| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Corega - კორეგა |
| ბრენდის ქვეყანა |
კრემი Max Fix + Comfort კორეგა - Corega
პროთეზების დასაფიქსირებელი კრემი კორეგა მაქსიმალური ფიქსაცია + კომფორტი. სრული და ნაწილობრივი კბილის პროთეზისთვის, არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს ან არომატიზატორებს. კომფორტისთვის შექმნილი კრემი კორეგა მაქსიმალური ფიქსაცია + კომფორტი აფიქსირებს კბილის პროთეზს მთელი დღის განმავლობაში, ხელს უშლის მის მოძრაობას და ქმნის რბილ ამორტიზირებულ ფენას, რათა დაიცვას თქვენი ღრძილები პროთეზის ზეწოლისგან. აპლიკატორი წვრილი წვერით საშუალებას იძლევა ზუსტად დაიტანოთ კრემი კორეგა პროთეზზე.
პირველი გამოყენებისას აიღეთ მცირე რაოდენობის კრემი. ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გაჟონოს პროთეზიდან: ასეთ შემთხვევაში შემდეგ ჯერზე გამოიყენეთ ნაკლები რაოდენობის კრემი. ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრისთვის შეიძლება რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ. გამოიყენეთ კრემი ერთხელ დღეში საიმედო ფიქსაციისთვის და საკვები ნაწილაკებისგან დაცვისთვის.
1. გარეცხეთ და გაამშრალეთ პროთეზი
2. პროთეზს კრემი კიდეებიდან მოშორებით წაუსვით, როგორც ნაჩვენებია ნახატზე.
ზედა პროთეზისთვის: პროთეზს კრემი გრძელ, უწყვეტ ზოლად წაუსვით, არც ისე ახლოს პროთეზის კიდეებთან. პროთეზის ცენტრალურ ნაწილში კრემი ორ მოკლე ზოლად წაუსვით.
ქვედა პროთეზისთვის: წაუსვით პროდუქტი გრძელ უწყვეტ ზოლად არც ისე ახლოს პროთეზის კიდეებთან როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ნაწილობრივი პროთეზისთვის: პროთეზს 2 მოკლე ზოლი წაუსვით.
1. გამოივლეთ პირში წყალი
2. ნელა, რყევითი მოძრაობით ამოიღეთ კბილის პროთეზი
3. თბილი წყლით და რბილი ჯაგრისით გაწმინდეთ პროთეზის ზედაპირი და გაისუფთავეთ პირის ღრუ კრემის ნარჩენებისგან
4. კბილის პროთეზის სრულყოფილი გაწმენდისთვის გამოიყენეთ კორეგას ტაბლეტი, შემდეგ გაავლეთ პროთეზი წყალში. Corega - კორეგა MAX CLEAN 36 ტაბლეტი
შპს სტაფორდ მილერი (ირლანდია), კლოჩერეინი, იუგალ როუდი, დანგარვანი, უოტერფორდი, ირლანდია