აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლიპოსომალ გლუტათიონი 60 კაფსულა ფიური - Pure

#83722_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაbioglute
მოკლე აღწერა

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის დისტროფია, სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული, მედიკამენტოზური .

330.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

Pure - ფიური ლიპოსომალ გლუტათიონი 60 კაფსულა

განაპირობებს ანტიოქსიდანტურ დაცვას და დეზინტოქსიკაციას უახლესი, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ლიპოსომური ფორმით; დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან;

ლიპოსომური გამოშვების ფორმა გლუტათიონს იცავს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დეგრადაციისგან და მკვეთრად ზრდის მის აბსორბციას;

1 სოფთგელი კაფსულა შეიცავს: ბიოგლუტს* (BioGlute) – გლუტათიონისა და ესენციური ფოსფოლიპიდების ნარევს - 375 მგ: Setria* Glutathione – 250 მგ; ფოსფოლიპიდების კომპლექსი - 125 მგ;

დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინის კაფსულა ( ჟელატინი, გლიცერინი, წყალი, კალციუმის კარბონატი), ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი; შეიცავს სოიოს

გლუტათიონი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ღვიძლის სიჯანსაღეში და ხელს უწყობს მის დეზინტოქსიკაციას; უზრუნველყოფს ჯანსაღ ლიპიდურ მეტაბოლიზმსა და ოქსიდაციურ მდგომარეობას; ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, რითაც აუმჯობესებს ჰეპატოციტების ფუნქციას; გლუტათიონი მონაწილეობს პროტეინების სინთეზში, ენზიმების ფუნქციობაში, სატრანსპორტო პროცესებში, უჯრედების პროლიფერაციასა და მომწიფებაში; მისი ოპტიმალური რაოდენობა განაპირობებს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები; ღვიძლის დისტროფია; სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის ალკოჰოლური, ვირუსული, მედიკამენტოზური (ანტიბიოტიკები, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ანტივირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პერორალური კონტრაცეპტივები); კოგნიტური დარღვევების კომპლექსური თერაპია.

დოზირება და მიღების წესი: 18 წლიდან მიიღეთ 1 – 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს;

არ შეიცავს: გლუტენს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინის რბილი კაფსულა

მწარმოებელი: PureEncapsulations აშშ