩუნდეს.
პროდუქტის მოქმედების გასახანგრძლივებლად სახლის სუნამო მოათავსეთ კარგად ვენტილირებად ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისა და სითბოს წყაროებისგან მოშორებით.
100 მლ.
Sali di Ischia-ს სახლის სუნამოების ხაზი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ისკიას მიერ შთაგონებული სახლის სურნელს მოიცავს და გთავაზობთ არომატებს, რომლებიც ბუნებრივი ესენციებით, როგორიცაა ლიმონი, ყვავილები, ხილი და ზღვის ნოტები, სასიამოვნო სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს და ხმელთაშუა ზღვის სტილით შთაგონებულ სურნელებს, რომლებიც შექმნილია უნიკალური გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.
ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.