| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | centaurium+levisticum+rosmarinus |
| მოცულობა | 100 მლ |
გამოიყენება შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ინფექციების (ცისტიტი) დროს.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით სრულად გაეცანით მოცემულ ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად.
კანეფრონი® N პერორალური წვეთები
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები :
1 მლ (შეესაბამება 0,976 გ) ხსნარი შეიცავს:
ასისთავას ბალახის (Centaurii herba), ცისკარას ფესვის (Levistici radices), როზმარინის ფოთლების (Rosmarini folia) ნაკრების (1:1:1) 976 მგ თხევად ექსტრაქტს (1:56). ექსტრაგენტი: ეთანოლი 59% (v/v), გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 19% (v/v) ალკოჰოლს.
აღწერილობა
გამჭვირვალე ან ოდნავ შემღვრეული მოყვითალო-ყავისფერი სითხე ცისკარას სუნით. შენახვისას შეიძლება წარმოიქმნას მცირე სიმღვრივე ან ფლოკულაცია (ნალექი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიაში გამოყენებული სხვა მედიკამენტები.
ათქ კოდი:G04ВX.
იხილეთ ბლოგი: კანეფრონი — მცენარეული პრეპარატი საშარდე გზების ანთებითი დაავადებებით გამოწვეული ჩივილებისთვის
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ კანეფრონი® N-ის კომპონენტებს ახასიათებთ რიგი ფარმაკოლოგიური მოქმედება, მათ შორის შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი.
მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანეფრონი® N სწრაფად ამცირებს ქვედა საშარდე გზებში ანთებით პროცესებს, აგრეთვე მნიშვნელოვნად ამცირებს შარდის პათოლოგიურ კრისტალიზაციას. ამ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული ეფექტები მიუთითებს კანეფრონი® N-ის ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ, ანტინოციცეპტიურ და ანტიბაქტერიულ ეფექტზე. კლინიკური ეფექტურობის მონაცემები ასევე შევსებული და დადასტურებულია წინაკლინიკური კვლევების შედეგებით.
In vitro,კანეფრონი® N, გარდა მისი ანტიოქსიდანტური თვისებებისა, ავლენდა ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს, როგორიცაა პროსტაგლანდინების და ციტოკინების გამოყოფის დათრგუნვა და ფერმენტ 5-ლიპოქსიგენაზას ინჰიბირება. კანეფრონი® N-ის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემდგომში გამოვლინდა in vivo ვირთხებში ანთების მოდელში.
In vitro,ანტისპაზმური ეფექტი დადასტურებულია ადამიანის და ვირთხების შარდის ბუშტის ზოლების გამოყენებით.
In vivo, კანეფრონი® N ახდენს უროდინამიკური პარამეტრების ნორმალიზებას, როგორიცაა შარდის გამოყოფის სიხშირე და შარდის ბუშტის მოცულობა, ვირთხების ექსპერიმენტული ცისტიტის მოდელში და, გარდა ამისა, აქვს ანტინოციცეპტური ეფექტი ძალიან დაბალი დოზებით გამოყენებისას.
In vitro,კანეფრონი® N-მა აჩვენა ანტიადჰეზიური ეფექტი უროპათოგენური ბაქტერიების მიმართ.
გარდა ამისა, კანეფრონი® N-ის ცალკეულ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული აქტივობა და აქვთ შარდმდენი ეფექტი, რომელიც მხარს უჭერს ანტიბაქტერიულ აქტივობას, საშარდე გზებიდან ბაქტერიების გამოდევნით. გარდა ამისა, კანეფრონი® N-ის დიურეზული და ასევე ნეფროპროტექტორული ეფექტები ნაჩვენებია თირკმლის უკმარისობისin vivoმოდელში.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკური შედეგების მიღება შესაძლებელია ტოქსიკოკინეტიკური კვლევებიდან, რომლებიც ჩატარებულია ქრონიკული ტოქსიკურობის ტესტების ფარგლებში. თითოეული წამლის (12-O-მეთილკარნოზინის მჟავა, Z-ლიგუსტილიდი სვეროზიდი) პლაზმაში მარკერის კონცენტრაცია განისაზღვრა კანეფრონი® N-ში.
350 მგ/კგ დოზირებამ გაზარდა Cmax და AUC 0-end 699 ნგ/მლ და 7706 ნგ/მლ*, შესაბამისად, ვირთხებში. საშუალო t max იყო 1 საათი სვეროზიდისთვის და ლიგუსტილიდისთვის და 2 საათი 12-O-მეთილკარნოზინის მჟავისთვის.
250 მგ/კგ დოზირებამა გაზარდა Cmax და AUC 0-end 577 ნგ/მლ და 3622 ნგ/მლ*, შესაბამისად, ძაღლებში. საშუალო t max იყო 1.67 საათი და 6.67 საათი.
შედეგები მიუთითებს პლაზმაში მარკერების მნიშვნელოვან და დოზის პროპორციულ კონცენტრაციებზე. დამატებითი დაგროვება არ დაფიქსირებულა.
ადამიანებში პრეპარატის კინეტიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე შემოწმებული დოზები 9-ჯერ და 22-ჯერ აღემატებოდა ადამიანებში შეყვანილ დოზებს და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ დღიურ დოზებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებში შეყვანილ დოზებთან.
თერაპიული ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი კომპლექსური თერაპიისთვის:
- შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი),
- თირკმელების ინფექციური და არაინფექციური ქრონიკული ანთება (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი),
- უროლიტიზის პროფილაქტიკისთვის (ასევე თირკმლის კენჭების მოცილების შემდეგ).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ამ მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის ან სხვა ბალახების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნება ქოლგოსანთა (Umbelliferae) ოჯახს (მაგ. ანისი, კამა), ანეთოლი (ეთერზეთების შემადგენელი, მაგალითად, ანისული, კამა).
მწვავე პეპტიური წყლული (კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტი).
გულის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული შეშუპების დროს დიდი რაოდენობით სითხის დალევა უკუნაჩვენებია, ან თუ ექიმის მიერ რეკომენდებულია სითხის მოხმარების შემცირება.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები მოხმარებისას
თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, უარესდება ან პერიოდულად განმეორდება, გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მუდმივი ცხელება, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, სისხლი შარდში, შარდვის პრობლემები და შარდის მწვავე შეკავება.
შენახვისას შესაძლებელია მცირედ ოპალესცირება და მცირე რაოდენობით ნალექის წარმოქმნა, რაც გავლენას არ ახდენს წამლის ხარისხსა და ეფექტურობაზე.
კანეფრონი® N შეიცავს 500 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) მოზრდილების ერთჯერად დოზაში (50 წვეთი), რაც შეესაბამება 152 მგ/მლ (19% მოცულობით). ამ წამლის 50 წვეთში რაოდენობა შეესაბამება 13 მლ ლუდს ან 5 მლ ღვინოს. კანეფრონი® N შეიცავს 150 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს)1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ერთჯერად დოზაში (15 წვეთი), რაც შეესაბამება 4 მლ ლუდს ან 2 მლ ღვინოს. ეთანოლის შემცველობის გამო, წამალი არ უნდა მიიღონ ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პაციენტებმა და ალკოჰოლიზმის წარმატებული მკურნალობის შემდეგ. ალკოჰოლის შემცველობა გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულ და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
გამოყენება ბავშვებში
კანეფრონი® N არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის: კანეფრონი® N-ის ერთჯერადი დოზა (50 წვეთი) შეიცავს 0,1 პურის ერთეულზე ნაკლებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაცია დასაშვები და ასევე სასურველია. არ არის ცნობილი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის.
ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა.
დოზირება და ადმინისტრირება
დოზირება: დღეში სამჯერ (დილა, შუადღე და საღამო) შემდეგი ცხრილის მიხედვით ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
|
ასაკი |
ერთჯერადი დოზა |
მთლიანი დღიური დოზა |
|
1-5 წლის ბავშვები |
15 წვეთი |
45 წვეთი |
|
6-11 წლის ბავშვები |
25 წვეთი |
75 წვეთი |
|
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები, ზრდასრულები |
50 წვეთი |
150 წვეთი |
50 წვეთი შეესაბამება პრეპარატის 3,3 მლ-ს.
კანეფრონი® N მიიღება პერორალურად.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
საჭირო დოზა იზომება საწვეთურიანი ბოთლის საშუალებით. პრეპარატის დოზირებისას ბოთლი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვებში მწარე გემოს შესარბილებლად) პრეპარატის მიღება შესაძლებელია მცირე რაოდენობით წყალთან ერთად (მაგალითად, 1 ჭიქა).
მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ საკმარისი სითხე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის განვითარებაზე. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ (დაავადების მწვავე სტადიის დასრულება) პრეპარატის მირება უნდა გაგრძელდეს 2-4 კვირით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს და ექიმის რეკომენდაციით დაინიშნოს მკურნალობის განმეორებითი კურსები.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია კლასისა და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10,000 to <1/1,000), ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კანეფრონი® N-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება შეინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში): შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა.
სხვა შესაძლო რეაქციები ამ მედიკამენტზე (რომელთა სიხშირე ცნობილი არ არის არსებული მონაცემების საფუძველზე): ალერგიული რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.
თუ გამოგივლინდათ მოცემულ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან თუ გვერდითი ეფექტები გაუარესდება, ან თუ გამოგივლინდათ რაიმე შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა.
შეფუთვის ფორმულირება
100 მლ პერორალური წვეთები მუქი მინის ბოთლში, ვერტიკალური საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით, გახსნის დამცავი რგოლით. ბოთლი ეტიკეტირებულია თვითწებვადი ეტიკეტით. თითოეული ბოთლი წამლის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოტავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
ვადა გახსნის შემდგომ: 6 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე