| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curasept - კურასეპტი |
| ბრენდის ქვეყანა |
პირის ღრუს სავლები კარიესი კურასეპტი - Curasept
კურასეპტის კარიესისა და აბრაზიის საწინააღმდეგო პირის ღრუს სავლები სპეციალურად შექმნილია კბილის მინანქრისა და დენტინის სტრუქტურის აღსადგენად და გასაძლიერებლად. პროდუქტი გამოირჩევა ინოვაციური ბიომიმეტური მოქმედებით — ის ავსებს დაზიანებულ მინანქარს ბუნებრივი მინერალებით და ქმნის დამცავ ფენას, რომელიც მდგრადია მჟავებისა და მექანიკური ხახუნის მიმართ. პროდუქტი შეიცავს ჰიდროქსიაპატიტებს და 250 ppm ფტორს.
ინტენსიური რემინერალიზაცია: აღადგენს და აძლიერებს კბილის მინანქარსა და დენტინს.
კარიესისგან დაცვა: უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას კარიესის განვითარებისგან.
ეროზიისა და აბრაზიის პრევენცია: იცავს კბილებს მჟავე საკვების/სასმელებისგან გამოწვეული ეროზიისგან და ჯაგრისით გამოწვეული მექანიკური ცვეთისგან.
ნადების საწინააღმდეგო მოქმედება: აფერხებს ბაქტერიული ნადების წარმოქმნას და ინარჩუნებს პირის ღრუს ჰიგიენას.
ბიოშეთავსებადობა – არ აქვს გვერდითი ტოქსიკური ზემოქმედება და ეთვისება ბიოლოგიურ ქსოვილებს.
ბიოაქტიურობა – უკავშირდება კბილის მაგარ ქსოვილებს და ახდენს მინერალების დეპონირებას.
ბიო-ინსპირირებული ტექნოლოგია – შეიცავს ამორფულ კალციუმის ფოსფატს, ფტორს, ციტრატსა და კარბონატს:
ამორფული კალციუმის ფოსფატი (ACP) – არა კრისტალური, მაღალრეაქტიური ფორმა, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ჰიდროქსიაპატიტად.
ციტრატი – ამაგრებს ACP-ს სტრუქტურას და აძლიერებს მის ბიომიმეტიურობას.
კარბონატი – აუმჯობესებს კომპლექსის ხსნადობას და მინერალების ბიოშეთავსებადობას.
ფტორი – თავისუფალი ფორმით ხელს უწყობს ფტორაპატიტის წარმოქმნას.
კურასეპტის ინოვაციური ბიოსმალტო ხაზი დაფუძნებულია 3 პატენტზე და 3 ფუნქციონალურ სუბსტანციაზე. მას ახასიათებს ბიომიმეტიური აქტიურობა – მისი სუბსტანციები ბუნებრივი კბილის ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) მსგავსი ქიმიური და მექანიკური თვისებებით გამოირჩევა და უზრუნველყოფს რემინერალიზაციას ფიზიოლოგიურ პირობებში.
კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.
Purified water, xylitol, fluorohydroxyapatite, Mg-Sr-carbonate hydroxyhepatitis conjugated with chitosan, cocamidopropyl betaine, poloxamer 407, potassium acesulfame, xanthan gum, ammonium acryloyldimethyltaurate/VP copolymer, sodium monofluorophosphate, aroma, caprylyl glycol, propylene glycol, chlorophenesin, ethylhexylglycerin, phenoxyethanol, sodium benzoate, methylisothiazolinone, citric acid.
300 მლ