| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | Fe bisglycinate+vitamin C |
ფევორა ცე
რკინის ბისგლიცინატი, ვიტამინი C
მოქმედი ნივთიერება: რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C
მოკლე აღწერა - რკინის ბისგლიცინატი + ვიტამინი C; ოპტიმალური ფორმულა რკინის ეფექტური ათვისებისთვის.
აღწერა: ფევორა ცე-ს 1 ვეგანური კაფსულა შეიცავს: 28 მგ რკინის ბისგლიცინატს (ქელატს), C ვიტამინს 70მგ (ასკორბინის მჟავა)
რკინის ბისგლიცინატი არის მაღალბიოშეღწევადი, ქელატური ფორმის რკინა, რომელიც გამოიყენება რკინის დეფიციტის კორექციისა და რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის. მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4 ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. გამოიყენება ორსულობის დროს და დიეტური დანამატის სახით.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არის აუცილებელი საკვები ნივთიერება და ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებში, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და რკინის შეწოვას.
რეკომენდებულია რკინის დეფიციტის პრევენციისა და კორექციისთვის, მათ შორის:
· რკინადეფიციტური ანემია – მსუბუქი და საშუალო ხარისხის შემთხვევები
· გაზრდილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება რკინაზე, მათ შორის:
o ორსულობის პერიოდში
o ლაქტაციის პერიოდში
o ბავშვებისა და მოზარდების ინტენსიური ზრდის ფაზაში
· ქრონიკული სისხლის დანაკარგით გამოწვეული რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა, მათ შორის მენსტრუაციული სისხლდენის ფონზე
· არასაკმარისი რკინის მიღება კვებით რაციონში, მათ შორის ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტის შემთხვევაში
· რკინის შეწოვის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
· ქირურგიული ჩარევის შემდეგ
· ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მხარდაჭერისთვის.
რკინა მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში, რითაც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტსა და ქსოვილთა ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• უზრუნველყოფს ერითროპოეზის (წითელი სისხლის უჯრედების წარმოქმნის) ფიზიოლოგიურ მხარდაჭერას
• აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებსა და ორგანოებში
• ამცირებს რკინის დეფიციტთან ასოცირებულ ასთენიას, დაღლილობასა და ენერგიის დაქვეითებას
• მხარს უჭერს იმუნური სისტემის ადეკვატურ პასუხს
• მონაწილეობს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში (ATP-ის წარმოქმნის პროცესებში)
• აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის (კანი, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილი)
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან ექიმის რეკომენდაციით.
მოზრდილებში პროფილაქტიკური დოზა: 1 კაფსულა დღეში.
მაღალი საჭიროების შემთხვევაში დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გაფრთხილება
საკვები დანამატი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
რაოდენობა და ფორმა: 60 ვეგანური კაფსულა
ბრენდის ქვეყანა: ლატვია