| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Gengigel - გენგიგელი |
| ბრენდის ქვეყანა |
პირის ღრუს გელი გენგიგელი - Gengigel
მოქმედი ნივთიერება
ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . . . . . . . 0.2%
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტი, ცელულოზა, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (PEG-40), პოლიკარბოფილი, სოდიუმ ჰიდროქსიდი, დემინერალიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გენგიგელი შეიცავს მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია.
ის ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას.
ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
გენგიგელი® :
· შეიცავს არაცხოველურ, ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ, მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას (სოდიუმ ჰიალურონატის სახით).
· გენგიგელშის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერების ნაკრები უზრუნველყობს მის გამოხატულ მუკოადჰეზიურ თვისებებს
· გენგიგელი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, გამოიყენება შეუზღუდავად ორსულებში, დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბავშვებში 0 ასაკიდან.
ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს პირის ღრუს რბილი ქსოვილების სწრაფ აღდგენას:
· ღრძილის ანთებითი პროცესების დროს (პაროდონტიტი, გინგივიტი, ღძილის პათოლოგიური ჯიბე)
· ღრძილებიდან სისხლდენისას
· აფტოზური სტომატიტის და წყლულის დროს
· პირის ღრუს ქსოვილების ტრავმული დაზიანების დროს (პროთეზით ან ბრეკეტ-სისტემით გამოწვეული ღრძილის დაზიანება)
· კბილის ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში
· იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში
გელი გამოიყენება 3-4 ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში (პათოლოგიური სიმპტომების სრულ გაქრობამდე). გელის თხელი ფენა დაიტანება ღრძილზე და მასირებული მოძრაობებით თანაბრად შეიზილება ლორწოვანის ზედაპირზე
შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის მიმართ
ინახება 5°C დან 40°C-მდე ტემპერატურის პირობებში
RICERFARMA srl
მილანი, იტალია