აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დიკული რადიკულინი - Dicul Radiculin გელ-ბალზამი 100მლ

#106611_3952
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
რაოდენობა და ფორმა1 ტუბი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
გამოიყენება ხერხემლისა და ზურგის მწვავე და ქრონიკული ტკივილების, სახსრებისა და კუნთების დაჭიმულობის, დაღლილობისა და სპაზმების დროს.
27.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ვალენტინ დიკულის „რადიკულინ“ გელ-ბალზამი 100მლ

ზოგადი დახასიათება:

 „რადიკულინი“ წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების ეფექტურ გელ-ბალზამს, რომელიც საგანგებოდ არის შემუშავებული ზურგისა და წელის არისთვის. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების დაჭიმულობას და ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას.

შემადგენლობა:

წყალი,მენთოლი, D-პანთენოლი, ვიტანოლი, აბუსალათინის ზეთი, წიწაკის, კრაზანასა და ჭაობის სამყურას ზეთოვანი ექსტრაქტები; ფიჭვის, ბეგქონდარას, წყლის მარწყვა ბალახას(საბელნიკ) და ანგელოზას(დუდნიკ) ექსტრაქტები,ჰიდროლიზებული კოლაგენი, მუმიო, წურბელას ექსტრაქტი, ფუტკრის შხამი და სხვა დამხმარე ნივთიერებები

გამოყენების ჩვენებები:

ხერხემლის გავა-წელისა და ზურგის არეში მწვავე და ქრონიკული ტკივილების დროს (რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, ლუმბაგო).სახსრებისა და კუნთების დაჭიმულობის, დაღლილობისა და სპაზმების მოსახსნელად.გადაცივების ან მომატებული ფიზიკური დატვირთვის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი და დოზირება:  

წრიული მოძრაობებით,დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას 3-5 წუთის განმავლობაში სრულ შეწოვამდე. დღეში 2-3-ჯერ. გელ-ბალზამი განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის

უკუჩვენებები: არასასურველი რეაქციები და ეფექტები არ გამოვლენილა. ინდივიდუალური აუტანლობა ან ჰიპერმგრძნობელობა გელის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები:

განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ დაიტანოთ გელი ღია ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, დაზიანებულ ან ანთებად კანზე. მოერიდეთ გელის მოხვედრას თვალებში, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე. მოხვედრის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოყენების შემდეგ აუცილებლად კარგად დაიბანეთ ხელები საპნით. პირველ გამოყენებამდე რეკომენდებულია ტესტის ჩატარება კანის მცირე მონაკვეთზე ალერგიული რეაქციის გამოსარიცხად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ვადა: 36 თვე.დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი იხილეთ შეფუთვაზე.

შეფუთვა და დოზირება: გელ-ბალზამი, 100 მლ-იანი ტუბი მუყაოს კოლოფში.

ვალენტინ დიკულის „რადიკულინ“ გელ-ბალზამი 100მლ წარმოადგენს კოსმეტიკურ საშუალებას და არ არის სამკურნალო პრეპარატი (წამალი). გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.