| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Rompharm / რომფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 შპრიცი |
| მოქმედი ნივთიერება | hyaluronic acid |
სახსრშიდა საინექციო ხსნარი „ჰიალურომი“
(1.5%-იანი ნატრიუმის ჰიალურონატის ხსნარი) ერთჯერად 2 მლ-იან შპრიცებში
სახსრშიდა საინექციო ხსნარი „ჰიალურომი“ (1.5%-იანი ნატრიუმის ჰიალურონატის ხსნარი) ერთჯერად 2 მლ-იან შპრიცებში წარმოადგენს ნატრიუმის ჰიალურონატის სტერილურ, ვისკოელასტიურ ხსნარს. ნატრიუმის ჰიალურონატი მიიღება ფერმენტირების გზით.
ნატრიუმის ჰიალურონატი „ჰიალურომი“ არის ადამიანის იდენტური პოლისაქარიდი, რომელიც შედგება N- აცეტილგლიკოზამინის და ნატრიუმის გლუკურონატის განმეორებადი დისაქარიდის რგოლებისაგან, რომლების მოლეკულური წონაც აღემატება 2,400,000 და-ს.
ნატრიუმის ჰიალურონატი გვხვდება ყველგან ადამიანის ორგანიზმში, და მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ქსოვილებში, როგორიცაა მინისებრი სხეული, სინოვიალური სითხე, ჭიპლარი და დერმა. სინოვიალურ სითხეში ნატრიუმის ჰიალურონატი მოქმედებს როგორც საპოხი საშუალება და დარტყმის შთანმთქმელი, რაც ხელს უწყობს ნორმალურ მოძრაობას ტკივილის გარეშე. ართრიტის ტიპის დაავადებების დროს სინოვიალური სითხის ვისკოელასტიურობა მცირდება, რის გამოც სახსარზე მექანიკური დატვირთვა მნიშვნელოვნად იზრდება და სასახსრე ხრტილის დაშლა ძლიერდება, რაც სახსრებში მოძრაობის შეზღუდვითა და ტკივილით ვლინდება.
ამ პრეპარატის საპოხი და ამორტიზებელი მოქმედება სახსარშიდა გამოყენებისას ამსუბუქებს ტკივილს და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. ეს ეფექტები მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ 6 თვეზე მეტხანს გრძელდება.
სახსრშიდა საინექციო ხსნარი „ჰიალურომი“ (1.5%-იანი ნატრიუმის ჰიალურონატის ხსნარი) 2 მლ-იან ერთჯერად წინასწარ შევსებული გამჭვირვალე მინის შპრიცებში კანქვეშა ინექციებისთვის განკუთვნილი ნემსით. 2 მლ-იანი წინასწარ შევსებული შპრიცის შიგთავსია 30 მგ ნატრიუმის ჰიალურონატი, 18 მგ ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი, რომელიც საკმარისია პრეპარატის 2 მლ მოცულობის მისაღწევად.
ხსნარი „ჰიალურომი“ გამოიყენება როგორც ვისკოელასტიური დანამატი სინოვიალური სითხის ჩასანაცვლებლად სინოვიალური სახსრების დეგენერაციული დაავადებებით გამოწვეული ტკივილის დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტი ან ოსტეოართროზი. თავისი მოქმედებით, პრეპარატი „ჰიალურომი“ მოქმედებს როგორც საპოხი მასალა და მექანიკური საყრდენი დაავადებული სახსრისთვის. „ჰიალურომის“ ხსნარი შეიყვანება ადამიანის სახსრებში:
• მუხლის, ბარძაყის და სხვა სინოვიალური სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და ტრავმული ცვლილებებით გამოწვეული ტკივილისა და შეზღუდული მოძრაობის დროს;
• სინოვიალური სითხის დროებითი ჩანაცვლებისა და შევსების მიზნით;
• იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც მისდევენ აქტიურ ცხოვრების წესს და რეგულარულად ტვირთავენ დაზიანებულ სახსარს.
„ჰიალურომის“ ინექციებს აკეთებენ ექიმი- სპეციალისტები.
„ჰიალურომის“ ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ სახსარშიდა გამოყენებისთვის. ის არ გამოიყენება ინტრავენურად.
ნატრიუმის ჰიალურონატის შეყვანა ხდება ოთახის ტემპერატურაზე.
• • შეყვანილი ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია სახსრის ზომაზე, მაგრამ არ აღემატება 2 მლ-ს მუხლის სახსარში და სხვა დიდ სახსრებში, ან 1 მლ-ს მცირე სახსრებში. ექიმი პასუხისმგებელია შესაბამისი მოცულობის განსაზღვრაზე და უნდა უზრუნველყოს, რომ სახსარი არ იყოს გადატვირთული.
„ჰიალურომის“ ხსნარი შეჰყავთ სახსრის ღრუში კვირაში ერთჯერ, ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში. შესაძლებელია რამდენიმე სახსრის ერთდროულად მკურნალობა. მკურნალობის განმეორებითი ციკლი არ შეიძლება ჩატარდეს 6 თვეზე ადრე ერთი და იმავე სახსრისთვის.
პრეპარატ „ჰიალურომის“ გამოყენებამდე, სახსარში დაგროვილი სითხე უნდა ამოღებული იქნას შპრიცით გამოწოვის საშუალებით.
„ჰიალურომის“ ხსნარი გამოიშვება წინასწარ შევსებული შპრიცის სახით, რომლის შიგთავსიც არ საჭიროებს განზავებას. პრეპარატი სტერილურია და უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ შეფუთვის გახსნისთანავე. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
„ჰიალურომი“ ფრთხილად უნდა იქნას შეყვანილი სახსრის ღრუში, შეყვანის სქემის საფუძვლიანად დაცვით. შეყვანა ასეპტიკური პროცედურაა, ამიტომ დაიცავით შესაბამისი სიფრთხილის ზომები.
მზა შპრიცი უნდა ამოიღოთ სტერილური კოლოფიდან, მოხსნათ თავსახური, რის შემდეგაც ჩასვათ სტერილური ნემსი, რომელიც ფიქსირდება მცირედ მოტრიალებით. ინექციის წინ შპრიციდან ჰაერი უნდა გამოიდევნოს.
• ინდივიდუალური აუტანლობა (მათ შორის ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში) „ჰიალურომის“ ხსნარის კომპონენტების მიმართ;
• სახსრების არეში ინფიცირებული ჭრილობების, ნაჭდევების არსებობა;
• სახსრების ინფექციური დაავადებები;
• სისხლის შედედების ცნობილი სისტემური დარღვევები.
ჰიალურომი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიული ცილების კვალს და უკუნაჩვენებია შესაბამისი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის.
სახსარშიდა შეყვანისას აუცილებელია დაიცვათ შეყვანის სქემა და ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები.
ნატრიუმის ჰიალურონატის ინექციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ შესაბამისი პროფილის კვალიფიციური და სერტიფიცირებული ექიმების მიერ.
არ გამოიყენოთ ნატრიუმის ჰიალურონატი ჭარბი რაოდენობით და ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს. არ გადატვირთოთ სახსართაშორისი სივრცე. თუ შეყვანის დროს ტკივილი ძლიერდება, პროცედურა უნდა შეწყდეს.
„ჰიალურომის“ ხსნარის გამოყენებამდე პაციენტები ყურადღებით უნდა იქნან გამოკვლეული მწვავე ანთების ნიშნების გამოსავლენად და ექიმმა უნდა განსაზღვროს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა და მკურნალობის რეჟიმი ასეთი პაციენტებისთვის. როგორც სახსარზე ნებისმიერი სხვა ინვაზიური პროცედურის დროს, ნატრიუმის ჰიალურონატის ინექციის შემდეგ, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, რომ დაიცვას დამზოგველი რეჟიმი და რამდენიმე დღის განმავლობაში ერიდოს სახსარზე ზედმეტ დატვირთვას. პაციენტებმა, რომლებსაც ნატრიუმის ჰიალურონატის სახსარშიდა ინექციის შემდეგ აღენიშნებათ მტკივნეული შედეგები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.
დღემდე არ არსებობს საკმარისი მონაცემები ამ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციისთვის ბავშვებსა და მოზარდებში.
არ გამოიყენოთ „ჰიალურომი“ ერთდროულად ან შეურიოთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც განკუთვნილია სახსარშიდა გამოყენებისთვის.
ნატრიუმის ჰიალურონატი შესანიშნავად აიტანება. ადგილობრივი მეორადი მოვლენები, როგორიცაა ტკივილი, სითბოს შეგრძნება, სიწითლე და შეშუპება, შეიძლება განვითარდეს იმ სახსარში, რომელშიც შეიყვანეს პრეპარატი (ყინულის დადება სახსარზე ხუთიდან ათ წუთამდე აალაგებს ყველა ასეთ მოვლენას).
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები.
სახსარშიდა შეყვანისას არსებობს ინფექციასთან და სისხლდენასთან დაკავშირებული მინიმალური რისკები.
პრეპარატი „ჰიალურომი“ განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განმეორებითი გამოყენება დაუშვებელია.
გახსნილი და/ან დაზიანებული სტერილური შეფუთვის გამოყენება დაუშვებელია. განმეორებითი სტერილიზაცია დაუშვებელია. პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსნარი გამჭვირვალეა.
სახსრშიდა საინექციო ხსნარი „ჰიალურომი“ გამოიშვება წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცების სახით, რომლებიც შეიცავს 2 მლ ნატრიუმის ჰიალურონატის სტერილურ, ვისკოელასტიურ ხსნარს. „ჰიალურომის“ ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 15 მგ ნატრიუმის ჰიალურონატს, 9 მგ ნატრიუმის ქლორიდს და საინექციო წყალს. შეფუთვის ზომა: 1 ან 3 წინასწარ შევსებული შპრიცი მუყაოს კოლოფში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ ადგილას. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
3 წელი
ასევე, იხილეთ: Optivisc - ოპტივისკი 20მგ/2მლ შპრიცი