აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილების გელი რემინერალიზაცია მგრძნობელობის საწინააღმდეგო 50 მლ 1264 კურასეპტი - Curasept

#97149_3137
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCurasept - კურასეპტი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა50 მლ
მოკლე აღწერა
კბილების გელი სენსიტივი, კურასეპტის მგრძნობიარე კბილების სამკურნალო გელი სწრაფად ამცირებს ტკივილს, ახშობს დენტინის მილაკებს, იცავს მაღალი მგრძნობელობისგან და ახდენს მინანქრის და დენტინის რემინერალიზაციას. გელი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს კბილების მგრძნობელობა სიცივეზე, სიცხეზე, ტკბილზე ან მჟავიან საკვებზე. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც კბილების წმენდისას ან ჰაერის ჩასუნთქვისას დისკომფორტი ეუფლება. კბილების გელი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვისაც, ვისაც მინანქარი დაზიანებული აქვს ან მათეთრებელი პროცედურის შემდეგ დროებითი მგრძნობელობა განუვითარდა. 50 მლ.
19.47₾
38.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილების გელი რემინერალიზაცია მგრძნობელობის საწინააღმდეგო კურასეპტი - Curasept 

კურასეპტის მგრძნობიარე კბილების სამკურნალო გელი სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კბილების დასაცავად და სიმპტომების შესამსუბუქებლად. პირის ღრუს მოვლის საშუალებას აქვს მსუბუქი, ჰაეროვანი ტექსტურა, რომელიც კბილის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის, ამცირებს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და ამცირებს ტკივილს. ფტორისა და კალციუმის დერმინირებული კომბინაცია კი აძლიერებს მინანქარს და ხელს უწყობს ბუნებრივი რემინერალიზაციის პროცესს. 

უპირატესობები 

· მყისიერი შვება კბილის მგრძნობელობის დროს 

· ამცირებს ტკივილის რეაქციას სიცივეზე, სიცხეზე და მჟავებზე 

· აძლიერებს და იცავს მინანქარს ყოველდღიურად 

· არ საჭიროებს ჩამობანას – უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას 

გამოყენების წესი 

  • წაისვით მცირე რაოდენობა გელი კბილის ჯაგრისზე ან პირდაპირ დაიტანეთ კბილზე, ნაზი წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები ან უბრალოდ გაიჩერეთ გელი კბილის ზედაპირზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
  • არ არის სავალდებულო ჩამობანა – გელიგე განაგრძობს მოქმედებას წასმის შემდეგაც.
  • გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, ან სტომატოლოგის რეკომენდაციის შესაბამისად.
  • მოერიდეთ ჭამას ან დალევას გამოყენებიდან მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. 

ინგრედიენტები 

Glycerin, PEG-8, Hydrated Silica, Aqua, Calcium Phosphate Carbonate Citrate Fluoride*, Xylitol, Peg-40 Hydrogenated Castor Oil, Xanthan gum, Sodium Hyaluronate, Potassium Acesulfame, Silica, P-Anisic Acid, Benzoic acid, Aroma, Citric Acid, Sodium Hydroxide.  

არ შეიცავს ალკოჰოლს და SLS. 

მოცულობა 

50 მლ. 

ხაზის შესახებ ინფორმაცია 

კურასეპტის ინოვაციური ბიოსმალტო ხაზი დაფუძნებულია 3 პატენტზე და 3 ფუნქციონალურ სუბსტანციაზე. მას ახასიათებს ბიომიმეტიური აქტიურობა – მისი სუბსტანციები ბუნებრივი კბილის ქსოვილების (მინანქარი და დენტინი) მსგავსი ქიმიური და მექანიკური თვისებებით გამოირჩევა და უზრუნველყოფს რემინერალიზაციას ფიზიოლოგიურ პირობებში. 

მთავარი მახასიათებლლები 

  • ბიოშეთავსებადობა – არ აქვს გვერდითი ტოქსიკური ზემოქმედება და ეთვისება ბიოლოგიურ ქსოვილებს.
  • ბიოაქტიურობა – უკავშირდება კბილის მაგარ ქსოვილებს და ახდენს მინერალების დეპონირებას.
  • ბიო-ინსპირირებული ტექნოლოგია – შეიცავს ამორფულ კალციუმის ფოსფატს, ფტორს, ციტრატსა და კარბონატს:
  • ამორფული კალციუმის ფოსფატი (ACP) – არა კრისტალური, მაღალრეაქტიური ფორმა, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება ჰიდროქსიაპატიტად.
  • ციტრატი – ამაგრებს ACP-ს სტრუქტურას და აძლიერებს მის ბიომიმეტიურობას.
  • კარბონატი – აუმჯობესებს კომპლექსის ხსნადობას და მინერალების ბიოშეთავსებადობას.
  • ფტორი – თავისუფალი ფორმით ხელს უწყობს ფტორაპატიტის წარმოქმნას. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

კურასეპტი არის იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 2001 წელს და სპეციალიზდება პირის ღრუს ინოვაციურ მოვლაში. მათი მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტებით. ბრენდს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი, მათ შორის ანტი დისკოლორაციის სისტემა (ADS), რომელიც არ აყვითლებს კბილებს ქლორჰექსიდინის გამოყენებისას. კურასეპტის პროდუქტები განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ასევე პროფესიული მოვლისთვის.