აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის ჯაგრისი მონოტუფტი გრძელი 0397 კურასეპტი - Curasept

#97151_3137
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCurasept - კურასეპტი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
კბილის ჯაგრისი მონოტუფტი გრძელი, ჯაგრისი არის კონუსური ფორმის, თხელი და მოქნილი ჯაგრულებით და აქვს ერგონომიული ფორმა. რეკომენდებულია იმპლანტების, ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციების, კბილთაშუა სივრცეების, ღრძილოვანი ღარების წმენდისთვის.
12.88₾
25.76₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის ჯაგრისი მონოტუფტი გრძელი კურასეპტი - Curasept 

კურასეპტის გრძელი მონო ტუფტ არის პირის ღრუს ჰიგიენის ზუსტი და ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული იმ უბნების გასაწმენდად, რომლებსაც ტრადიციული ჯაგრისები ვერ წვდებიან. მისი პატარა, მრგვალი თავი მხოლოდ ერთი შეკრული ჯაგრულისგან შედგება, რაც უზრუნველყოფს თითოეული კბილის გარშემო მდებარე სივრცის მაქსიმალურად ზუსტ წმენდას. გრძელი მონო ტუფტ ჯაგრისი იდეალურია ორთოდონტიული კონსტრუქციების, იმპლანტების, კბილთაშორისი სივრცეების, მოლარული ზედაპირებისა და ღრძილთან ახლო მდებარე სენსიტიური ზონების დასაცავად. რბილი და მაღალი ხარისხის ჯაგრულები უზრუნველყოფს ზედმეტი ზეწოლის გარეშე ეფექტურ წმენდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კბილების ან მკურნალობისშემდგომი პერიოდისთვის. კურასეპტის მონო ტუფტ ჯაგრისი იძლევა საშუალებას ჰიგიენის პროცესი გახდეს მიზანმიმართული, ზუსტი და უსაფრთხო.

გამოყენების წესი

  • ნაზი და წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ რთულად მისადგომი ადგილები, როგორიცაა კბილთაშორისი სივრცეები, ღრძილის ხაზი, უკანა კბილები ან ორთოდონტიული კონსტრუქციებსის გარშემო ზონები.
  • არ გამოიყენოთ ზედმეტი ზეწოლით, რათა თავიდან აიცილოთ ღრძილების დაზიანება. 
  • კბილის პასტა გამოიყენეთ კბილის პასტა მათეთრებელი 75 მლ 2117 კურასეპტი - Curasept

ხაზის შესახებ ინფორმაცია

კურასეპტის Specialist არის პროფესიონალური ხაზი, რომელიც შექმნილია პირის ღრუს სპეციფიკური საჭიროებების სამკურნალოდ. Specialist ჯაგრისები უზრუნველყოფს ღრძილების დაცვას, ანთების შემცირებას და მგრძნობელობის შემსუბუქებას — ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს მოვლის ინოვაციური პროდუქტების წარმოებაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.