| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
სამოგზაურო SOS როლერი 5მლ ფიურესენშელი - Puressentiel
100%-ით ბუნებრივი პროდუქტი, შეიცავს 7 ეთერზეთის მასტიმულირებელ, დამამშვიდებელ და კომფორტის მომგვრელ არომატებს, რომლებიც ამსუბუქებს მგზავრობით გამოწვეულ დისკომფორტს.
· გულისრევა
· თავბრუსხვევა
· თავის ტკივილი
· შფოთვა
წყალი, ჯინჯერის წყალი, გლიცერინი, ლიმონინი, კაპრილის ტრიგლიცერიდი, ლიმონის ზეთი, პიტნის ზეთი, მანდარინის ზეთი, ლავანდის ზეთი, რეჰანის ზეთი, ჯინჯერის ზეთი, ლინალოოლი, ეთილის სპირტი, მაიორანის ყვავილის ზეთი, არაქიდილის სპირტი, ჯინჯერის ფესვი, ბეჰენილის ალკოჰოლი, არაქიდილ გლუკოზიდი, სკლეროციუმის გომიზი, ქსანტანის გუმფისი, ვიტამინი E, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, მზესუმზირის ზეთი, ციტრალი, გერანიოლი, ეუგენოლი, ციტრონელოლი.
როლერი წაისვით მაჯებზე, საფეთქლებზე ან კისერზე, მაჯები ერთმანეთს გაუსვით და შეისუნთქეთ ეთერზეთების დამამშვიდებელი არომატი. გამოიყენეთ მგზავრობამდე 15-30 წუთით ადრე ან უშუალოდ გამგზავრებამდე, ასევე გამოიყენება მგზავრობის დროს საჭიროებისამებრ. როლერი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ეპილეფსიური და კრუნჩხივითი შეტევების მქონე პირებში.
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: როლერი 5 მლ.
ვარგისობის ვადა: გახსნიდან 9 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან