აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფოლიუმის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

#104834_2153
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSolgar / სოლგარი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა100 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაfolic acid
მოკლე აღწერა
ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით .
53.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

ფოლიუმის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი სოლგარი - Solgar

შემადგენლობა: 

ფოლატი 666მკგ, რომელისგანაც მიიღება 400მკგ ფოლიუმის მჟავა.

ფოლატები (ფოლიუმის მჟავას თანამედროვე სახელწოდება) წარმოადგენენ წყალშიხსნად B ჯგუფის ვიტამინებს (B9 და BC ვიტამინი). ისინი წარმოადგენენ კოფერმენტებს, რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. ფოლატები  ასტიმულირებენ ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობენ ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში.  ისინი ასევე ხელს უწყობენ ესენციური ამინომჟავების სეროტონინის და დოფამინის სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებენ ძილს და აუმჯობესებენ მეხსიერებას.

ორგანიზმში ფოლატების დეფიციტი საკმაოდ ხშირად აღინიშნება. მათი ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციასა და დაყოფაში. ფოლატის ნაკლებობისას ირღვევა ამინომჟავა ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი, მისი კონცენტრაცია ორგანიზმში იზრდება და ვითარდება ჰიპერჰომოცისტეინემია. ჰიპერჰომოცისტეინემიის დროს იზრდება გულ-სისხძარღვთა დაავადებების - ათეროსკლეროზის, თრომბოემბოლიის და  ინსულტის, ასევე ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. პროგრესირებს დაბერების პროცესი და ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ორსულობის დროს ჰიპერჰომოცისტეინემია იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას. მიკროთრომბების წარმოქმნა და მიკროცირკულაციის დარღვევა განაპირობებს პლაცენტაციის და ფეტოპლაცენტარული სისხლის მიმოქცევის დარღვევას, რაც მიზეზი ხდება თვითნებითი აბორტის და უნაყოფობის. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ჰიპერჰომოცისტეინემია იწვევს ქრონიკულ ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ქრონიკულ ჰიპოქსიას.

ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული და ფეტოტოქსიური ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

• ანემია, გამოწვეული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით (ფოლიუმდეფიციტური ანემია)

(მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია; წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია; ლეიკოპენია; მეგალობლასტური, სიდერობლასტური და წვრილი ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული ანემიები; სპრუ; მალაბსორბციის სინდრომი);

• ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში;

• ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების პროფილაქტიკა;

• ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, კომბინაცია სულფამეტაქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი), კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა;

• დეპრესია

• შიზოფრენია

• ათეროსკლეროზი

• სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე

• ღრძილების დაავადება და ჰალითოზი

• შაკიკი

• ოსტეოპოროზი

• პრეეკლამფსია

ასევე გამოიყენება კომპლექსურ მკურნალობაში: თალასემია, წყლულოვანი კოლიტი, ვიტილიგო, ალცჰეიმერის დაავადება, ბიპოლარული აშლილობა, კრონის დაავადება, დიარეა, დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ფილტვის კიბო, ფსორიაზი.

დამატებითი ინგრედიენტები: კალციუმის დიფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული სტეარინის მჟავა.

არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, ნატრიუმს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

ზრდასრულებში მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.

ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.

გამოშვების ფორმა:  100 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.