აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილის ჯაგრისი ავატარი 3D ავარდენტი - AwarDent

#104483_3930
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAwarDent - ავარდენტი
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
მოკლე აღწერა
კბილის ჯაგრისი ავატარი 3D რევოლუციური კბილის ჯაგრისი პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენის დასაცავად იმპლანტების და სხვა კონსტრუქციების დროს.
10.20₾
17.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის ჯაგრისი ავატარი 3D ავარდენტი - AwarDent 

ინოვაციური დიზაინის სამმხრივი ჯაგრისი ხელს უწყობს კბილების ყოველდღიურ სრულფასოვან და დელიკატურ წმენდას, კბილების ყველა ზედაპირზე ერთდროულად. ჯაგრისის სამმხრივი თავი 3-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი სტანდარტული ჯაგრისები. კბილის ჯაგრისის მარტივი მოძრაობა უზრუნველყოფს ერთდროულად კბილების საღეჭი, შიდა და გარე ზედაპირების, ასევე ღრძილების ხაზის საფუძვლიან წმენდას. მისი გამოყენებისას 300%-ით იზრდება წმენდის ეფექტურობა. ავარდენტის რევოლუციური კბილის ჯაგრისი ავატარი 3D 2020 წლის GOOD DESIGN®-ის ჯილდოს მფლობელია. 3D მარყუჟოვანი სახელური იძლევა მსუბუქად მანიპულირების საშუალებას. თუ მომხმარებელი ძალიან დიდი ზეწოლით იხეხავს კბილებს, მარყუჟის ორივე მხარე ერთმანეთს უახლოვდება, მაჯაში წარმოქმნილი დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ამავდროულად თავი კბილებისგან მოშორებით იხრება, რაც ამცირებს კბილებისა და ღრძილების დაზიანების რისკს გახეხვის პროცესში. კბილის ჯაგრისი ავარდენტი ავატარი 3D -ს თავი კომპაქტურია, მას გააჩნია გვერდებზე ინოვაციური მოხრილი  ჯაგრულები, რაც უკეთესს შედეგს იძლევა, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. ჯაგრისის გამოყენება ასევე განსაკუთრებით ეფექტურია ხელოვნური კონსტრუქციების და იმპლანტების დროს სრულფასოვანი წმენდის ეფექტურობისთვის. ავარდენტი ავატარი 3D-ს დიზაინი შემუშავდა სტომატოლოგებთან თანამშრომლობით.

მოქმედება 

ანტიბაქტერიული მოქმედება და აგრესიული ხეხვისგან თავდაცვა

·სამმხრივი ჯაგრულებით კბილის ყველა ზედაპირის სრულფასოვანი წმენდის უზრუნველყოფა

·დრეკადი სახელურით აგრესიული ხეხვისგან დაცვა წნევით ზეწოლის ხელის შეშლა

·ბრეკეტების, იმპლანტების და ხიდების იდეალური წმენდა

გამოყენების წესი

  • დაიჭირეთ ჯაგრისი ჰორიზონტალურად და 45*-იანი კუთხის დაცვით მოათავსეთ კბილის ზედაპირზე ისე, რომ ჯაგრულების ნახევარი ღრძილის ხაზს და ნახევარი კბილის ზედაპირებს ფარავდეს.
  • გამოიხეხეთ კბილები ,,გამოგვის პრინციპით’’ ღრძილის ხაზიდან კბილების ზედაპირებისკენ ვერტიკალურად, როგორც გარედან, ისე შიდა ზედაპირებზეც.
  • საღეჭი ზედაპირები გაიწმინდეთ, მსუბუქი, ტალღოვანი, ცირკულარული მოძრაობით.
  • არ დააწვეთ ჯაგრისის სახელურს ძლიერად.
  • კბილების გახეხვა რეკომენდებულია 2-3 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ: დილას და საღამოს.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია 

პირის ღრუს ჰიგიენა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

ავარდენტი წარმოადგენს ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის SWISSFARMACO-ს ბრენდს, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ ქარხანა-ლაბორატორიებთან შვეიცარიასა და ისრაელში. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით.  კომპანია ფლობს ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო ISO, GMP და FDA სერტიფიკატებს. ავარდენტი არის უნიკალური და ინოვაციური ჯილდო პირის ღრუს ჯანმრთელობის დასაცავად. გამორჩეულია შვეიცარული დიზაინით, უნიკალური ფორმულებითა და ფართო ასორტიმენტით. პროდუქციაში შემავალი ნივთიერებები აკმაყოფილებს FDA და EFP პროფესიონალთა ჯგუფის მიერ მოწოდებულ თანამედროვე რეკომენდაციებს.