აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ომეგა-3 700მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

#107062_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაomega-3
მოკლე აღწერა
გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემების და ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
83.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ომეგა-3 700 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

1 კაფსულის შემადგენლობა:

ომეგა 3 - 700 მგ, რომლიც შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს:

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავას) – 360მგ

DHA (დოკოზაჰექსანის მჟავას)  -  240მგ

კალორიულობა - 15

ჯამში ცხიმები - 1გ  1%

პოლიუჯერი ცხიმი - 0.5გ

ქოლესტერინი - 5მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეგა 3-ის ფარმაკოლოგიურ თვისებებს მისი შემადგენელი ნახევრადუჯერი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) განაპირობებენ.

ომეგა 3 ამცირებს ორგანიზმში  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს, ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის  კონტროლს, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, სისხლის მიმოქცევას. ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას.

ცხიმოვანი მჟავები აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, ამცირებენ ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. ასტიმულირებენ იმუნურ,  გულ-სისხლაძარღვთა და ნერვულ სისტემებს.

ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია  ორსულობის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის.

EPA და DHA აგრძელებს ტელომერებს (დნმ-ში არსებული ფრაგმენტები, რომლებიც პასუხიმგებელი არიან უჯრედების დაბერების პროცესზე), რაც ამცირებს დაბერების პროცესს. 

E ვიტამინი, უნივერსალური ანტიოქსიდანტი აძლირებს ომეგა 3 -ის მოქმედების მექანიზმს, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და აძლიერებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

·  გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროს : ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

·  ნერვული სისტემის დაავადებების დროს : მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას;

·  დერმატოლოგიაში: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე ,კანის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და სხვა;

·  გინეკოლოგიაში : ამცირებს ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების  ფორმირებაში, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი;

·  ენდოკრინოლოგიაში : შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია;

·  ოფთალმოლოგიაში: კვებავს თვალის ბადურას და აუმჯობესებს მხედველობას;

·  რევმატოლოგიაში: ართრიტი, ართროზი;

ინგრედიენტები:

თევზის ქონი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი,  ტოკოფეროლების ნაკრები.

შეიცავს თევზის კომპონენტებს (ანჩოუსი, სარდინი, სკუმბრია).

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს,  ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებსა და მღებავ ნივთიერებებს.

მიღების წესი:

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის (მათ შორის სისხლის გამათხელებლების) მიღების, რაიმე სახის ქირურგიული ჩარევის ან  დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

 ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

გამოშვების ფორმა: 30 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

ასევე, იხილეთ: ომეგა-3 950მგ. 50 კაფსულა სოლგარი - Solgar