აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მუკონები საინჰ.ამპ.6% 4მლ N30

#61402_1245
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა30 ამპულა
მოქმედი ნივთიერებაsodium chloride
დოზა0.06
მოცულობა4 მლ
მოკლე აღწერა
ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაშ.
75.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

მუკონებ 6% (MUCONEB 6%)

სტერილურიჰიპერტონული მარილიანი ხსნარი ინჰალაციისთვის

არასაინექციო

დანიშნულება:

ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაში…

აფერხებს ბრონქების ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.

საინჰალაციო 6%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ნაკადური ან ულტრაბგერითი ნებულაიზერით.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

შეფუთვის ფორმა:

შეფუთვა 30 ამპულა, 4 მლ მონოდოზა

შემადგენლობა:

ნატრიუმის ქლორიდი 6 გრ

გამოხდილი წყალი 100 მლ

არ შეიცავს კონსერვანტებს

გამოყენების წესი (ინსტრუქცია):

საინჰალაციო 6%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის რეკომენდირებული დოზაა 1 ამპულა 2-4 ჯერ დღეში.

აიღეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და  გახსენით იგი ზედა ნაწილის მოტრიალებით.

მოათავსეთ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერში.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დროებითი ხასიათის მქონე გაღიზიანებები (ხველა) ან ბრონქების შექცევადი შევიწროება.

ექიმების რეკომენდაციაა ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატის გამოყენებით წინასწარი მკურნალობა.

არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების სიფრთხილის ზომები:

ერთჯერადი გამოყენება.

მხოლოდ ინჰალაციის გზით.

დაუშვებელია ინექციის სახით გამოყენება.

ერთჯერადი დოზის გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ ის არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ დაზიანებული ერთჯერადი დოზა.

დაიცავით ნებულაიზერის აპარატის მწარმოებლის მიერ მითითებული გამოყენების წესი.

სუნთქვის პრობლემების ან ჭარბი მგძნობიარობის შემთხვევაში საინჰალაციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე.

დაუშვებელია სხვა პრეპარატების შერევა.

არ დატოვოთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ არცერთი გახსნილი კონტეინერი მეორედ: ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი მეორადი გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა, რომ მოხდეს დაბინძურებული ხსნარის მიღება.

საინჰალაციო 6%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი მიეკუთვნება  IIა კლასის სანიტარულ პროდუქციას.