| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curasept - კურასეპტი |
| ბრენდის ქვეყანა |
კბილის ძაფი Perfecto კურასეპტი - Curasept
კურასპეტის PERFECTO დენტალური ძაფი წარმოადგენს პირის ღრუს ჰიგიენის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც შექმნილია თანამედროვე სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. პროდუქტი გამოირჩევა რამდენიმე ძირითადი მახასიათებლით, რაც მას განსაკუთრებულს ხდის: მას აქვს მაღალი გამძლეობა, არ იცვითება გამოყენებისას, არ აზიანებს ღრძილებს, ადვილად აღწევს რთულად მისაწვდომ ადგილებში და ეფექტურად აშორებს ნადებს. PERFECTO დენტალური ძაფს აქვს ულტრა-მყარი ძაფი და რბილი ღრუბლისებრი ნაწილი. ნერწყვთან და კბილის ზედაპირთან შეხებისას, კბილის ძაფი არ იღუნება, რაც აადვილებს კბილებს შორის შეღწევას, ხოლო ღრუბლისებრი ნაწილი ფართოვდება და იდეალურად ერგება კბილთაშორის სივრცეებს. PERFECTO დენტალური ძაფი უზრუნველყოფს ნადების უკეთეს მოცილებას და ოპტიმალურ გაწმენდას. PERFECTO დენტალური ძაფი იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც: აქვს მჭიდროდ განლაგებული კბილები, უტარდება ორთოდონტიული მკურნალობა, გააჩნია მგრძნობიარე ღრძილები, სურს კარიესის და ღრძილების დაავადებების პრევენცია
50 მეტრი
კურასპეტის FLOSSLINE წარმოადგენს დენტალური ძაფების ხაზს, რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილია პირის ღრუს ოპტიმალური ჰიგიენისთვის. დენტალური ძაფი აშორებს ნადებს იმ ვიწრო სივრცეებიდან, რომლებშიც უმცირესი კბილთაშორისი ჯაგრისიც კი ვერ აღწევს.
კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.