აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტილების საწინააღმდეგო ნაკრები ფიურესენშელი - Puressentiel

#104862_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ფიურესენშელი/ტილების საწინაარმდეგო ნაკრები - ბუნებრივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება ტილების და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ, რომელიც აერთიანებს მკურნალობას და პროფილაქტიკას ერთ კომპლექტში.
68.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ტილების საწინააღმდეგო ნაკრები ფიურესენშელი - Puressentiel

სრული დაცვა მთელი ოჯახისთვის - სმურფების მხიარული დიზაინით!

ფიურესენშელი/ტილების საწინაარმდეგო ნაკრები - ბუნებრივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება ტილების და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ, რომელიც აერთიანებს მკურნალობას და პროფილაქტიკას ერთ კომპლექტში.

ნაკრებში შედის:

•  ტილების საწინააღმდეგო სამკურნალო ლოსიონი

•  ტილების საწინააღმდეგო სპრეი

•  სპეციალური სავარცხელი

•  სმურფების გასაფერადებელი ნაკრები

განკუთვნილია 3 წლიდან ბავშვებისა და მთელი ოჯახისთვის

1)  ტილების საწინააღმდეგო სამკურნალო ლოსიონი

შეიცავს 100%-ით სუფთა, მცენარეული წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტებს და ეფექტურად მოქმედებს ტილებზე და სხვა პარაზიტებზე.

მისი უნიკალური ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია მცენარეული ზეთების კომპლექსზე, ტილებზე მოქმედებს მექანიკური გზით - ბლოკავს მათ სასუნთქ გზებს, რის შედეგადაც ისინი იღუპებიან.

ეფექტი დგება 5 წუთში!

ლოსიონის უპირატესობები:

•  ეფექტურია ტილების და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ

•  მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად

•  არ იწვევს ტილების რეზისტენტობის განვითარებას

•  მარტივად ნაწილდება თმასა და თავის კანზე

•  შეიცავს მხოლოდ მცენარეული წარმოშობის აქტიურ კომპონენტებს

•  ტესტირებულია დერმატოლოგიურად

შემადგენლობა:

მცენარეული ზეთები: ქოქოსის ზეთი - 44%, მზესუმზირის ზეთი - 22.25%, აბუსალათინის ზეთი - 12.75%, ტკბილი ნუშის ზეთი - 15%, ორგანული ჟოჟობას ზეთი - 5%, ორგანული კალოფილუმის ზეთი - 1%. ეთერზეთები: ნამდვილი ლავანდა, ვარდისებრი გერანიუმი, მიხაკი, ჩაის ხე.

არ შეიცავს: დიმეტიკონს, სილიკონს, პარაბენებს, კონსერვანტებს, სინთეზურ არომატიზატორებს.

გამოყენების წესი:

გადაინაწილეთ ლოსიონი ნაწილ-ნაწილ მთელს თმაზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით, დაივარცხნეთ სპეციალური სავარცხლით, რაც ჩამოვარცხნის მკვდარ ტილებს და სხვა პარაზიტებს თმიდან. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა 3 დღის შემდეგ. ზრდასრულებს შეუძლიათ პროცედურის განმეორება 7 დღის შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე.

გაფრთხილება:  არ გამოიყენება 3 წლამდე ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და დაზიანებულ კანზე. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით. ეთერზეთების ბუნებრივი შემცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია

უკუჩვენება:

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ლოსიონი 100 მლ.

2)  ტილების საწინააღმდეგო სპრეი

განკუთვნილია ტილების თავიდან ასაცილებლად - ხელახალი გავრცელების პრევენციისთვის, განსაკუთრებით სკოლაში, ბაღში, ბანაკებში ან ეპიდემიის პერიოდში.

მისი მცენარეული წარმოშობის ფორმულა ქმნის დამცავ ბარიერს და იცავს თავის კანსა და თმას ტილებისგან.

იცავს 24 საათის განმავლობაში!

სპრეი განსაკუთრებით რეკომენდებულია:

•  სკოლაში/ბაღში ტილების გავრცელების პერიოდში

•  ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ

•  ყოველდღიური პროფილაქტიკური გამოყენებისთვის

სპრეის უპირატესობები:

•  იცავს ტილებისგან 24 საათის განმავლობაში

•  არ აზიანებს და არ აცხიმიანებს თმას

•  შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება

•  აქვს სასიამოვნო, მსუბუქი არომატი

•  არ შეიცავს სინთეზურ არომატებს, აეროზოლურ აირს

შემადგენლობა:

ჰიდრატირებული და ციკლიზებული Eucalyptus citriodora-ს ზეთი - 10% (m/m), ევკალიპტოლი, ციტრონელოლი

გამოყენების წესი:

შეიფრქვიეთ მშრალ ან ოდნავ ნოტიო თმაზე ყოველდღიურად, განსაკუთრებით სკოლაში ან ბაღში წასვლის წინ 3 წლიდან.

გაფრთხილება:  არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და დაზიანებულ კანზე. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით. ეთერზეთების ბუნებრივი შემცველობის გამო შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

უკუჩვენება:

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: სპრეი 75 მლ.

3)  სპეციალური სავარცხელი

კომპლექტში შემავალი სპეციალური სავარცხელი ხელს უწყობს მკურნალობის შემდეგ ტილებისა და სხვა პარაზიტების ეფექტურ მოცილებას, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.