აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დაიჯესტ კომფორტი 21 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

#106512_3900
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPranarom / პრანარომი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა21 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია საჭმლის მონელების კომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ფუნქციის მხარდასაჭერად.
15.00₾
25.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დაიჯესტ კომფორტი 21 ტაბლეტი პრანარომი - Pranarom

საჭმლის კომფორტული მონელების მხარდასაჭერად!

პრანარომი დაიჯესტ კომფორტი 100%-ით ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული საკვები დანამატია, რომელიც შექმნილია საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტის შესამსუბუქებლად. ფორმულა აერთიანებს ვარდკაჭაჭას ექსტრაქტსა და 100%-ით სუფთა, ორგანულ ეთერზეთებს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდასაჭერად.

•  შეიცავს 100%-ით სუფთა, ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებს - ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი + 7 ორგანული ეთერზეთის კომპლექსი

•  ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ამცირებს შებერილობას, სიმძიმიმის შეგრძნებას

•  რეკომენდებულია უხვი და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ

•  არ შეიცავს გლუტენს, შაქარს

•  მიიღება 12 წლიდან

პიტნის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტის დროს. იგი ხელს უწყობს შებერილობის და სიმძიმის შეგრძნების შემცირებას, კუჭის სპაზმების შემსუბუქებას, საჭმლის მონელების პროცესის მხარდაჭერას.

ლიმონის ეთერზეთი - ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტს.

ვარსკვლავა ანისის ეთერზეთი -  ხელს უწყობს აირების დაგროვების შემცირებას; შებერილობის შემსუბუქებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.

ჯანჯაფილის ეთერზეთი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მცენარეა საჭმლის მონელების მხარდასაჭერად. იგი აუმჯობესებს მონელების პროცესს, ხელს უწყობს დისკომფორტისა და სიმძიმის შემცირებას.

მანდარინის ეთერზეთი - ამცირებს მონელებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს, უზრუნველყოფს სასიამოვნო ციტრუსოვან არომატს.

კვლიავის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება შებერილობის დროს აირების დაგროვების შესამცირებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ჩინური დარიჩინის ეთერზეთი - ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ვარდკაჭაჭას ექსტრაქტი - მონაწილეობს ნორმალურ საჭმლის მონელებასა და კუჭ-ნაწლავის კომფორტის შენარჩუნებაში.

რეკომენდებულია საჭმლის მონელების კომფორტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ბუნებრივი ფუნქციის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

საკვები დანამატის 6 ტაბლეტი შეიცავს: ვარდკაჭაჭას (Cichorium intybus) ექსტრაქტი - 300 მგ + 100%-ით ორგანული, სუფთა და ქემოტიპირებული ეთერზეთები: პიტნა - 45 მგ, ლიმონი - 45 მგ, ვარსკვლავისებრი ანისი - 45 მგ, ჯანჯაფილი - 29 მგ, მანდარინი - 29 მგ, კვლიავი - 27 მგ, ჩინური დარიჩინი - 5 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: შემავსებელი სორბიტოლი, არომატიზატორი ლიმონი, სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, დამატკბობელი სუკრალოზა.

არ შეიცავს: გლუტენსა და შაქარს.

გამოყენების წესი:

მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 1-2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გაიწუწნოს. 

გაფრთხილება:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სითბოსა და სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

არ გამოიყენოთ 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ ცვლის მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაცია რეკომენდებულია, განსაკუთრებით მაშინ თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს ან ანტითრომბოციტულ პრეპარატებს, ასევე ნაღვლის სადინრების ობსტრუქციის შემთხვევაში.

არ არის რეკომენდებული ჰიპერთირეოზის, ღვიძლის, პანკრეასის დაავადებების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, მომატებული კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობის, ეპილეფსიის, კრუნჩხვების ან სხვა ნევროლოგიური დაავადებების ანამნეზის მქონე პირებისთვის. 

გამოშვების ფორმა: 21 ტაბლეტი.

მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია.

Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.

Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.

30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.

Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:

 • ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.

• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) -  სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე

• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს

• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს

• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს