| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curasept - კურასეპტი |
| ბრენდის ქვეყანა |
კბილის ძაფი შავი კურასეპტი - Curasept
კურასეპტის შავი კბილის ძაფი უზრუნველყოფს კბილთაშორისი სივრცეების სრულყოფილ წმენდას, სადაც ჩვეულებრივი ჯაგრისი ვერ აღწევს. შავი ფერის ძაფი ქმნის ვიზუალურ კონტრასტს, რაც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ მოცილებული ნადები და დარწმუნდეთ წმენდის ხარისხში. მისი სპეციალური ტექსტურა ეფექტურად აშორებს ბაქტერიულ ნადებს და აფერხებს კარიესისა და ღრძილების დაავადებების (გინგივიტი, პერიოდონტიტი) განვითარებას.
კურასპეტის FLOSSLINE წარმოადგენს დენტალური ძაფების ხაზს, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილია პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენისთვის. დენტალური ძაფი აშორებს ნადებს იმ ვიწრო სივრცეებიდან, რომლებშიც უმცირესი კბილთაშორისი ჯაგრისიც კი ვერ აღწევს.
კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.
50 მეტრი