აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#66730_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა100 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაfolium acid
მოკლე აღწერა

გამოიყენება ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

45.09₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

მეტაბოლურად აქტიური ფოლიუმის მჟავა მაღალი ბიოშეღწევადობით

ფოლის მჟავა (ფოლატი, L მეტილფოლატი, 5 - მეთილტეტრაჰიდროფოლატი) წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში.  აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისათვის.  მონაწილეობს  ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებში, როგორიცაა დნმ-ის, რნმ-ის  სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი) ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინისა და ქოლინის ცვლაში.  ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს,  აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის.

ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებელია ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისათვის. უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტებს,  ასევე ამცირებს აუტისტური სპექტრის აშლილობებს ბავშვებში და ალერგიისა და ატოპიური რეაქციების განვითარების რისკს.

ფოლიუმის მჟავა ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას, სისხლძარღვების შევიწროებას, სისხლის შედედების გაზრდას, რის შედეგადაც მცირდება ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების  განვითარების რისკი.

იხილეთ ბლოგი: ფოლიუმის მჟავა და მისი როლი ადამიანის ჯანმრთელობაში

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

• ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ფოლიუმდეფიციტური ანემია, მაკროციტული, ჰიპერქრომული ანემია, წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია, ლეიკოპენია, მეგალობლასტური, სიდერობლასტური  ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული  ანემიები)

• ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა

• პრეეკლამფსია

• მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა

• არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება

• ოსტეოპოროზი

• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება

• ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა

შემადგენლობა

ფოლატი - 670 მკგ (ფოლის მჟავა - 400 მკგ)

დოზირება

1 ტაბლეტი დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.  

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფოლიუმის მჟავა 30 ტაბლეტი