აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

იროვიტი - Irovit წვეთები 30 მლ

#95590_2997
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაFe (II) sulfate+vitamin C
მოკლე აღწერა
გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
25.48₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

იროვიტი წვეთები 30 მლ

შემადგენლობა:

რკინის სულფატი  + ასკორბინის მჟავა

0.3 მლ  (7 წვეთი) შეიცავს 4.5 მგ  ელემენტარულ რკინას

1 მლ შეიცავს 15 მგ ელენენტარულ რკინას

რკინის (II) სულფატი:

> რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი

> აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის

> შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში

> დეპონირდება ორგანიზმში

ასკორბინის მჟავა:

> აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას

> არეგულირებს კაპილარების განვლადობას

ჩვენება:

> სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული  (რკინადეფიციტური) ანემიები

> გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);

> რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი

დოზირება:

1 წლამდე ბავშვები

ბავშვის წონა კგ-ში

3-4 კგ 5-6 კგ 7-8 კგ 9-10 კგ
სადღეღამისო დოზა მლ-ში 0,3 მლ 0,5 მლ 0,7 მლ 1,0 მლ

 

ბავშვებში 1 წლის ზემოთ 1 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ

მოზრდილებში 1,5 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ

შეიძლება დამატებით გაიხსნას სითხეში(წყალი)

არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა და საღებავებს. შეიცავს მხოლოდ მარწყვის და ბანანის  ბუნებრივ არომატიზატორებს

აქვს მისაღებად მოხერხებული ფორმა, მოყვება პიპეტი

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

გამოშვების ფორმა:

ორალური   წვეთები 30 მლ   (საწვეთურით)