| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Rompharm / რომფარმი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 30 |
| მოქმედი ნივთიერება | ciclosporin |
ოფთაზისი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ოფთაზისი 0.5 მგ/მლ თვალის წვეთები. ემულსია ერთდოზიან კონტეინერში.
ერთი მლ ემულსია შეიცავს 0.5 მგ ციკლოსპორინს.
ფარმაცევტული ფორმა
თვალის წვეთები, ემულსია
თეთრი ან თითქმის თეთრი, ჰომოგენური ემულსია.
ოფთაზისი 0.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ემულსია ერთდოზიან კონტეინერში ნაჩვენებია ცრემლის პროდუქციის გაძლიერებისთვის, პაციენტებში, რომლებშიც ცრემლის წარმოქმნა დაქვეითებულია თვალის ანთების გამო, რაც დაკავშირებულია მშრალ კერატოკონიუნქტივიტთან. ცრემლის პროდუქციის ზრდა არ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ ანთები საწინააღმდეგო პრეპარატებს ან პუნქციურ საცობებს.
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები
ერთი წვეთი ოფთაზისი ორჯერ დღეში, თითო თვალში, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ აღინიშნება უსაფრთხოების და ეფექტურობის საერთო განსხვავება.
პედიატრული პოპულაცია
18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში ოფთაზისის ემულსიის თვალის წვეთების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
თვალში ჩასაწვეთებლად.
ერთ დოზიანი კონტეინერი რამდენჯერმე გადააბრუნეთ რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, თეთრი, გაუმჭვირვალე ემულსია. ჩაიწვეთეთ ოფთაზისის ემულსიის ერთი წვეთი თითო თვალში დღეში ორჯერ, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით. ოფთაზისის გამოყენება შეიძლება ხელოვნურ ცრემლთან ერთად, 15 წუთიანი ინტერვალით.
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ;
- პერი-ოკულარული ინფექცია;
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
- 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ბავშვები.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
კონტაქტური ლინზები
ოფთაზისის გამოყენება არ უნდა მოხდეს კონტაქტური ლინზების ტარების დროს. პაციენტებმა, რომლებსაც ცრემლის პროდუქცია დაქვეითებული აქვთ კონტაქტური ლინზები ჩვეულებრივ არ უნდა ატარონ. კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში ემულსიის მიღებამდე საჭიროა მათი მოხსნა. ლინზების ხელახლა ჩასმა შესაძლებლია ოფთაზისის თვალის წვეთების ემულსიის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.
თვალის პოტენციური დაზიანება და დაბინძურება
თვალის დაზიანების და დაბინძურების პოტენციალის ასაცილებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ და არ შეახოთ საწვეთურის წვეტი თვალს ან სხვა ზედაპირებს.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ოფთაზისის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს ორსულ ქალებში 0.05% ციკლოსპორინის ემულსიის ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები.
ოფთაზისი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ცნობილია, რომ სისტემური მიღების შემდეგ ციკლოსპორინი გამოიყოფა ლაქტატში, მაგრამ ადგილობრივი მიღების შემდეგ, ექსკრეცია გამოკვლეული არ არის.
ოფთაზისით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ოფთაზისს საშუალო გავლენა აქვს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიძლება იწვევდეს მხედველობის დროებით დაბინდვას და სხვა ვიზუალურ დარღვევებს, რამაც შეიძლება იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
პაციენტებს უნდა ურჩიონ მხედველობის სიმკვეთრის აღდგენამდე თავი შეიკავონ ავტომობილის და მექანიზმების მართვისგან.
არასასურველი ეფექტები
კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ქვემოჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები. ისინი დახარისხებულია ორგანოთაAსისტემების კლასის მიხევით და კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 -<1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) ან უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
რადგან კლინიკური კვლევები ტარდება სხვადასხვა პირობებში, ამ დროს აღნიშნული გვერდითი რეაქციების პირდაპირი შედარება არ შეიძლება სხვა პრეპარატის კვლევის დროს მიღებულ მონაცემებთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკულ სიხშირეს.
კლინიკურ კვლევებში ციკლოსპორინის 0.05% ემულისიის ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თვალის წვა (17%).
პაციენტების 1-5%-ში აღწერილი სხვა რეაქციები მოიცავდა კონიუნქტივის ჰიპერემიას, გამონადენს, ეპიფორას, თვალის ტკივილს, უცხო სხეულის შეგრძნებას, ქავილს, ჩხვლეტას და ვიზუალურ დარღვევებს (ყველაზე ხშირად მხედველობის დაბინდვა).
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირბის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება. ეს იძლევა სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს თხოვენ საეჭვო გვერდითი რეაქციები შეატყობინონ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
ჭარბი დოზირება
თვალში ჩაწვეთების შემდეგ მოსალოდნელი არ არის ადგილობრივი დოზის გადაჭარბება. თუ აღინიშნება ოფთაზისის დოზის გადაჭარბება, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და დამხმარე.
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები, ათქ კოდი: შ01XA18.
პაციენტებში, რომელთა ცრემლის პროდუქციაც შემცირებულია მშრალ კერატოკონიუნქტივიტთან დაკავშირებული თვალის ანთების გამო, ციკლოსპორინის ემულსია მოქმედებს როგორც ნაწილობრივი იმუნომოდულატორი. მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
სისხლში ციკლოსპორინის კონცენტაციები გაიზომა სპეციფიკური მაღალი წნევის სითხოვანი ქრომატოგრაფიის-მასს სპექტრომეტრიის ანალიზით. ყველა მიღებულ ნიმუშში ოფთალმოლოგიური 0.05%-იანი ემულსიის დღეში ორჯერ ადგილობრივი მიღების შემდეგ სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაცია 12 თვის განმავლობაში 0.1 ნგ/მლ (დათვლადი ზღვარი)-ზე დაბალი იყო. ციკლოსპორინის 0.05%-იანი ოფთალმოლოგიური ემულსიის 12 თვიანი გამოყენების პერიოდში არ აღინიშნა სისხლში პრეპარატის განსაზღვრადი კუმულაცია.
წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
წინაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა ადამიანებისთვის განსაკუთრებული საფრთხე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, ფოტოტოქსიკურობის და ფოტოალერგიის, გენოტოქსიკურობის, კარცინოგენობის პოტენციალის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის და განვითარების კვლევებში.
წინაკლინიკური კვლევების ეფექტები აღინიშა მხოლოდ სისტემური გამოყენებისას ან ექსპოზიციისას, რომელიც აჭარბებდა ადამიანისთვის მაქსიმალურ დოზას, რაც მიუთითებდა კლინიკური გამოყენების დაბალ მნიშვნელობაზე.
შეუთავსებლობა
უცნობია.
36 თვე.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
შეინახეთ 25°°-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ალუმინის საშეტის გახსნის შემდეგ, ერთდოზიანი კონტეინერები უნდა შეინახონ საშეტებში, სინათლისგან დასაცავად და აორთქლების ასაცილებლად.
არ გაყინოთ.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
ოფთაზისი 0.5 მგ/მლ თვალის წვეთები, ემულსია, ერთდოზიანი კონტეინერი გამოდის სტერილურ, ერთდოზიან კონტეინერში, რომელიც დამზადებულია დსპე-სგან. დოზის ყოველი ერთეული შეიცავს მინიმუმ 0.4 მლ თვალის ემულსიას; 5 ერთდოზიანი კონტეინერი შეფუთულია პეთ/ალ/პე პაკეტში, 6 პაკეტი და ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და სხვა მოპყრობისთვის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ასევე, იხილეთ: დეპორეს - Depores ფრი თვალის წვეთები 0.05% 5.5მლ