| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 90 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ინმუნოფერონი® (INMUNOFERON®) კაფსულები № 90
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ანოტაციას და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინმუნოფერონი® წარმოადგენს იმუნომოდულატორული მოქმედების ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაუმჯობესებას. მისი ინოვაციური ფორმულა, დაფუძნებული AM3 ტექნოლოგიაზე (გლუკომანანი და სოიოს ცილა), ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას სხვადასხვა პათოგენის, მათ შორის ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოების მიმართ. იმუნოფერონი® ხელს უწყობს დაბალანსებული იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
AM3® (გლუკომანანი - არის ბუნებრივი პოლისაქარიდი, რომელიც მიიღბა სოკო Candida utilis-გან და სოიოს ცილა), ორთოფოსფორმჟავას კალციუმის მარილები, კალციუმის სულფატი, შეკვრის საწინააღმდეგო აგენტი (ტალკი (E-553b)), თუთიის სულფატი.
კაფსულა: მინანქრისებრი ზედაპირის მიმცემი აგენტი (ჟელატინი), საღებავები (რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები (E-172)).
რას შეიცავს ინმუნოფერონი
|
კვებითი ღირებულების მაჩვენებელი |
1 კაფსულა |
2 კაფსულა |
100 გ-ზე |
%NRV¹ (1 კაფს.) |
%NRV¹ (2 კაფს.) |
|
ენერგეტიკული ღირებულება |
3.54 კჯ 0.84 კკალ |
7.07 კჯ 1.67 კკალ |
562 კჯ 133 კკალ |
|
|
|
ცხიმები |
0.02 გ |
0.041 გ |
3.3 გ |
|
|
|
მათ შორის ნაჯერი ცხიმი |
0.018 გ |
0.037 გ |
3 გ |
|
|
|
ნახშირწყლები |
0.07 გ |
0.14 გ |
11 გ |
|
|
|
მათ შორის: შაქრები |
0.024 გ |
0.048 გ |
3.8 გ |
|
|
|
ცილები |
0.094 გ |
0.18 გ |
15 გ |
|
|
|
მარილი² |
0.0012 გ |
0.0024 გ |
0.19 გ |
|
|
|
AM3® (გლუკომანანი & სოიო) |
30 მგ |
60 მგ |
4767.1 მგ |
|
|
|
კალციუმი |
109.3 მგ |
218.6 მგ |
17349.1 მგ |
13.66 % |
27.32 % |
|
თუთია |
3.03 მგ |
6.06 მგ |
480 მგ |
30.3 % |
60.6 % |
¹ NRV: საკვები ნივთიერებების რეკომენდებული დღიური ნორმა.
² მარილის შემცველობა განპირობებულია მხოლოდ საკვებ პროდუქტში ბუნებრივად არსებული ნატრიუმით.
• ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის იმუნიტეტის გაძლიერება და ინფექციები
• გრიპისა და რესპირრესპირატორული ვირუსების პროფილაკტიკა
• ბავშვთა ასაკის იმუნოლოგიური მომწიფების პროცესი (ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ).
• ფიზიკური ან ემოციური სტრესის პერიოდები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმის დაცვის უნარს.
• ვაქცინაციის ადიუვანტი (ვაქცინებზე ორგანიზმის პასუხის გასაუმჯობესებლად).
• კონვალესცენცია (გამოჯანმრთელების პერიოდი ავადმყოფობის ან ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ).
რა უნდა იცოდეთ ინმუნოფერონის მიღებამდე
არ მიიღოთ ინმუნოფერონი:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) რომელიმე აქტიური ინგრედიენტის ან დამხმარე ნივთიერების (ექსციპიენტის) მიმართ.
• ეს პროდუქტი შეიცავს სოიოს ცილას. არ მიიღოთ, თუ გაქვთ ალერგია სოიოზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
• საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• თუ იღებთ იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს, გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
• მიუხედავად იმისა, რომ ინმუნოფერონი გამოირჩევა კარგი ამტანობით, ნებისმიერი იმუნომოდულატორის მიღება რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციით, განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების არსებობისას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ზოგადი სიფრთხილის ზომების სახით, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, აღნიშნული საკვები დანამატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
• არ შეიცავს გლუტენს.
• არ შეიცავს ლაქტოზას.
• არ შეიცავს ალკოჰოლს
როგორ მივიღოთ ინმუნოფერონი
ინმუნოფერონი მიიღება ანოტაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებით.
• მოზრდილებში 12 წლიდან: 2 კაფსულა დღეში. მათი მიღება შესაძლებელია ერთდროულად ან ორ მიღებად გაყოფილი. ( 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს )
• ბავშვებში 3 წლიდან 12 წლამდე: 1 კაფსულა დღეში.
კაფსულები: გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ.
გამოყენების ხანგრძლივობა:
მისი მიღება შესაძლებელია უწყვეტად, შესვენების პერიოდების საჭიროების გარეშე, ან სპეციალისტის მითითებით.
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
• შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, 30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე/პაკეტზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, კაფსულები. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 6 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 15 კაფსულა (სულ 90 კაფსულა კოლოფში) და გამოყენების ინსტრუქცია.