| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | D-mannose+cranberry+sea mays+uva ursi+bergenia+rosmarin |
UROGEN Forte
უროგენ ფორტე
კაფსულა
(ფურცელ-ჩანართი)
1 კაფსულა შეიცავს :
D-Mannose - D-მანოზა -------------------------------------------600 მგ
Cranberry fruit Extract (Vaccinium Macrocarpon)
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექსტრაქტი -------------------------100 მგ
Zea May (Silk of the corn) -სიმინდის ულვაში -----------------15 მგ
Bergenia Ligulata leaves - ჩაგირის ფოთლები -----------------50 მგ
Bearberry fruit - დათვის კენკრის ნაყოფი --------------------50 მგ
Rosmarinus Officinalis leaves როზმარინის ფოთლები------ 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, ტალკი, სილიციუმის ოქსიდი, ბუტილირებული ჰიდროქსი ანისოლი, ბუტილირებული ჰიდროქსი ტოლუოლი(BTH), მეთილ პარაბენ ნატრიუმი (MPS), პროპილ პარაბენ ნატრიუმი (PPS), გლიცერინი, ჟელატინი. საკვების მფერავი ნივთიერებები.
უროგენ ფორტე წარმოადგენს ეფექტურ კომბინაციას უროლოგიური პრობლემების დროს.
D-მანოზა (D-Mannose) ამცირებს საშარდე სისტემის ინფექციების განმეორების რისკს. D-მანოზა არის უსაფრთხო ხანგრძლივი დროით გამოყენებისას, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ერთეული სისხლდენის ეპიზოდებით ან საშარდე სისტემის ინფექციებისას საჭიროებს რამოდენიმე დღიან მკურნალობას.
მსხვილი შტოშის ნაყოფის ექტრაქტი (Vaccinium Macrocarpon) გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ შტოშის მოქმედების მექანიზმი ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. შტოში არის უსაფრთხო, აპრობირებული მცენარეული საკვები დანამატი.
სიმინდის ულვაში (Silk of the Corn) გააჩნია მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, შარდის ბუშტის, ურეთრის, თირკმელებისა და პროსტატის გაღიზიანების დროს. გამოიყენება ხშირი და მტკივნეული შარდვისას. სიმინდის ულვაში წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას ცისტიტების დროს, შლის თირკმლის კენჭებს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ცხიმოვან მჟავებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და საპონინებს.
ჩაგირის ფოთლებს (Bergenia Ligulata) გააჩნია სპაზმოლიზური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი, ხელს უწყობს შარდ-სასქესო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დათვის კენკრა (Bearberry fruit ) ხასიათდება გამოხატული ანტისეპტიკური ეფექტით თირკმელებზე და საშარდე გზებზე. გააჩნია და მადეზინფიცირებელი ეფექტი. წმენდს თირკმელებს და საშარდე გზებს ნალექისგან, აქტიურად ებრძვის ინფექციის გამომწვევ აგენტებს.
როზმარინს (Rosmarinus Officinalis) არის ბუნებრივი და ეფექტური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ძველ დროში როზმარინს წვავდნენ ავადმყოფის ოთახში, რადგან ითვლებოდა, რომ მისი მძაფრი არომატი მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება და ანადგურებს მიკრობებს.
საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება.
იხილეთ ბლოგი: რა არის ცისტიტი და როგორ ხდება მისი მკურნალობა
1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში, დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულებისამებრ.
შეფუთვა: 30 კაფსულა, 3 ბლისტერი- თითოეულზე 10 კაფსულა.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
ორსულობა და ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ინახება მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°С-ისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
საკვები დანამატი. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.