აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქრომის პიკოლინატი 200მკგ 90 კაფსულა სოლგარი - Solgar

#104687_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა90 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაchromium picolinate
მოკლე აღწერა
შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით ტიპი II), ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე.
82.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

ქრომის პიკოლინატი 200მკგ 90 კაფსულა სოლგარი - Solgar 

ქრომის პიკოლინატი (სამვალენტიანი)

სახამებლის გარეშე

მისაღებია ვეგეტარიენელებისათვის

1 კაფსულის შემადგენლობა:

ქრომი (ქრომის პიკოლინატი) – 200მკგ

სოლგარის ქრომი წარმოდგენილია სამვალენტიანი, ბიოლოგიურად აქტიური, ხელატური ფორმით, პიკოლინატის სახით. პიკოლინატი ყველაზე ეფექტურ ხელატორს წარმოადგენს მინერალებისათვის, რაც იმას ნიშნავს რომ, სოლგარის ქრომი გამოირჩევა ორგანიზმის მიერ  ყველაზე მაღალეფექტური შეწოვის და ათვისების უნარით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქრომი ადამიანის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას. ქრომი ახორციელებს სისხლში გლუკოზის (20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს), ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას). ეს მიკროელემენტი მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში, ასევე, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილ საკვებზე მოთხოვნილებას. ქრომი უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს მიოკარდიუმის ცილებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი თვისებებისა, ქრომი მონაწილეობს ჰემატოპოეზის პროცესში. იგი აძლიერებს კუნთოვან ტონუსს და უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას. ეს მიკროელემენტი ასევე  ხელს უწყობს ზრდის პროცესს და ეხმარება ორგანიზმს სტრესის დაძლევაში.

ქრომის დეფიციტი

ქრომის ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორები:

•  მძიმე ტრავმები (განსაკუთრებით ღრმა დამწვრობა)

•  არაბალანსირებული კვება, ქრომის შემცველი პროდუქტების სიმცირე კვების რაციონში

•  დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობა საკვებში

•  რაფინირებული პროდუქტების სიჭარბე (მაგ. ფქვილი)

•  რკინის დეფიციტი

•  გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებები (ენტერიტი, სპრუ, ცელიაკია)

•  ცილების დეფიციტი ორგანიზმში

•  კალციუმის მაღალი კონცენტრაციით მიღება

•  ხანგრძლივი სტრესი

•  ორსულობა

•  რთული ქირურგიული ოპერაციები

•  ხანდაზმულობა

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

•  ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით ტიპი II), ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე.

•  კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

•  სპორტული მედიცინა: ბოდიბილდინგი.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, ხელოვნურ  დამატკბობლებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

ზრდასრულებში მიიღება 1 მცენარეული კაფსულა 3-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

პროდუქტის მიღება არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს. დიაბეტით და ჰიპოგლიკემიით დაავადებულ პირთათვის პროდუქტის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

გამოშვების ფორმა: 90 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.