აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ქლორჰექსიდინ-სეპტი - Chlorhexidin-Sept 0.05% 100მლ

#104488_4015
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაchlorhexidine
მოცულობა100 მლ
მოკლე აღწერა
სადეზინფექციო ხსნარი „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ გამოიყენება მზა სახით ხელის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის.
1.55₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სადეზინფექციო ხსნარი „ქლორჰქსიდინ-სეპტი“

გამოყენების ინსტრუქცია

სადეზინფექციო ხსნარი „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ გამოიყენება მზა სახით ხელის დეზინფექციისთვის. ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის.

პრეპარატის შედგენილობა (კომპონენტების % რაოდენობა)

ქლორჰექსიდინ ბიგლუკონატი                  0.05 %

დისტილირებული წყალი                         99,95 %

სადეზინფექციო ხსნარი „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ არ შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.

გამოყენება

სადეზინფექციო ხსნარი „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ გამოიყენება მზა სახით ხელის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის. სადეზინფექციო საშუალება „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ დაიტანეთ ხელის გულზე 3 მლ-ის ოდენობით. ექსპოზიციის დრო 3 წუთი.

მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, ცეცხლს და გავარვარებულ საგნებს; მოარიდეთ ბავშვებს;

გამოყენების სფერო

ხელის სადეზინფექციო საშუალება „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ არის გამჭვირვალე (დასაშვებია მცირე ოპალოსცენცია) სითხე, რომელიც განკუთვნილია სადეზინფექციოდ, გარეგანი გამოყენებისთვის უველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციებში, სამრეწველო დაწესებულებებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებში.

იხილეთ ბლოგი: ქლორჰექსიდინი — საიმედო ფარი, რომელიც ინფექციებისგან გიცავთ

უსაფრთხოების რეკომენდაციები

ხელის სადეზინფექციო საშუალება „ქლორჰექსიდინ-სეპტი“ არის პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ან მოვლის სამომხმარებლო პროდუქცი, რომელიც უსაფრთხოა მომხმარებლებისათვის ნორმალური და გონივრული გამოყენების პირობებში. მოიხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო საშუალება „ქლორჰექსიდინ-სეპტი“  არ განიხილება როგორც საშიში, შესაძლო საფრთხეები ექსპოზიციის დროს, როგორიცაა სითხის დიდი რაოდენობით დაღვრა, ხანძარი, პიროვნების ინდივიდუალური მგრძნობელობა და სხვა, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოხმარებისას.

პირველადი დახმარება

ხელის სადეზინფექციო საშუალება „ქლორჰექსიდინ-სეპტი“-ს მიმართ პიროვნების ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები

ჩასუნთქვისას - დაზარალებული დაუყოვნებლივ გაიყვანეთ ჰაერზე. დააწვინეთ, შეუქმენით სითბო და მოსვენება. თუ არ სუნთქავს ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პირველადი დახმარების პროცედურის დაწყებამდე (რამდენადაც ეს შესაძლებელია) მოხსენით პროთეზი, რომ არ დაიხშოს სასუნთქი გზები.

კანთან შეხებისას - ჩამოიბანეთ საპნით და დიდი რაოდენობით წყლით, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თვალთან შხებისას - სასწრაფოდ და გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობით წყლით 15 წთ-ის განმავლობაში. მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას - ნუ გამოიწვევთ პირღებინებას. თუ დაზარალებულს აღებინებს დაუხარეთ თავი წინ ან მოათავსეთ მარცხენა მხარეს (თავით ქვემოთ, თუ ეს შესაძლებელია) სასუნთქი გზაბის განსათავისუფლებლად და ასპირაციის თავიდან ასაცილებლად.

ყურადღებით დააკვირდით დაზარალებულს. თუ შეამჩნევთ, რომ მას აღენიშნება ძილიანობა ან ცნობიერების დაქვეითება არავითარ შემთხვევაში არ მოსცეთ წყალი. ფრთხილად გამოურეცხეთ პირი წყლით, შემდეგ ნელ-ნელა მიაწოდეთ სითხე, ისე, რომ დაზარალებულმა შეძლოს მისი წყნარად დალევა. მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები

სითხე  ადვილად აალებადია, არ დაუშვათ ღია ცეცხლთან კონტაქტი.

არ ჩარეცხოთ გაუზავებელი სითხე კანალიზაციაში და სათევზე მეურნეობის წყალსატევებში.

მეორიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

მოხმარების წინ გაეცანით ინსტრუქციას.

არასწორი მოპრყობისა და გადაჭარბებული ექსპოზიციის სიმპტომები და ეფექტები

ინჰალაცია - მასალა შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ლორწოვანი გარსებისა და რესპირატორული ტრაქტისთვის;

კანთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება;

გადაყლაპვა - შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება;

თვალთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს თვალის ლორწობანი გარსის გაღიზიანება.

სადეზინფექციო საშუალების „ქლორჰექსიდინ-სეპტის“ ნორმალური გამოყენების პირობებში არ აირს მოსალოდნელი ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენას. გამოყენების ინსტრუქციაში და ეტიკეტზე აღნიშნული უსაფრთხოების ყველა ზომისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, გრილ, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას.

შეფუთვა

დაფასოებულია 100 მლ პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

სადეზინფექციო საშუალება ვარგისია მომზადებიდან 2 წლის განმავლობაში;

დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა იხ.ეტიკეტზე.