აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნახშირი 30 ტაბლეტი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

#96982_651
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDoppelherz / დოპელჰერცი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაActivated charcoal
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
20.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

ნახშირი 30 ტაბლეტი დოპელჰერცი აქტივი - Doppelherz Aktiv

დოპელჰერცი აქტივი ნახშირი

ეფექტური ადსორბენტი დეტოქსიკაციისთვის, ამცირებს მეტეორიზმს!

აქტივირებული ნახშირი წარმოადგენს ადსორბენტს, რომელიც სპეციალური თერმული ან ქიმიური აქტივაციის შედეგად იძენს მაღალ სორბციულ ზედაპირს. აღნიშნული თვისება უზრუნველყოფს მის უნარს ეფექტურად შთანთქას სხვადასხვა ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერება, მათ შორის:

• გაზები და ალკალოიდები
• ენდო- და ეგზოტოქსინები
• მძიმე მეტალების მარილები
• გლიკოზიდები
• ფარმაკოლოგიური პრეპარატები
აქტივირებული ნახშირი ამცირებს ტოქსიური და მავნე ნივთიერებების აბსორბციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ხელს უწყობს მათ სწრაფ ევაკუაციას ორგანიზმიდან, არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, არ არის ტოქსიური და ორგანიზმიდან გამოიდევნება უცვლელი ფორმით ფეკალურ მასებთან ერთად, საშუალოდ მიღებიდან 8–24 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტივირებული ნახშირი - 250 მგ. დღიური დოზა: 2 გ (8 ტაბლეტი). 

დამატებითი ინგრედიენტები: გააქტიურებული ნახშირი, მალტოდექსტრინი, სტაბილიზატორი პოლივინილპიროლიდონი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები საცხობი აგენტი.

დოზირება

მიიღება 6 წლის ასაკიდან, 4 ტაბლეტი (1 გ გააქტიურებული ნახშირის ექვივალენტი) ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე და 4 ტაბლეტი ჭამის შემდეგ საკმარისი სითხით დაღეჭვის გარეშე. 

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ლაქტოზის და გლუტენის გარეშე, არის ვეგანური და ვეგეტარიანული!

გაფრთხილება

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

• საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. 

გამოშვების ფორმა: №30 ტაბლეტი. 

მწარმოებელი: Queisser Pharma - გერმანია.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ასევე, იხილეთ: ქოქოსის ნახშირი 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab