აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ძაფი ორთოდონტული 50მ 1110 სილვერქეა - Silver Care

#78752_1108
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSilver care - სილვერქეა
ბრენდის ქვეყანა იტალია
რაოდენობა და ფორმა1 კოლოფი
მოკლე აღწერა
ორთოდონტული კბილის ძაფი
8.52₾
17.75₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილის ძაფი ორთოდონტული სილვერქეა - Silver Care

Silver Care ორთოდონტული კბილის ძაფი არის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური პროდუქტი სპეციალურად შექმნილია ორთოდონტული კონსტრუქციების — ბრეკეტების, ხიდების და იმპლანტების მქონე ადამიანებისთვის. მას აქვს მყარი წვერი და გაფართოებადი, ღრუბლისებრი, ექსტრა რბილი შიდა ნაწილი.

ძაფის ელასტიური და გამძლე ბოჭკოები ეფექტურად აშორებს ნადების და საკვების ნარჩენებს, იცავს ღრძილებს, ამცირებს გინგივიტის და პაროდონტიტის რისკს. ვერცხლის იონების ანტიბაქტერიული თვისებები იცავს პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიებისგან.

Silver Care ორთოდონტული ძაფი იდეალურია მათთვის, ვინც ატარებს ორთოდონტულ კონსტრუქციებს და ზრუნავს პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაზე.

გამოყენების წესი

მოაჭერით დაახლოებით 40 სმ ძაფი, ნაზად შეიტანეთ კბილთაშორის სივრცეში და გადაატარეთ ზემოდან ქვემოთ მოძრაობით. ყოველი სივრცისთვის გამოიყენეთ ძაფის სუფთა მონაკვეთი. პროცედურის დასრულების შემდეგ გამოივლეთ წყალი, ან სავლები.

ზომა

50 მეტრი