აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

PMS ესენციალი 60 კაფსულა ფიური - Pure

#97264_3326
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPure - ფიური
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია პმს-ის სიმპტომების მხარდასაჭერად!
130.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

PMS ესენციალი 60 კაფსულა ფიური - Pure

საკვები დანამატი ქალებისთვის
შემუშავებულია პრემენსტრუალური ციკლის წინ პერიოდში ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის მხარდასაჭერად.

· შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას ციკლურ ჰორმონულ ცვლილებებთან

· შეიცავს Vitex agnus-castus, რელორას® (დაპატენტებული მცენარეული კომპლექსი) და როდიოლას ექსტრაქტს

· დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული, ვეგეტარიანული ინგრედიენტებით

ხეპილპილა (Vitex agnus-castus) მცენარეული ექსტრაქტია, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ქალის ორგანიზმის ციკლურ ცვლილებებთან ადაპტაციის მხარდასაჭერად.

ვიტამინი D3 უზრუნველყოფს კალციუმის ათვისებას, მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღი ძვლოვანი სისტემის შენარჩუნებაში.

ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან. მონაწილეობს ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში ციკლის პერიოდში.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ენერგო ცვლას, ცნს-ის ნორმალურ ფუნქციონირებას და ფსიქოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებას.

მაგნიუმი და კალციუმი მნიშვნელოვანი მინერალებია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

Relora® წარმოადგენს დაპატენტებულ მცენარეულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს მაგნოლიას (Magnolia officinalis) და ფელოდენდრონის (Phellodendron amurense) ექსტრაქტებს. გამოიყენება ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობებთან ადაპტაციის პროცესების მხარდასაჭერად და შეიძლება ხელი შეუწყოს ემოციური კომფორტისა და მადასთან დაკავშირებული ფაქტორების რეგულაციას.

როდიოლა (Rhodiola rosea) წარმოადგენს ადაპტოგენურ მცენარეულ ექსტრაქტს, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობებთან ადაპტაციის მხარდასაჭერად.

რეკომენდებულია პმს-ის სიმპტომების მხარდასაჭერად!

შემადგენლობა

2 ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს: ვიტამინი D - 400 სე (10 მკგ), ვიტამინი E - 134 მგ, ვიტამინი B6 - 33 მგ, კალციუმი - 100 მგ, მაგნიუმი - 100 მგ, ხეპილპილა (Vitex agnus-castus fruits) - 200 მგ, რელორას დაპატენტებული ნარევი (მაგნოლიას ექსტრაქტი, ფელოდენდრონის ექსტრაქტი) - 270 მგ, როდიოლას ექსტრაქტი - 50 მგ.  

დამატებითი ინგრედიენტები: ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა, წყალი), სიმინდის კრახმალი, ასკორბილპალმიტატი, კრეონის დიოქსიდი. 

დოზირება

მიიღება 18 წლიდან 2 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში საკვებთან ერთად.

უკუჩვენება

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

· ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 

· ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ სპეციალისტს

·  საკვები დანამატი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ გამოიყენება დაავადების დიაგნოსტიკის, პრევენციის ან მკურნალობის მიზნით

არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გმო - ს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებს და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს. 

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №60 კაფსულა. 

მწარმოებელი: Pure Encapsulations აშშ. 

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ჰიპოალერგიული ვეგანური ინგრედიენტებისგან. 

Pure encapsulation® №1 გლობალური ბრენდია ამერიკასა და ევროპაში, რეკომენდებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვებ დანამატებს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.

Pure encapsulation®-ის ყველა ინოვაციური პროდუქტი ვეგეტარიანულ კაფსულებთან ერთად ჰიპოალერგიულია. თითოეული პროდუქტი მუშავდება (SOP)-ის სტანდარტით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემადგენელი ინგრედიენტების ჯვარედინი დაბინძურება. კომპანია არ იყენებს დამატებით საფარებს, უნივერსალურ შემკვრელებს, ხელოვნურ საღებავებს და დამატკბობლებს, ფერებს, შემავსებლებს და კონსერვანტებს, რაც ხელს უშლის ან ამცირებს პროდუქტის კომპონენტების ბიოშეღწევადობას. 

კომპანია PURE ENCAPSULATION® თანამშრომლობს ისეთ სამეცნიერო ჯგუფებთან როგორიცაა:

· სტენფორდის სამეცნიერო საუნივერსიტეტო ჯგუფი

· მაკლეინის ჰოსპიტალის სამეცნიერო ჯგუფი (ჰარვარდის სამეცნიერო ჯგუფის აფელიანტი)

· ორეგონის ჯანმრთელობის სამეცნიერო ინსტიტუტი

· მიჩიგანის საუნივერსიტეტო გჯუფი

· კლივლენდის კლინიკის სამეცნიერო ჯგუფი

· ლევილის უნივერსიტეტი

· ფუნქციონალური მედიცინის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფი

ფიურის კვებითი დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

პროდუქტი სერტიფიცირებულია:

USA National Science Foundation (ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი) - ის სერტიფიკატი

GMP - Good Manufacturing Practice  (უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება) - ის სერტიფიკატი

USP - U.S. Pharmacopeial Convention (ამერიკის ფარმაკოპეა) - სერტიფიკატი

FDA - U.S. Food and Drug Administration (აშშ-ს სურსათის და წამლების ადმინისტრაცია) - სერტიფიკატი