| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | clotrimazole+allantoine+Zn oxide |
| მოცულობა | 100გ |
კოზმოზოლი ფხვნილი 100 გ
ფხვნილის ყოველი 100 გ შეიცავს :
· 1გ კლოტრიმაზოლს
· თუთიის ოქსიდს
· ალანტოინს
· გასუფთავებულ ტალკს
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი გარეგანი გამოყენებიოსათვის
· დერმატოფიტოზების მკურნალობა და პრევენცია (თავის , ტერფის, საზარდულის)
· კანდიდოზი (კანდიდოზული ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ბალანოპოსტიტი)
· ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობის სედეგად განვითარებული სოკოვანი ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა )
· თითებს შორის ეროზიები (ხელებსა და ფეხებზე)
· ერითრაზმა
· მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულებული დერმატომიკოზები
· საფენის დერმატიტი
ფხვნილი დაიტანება დაზიანებულ ადგილას , გასუფთავებულ და მშრალ კანზე
გამოიყენება დღეში 2-3 ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივიბა 3-4 კვირა
პროფილაქტიკის მიზნით (სოკოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილება, დახურული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება) შესაძლებელია ფხვნილის დატანა ტერფებზე , თითებს შორის არეებში და იმ ტანსაცმლისა ან ფეხსაცმლის ფხვნილით დამუშავება, რომლებსაც შეხება აქვთ დაზიანებულ კანთან.
ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
უცნობია.
ორსულობა და ლაქტაცია
დასნებოვნებული ორსულებისგან მრავალი შემთხვევებისგან მიღებული მონაცემები არ ავლენს კლოტრიმაზოლის გვერდით ეფექტებს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები.
კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან (მეანის) მეთვალყურეობის ქვეშ.
არასასურველი ეფექტები
იშვიათად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ადგილობრივი, მსუბუქი წვის შეგრძნება ან გაღიზიანება ფხვნილის გამოყენებისთანავე.