| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | hyaluronic acid |
| მოცულობა | 10 მლ |
ვიზოლ S 0.21%-იანი თვალის წვეთები
ნატრიუმის ჰიალურონატი 0.21%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, გასუფთავებული წყალი. კონსერვანტების გარეშე.
ვიზოლ S 0.21%-იანი თვალის წვეთები განკუთვნილია თვალის სიმშრალის იოლი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ვიზოლ S, წვეთები, რომელიც განკუთვნილია მშრალი და გაღიზიანებული თვალებისთვის, შეიცავს ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილს, ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც არის თვალებში, ისევე ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებში. ნატრიუმის ჰიალურონატი თვალის წყალწყალა ნამის და მინისებრი სხეულის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყოველი დახამხამებისას, ნატრიუმის ჰიალურონატი თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ეფექტურად აქრობს სიმშრალის, „თვალებში ქვიშის“, წვის და გაღიზიანების შეგრძნებას.
ვიზოლ S 0.21% ოპტიმალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ის მყისიერად უზრუნველყოფს თვალის ზედაპირზე დამატენიანებელ ეფექტს, ასტაბილურებს და აღადგენს ცრემლის აპკს, ამცირებს თვალის სიმშრალის იოლი სიმპტომებს.
ვიზოლ S-ის თვალის წვეთები ასევე გამოიყენება ქირურგიული ჩარევის შემდეგ თვალების სიმშრალისა და გაღიზიანების დროს, ასევე ანთების საწინააღმდეგო თვალის მედიკამენტების გამოყენებით გამოწვეული სიმშრალის დროს (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
მშრალი თვალის სინდრომის განვითარების რისკ-ფაქტორები, კერძოდ, ცრემლის დეფიციტის ან ჭარბი აორთქლების გამო ცრემლის აპკის დარღვევა (რამაც შეიძლება დააზიანოს თვალის კაკლის ზედაპირი და გამოიწვიოს დისკომფორტის სიმპტომები), შემდეგია:
• გარემოს არახელსაყრელი პირობები (ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, ლუმინისცენტური განათება, დაბინძურებული ჰაერი, კვამლი, ქარი)
• ცხოვრების თანამედროვე წესი (კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ცხოვრება, მუშაობა და მოგზაურობა კონდიცირებულ შენობებში)
• დაბერება (65 წელს გადაცილებული ადამიანების 75%-მდე განიცდის თვალის სიმშრალის სინდრომს)
• სქესი (ორსულობის, ძუძუთი კვების, მენსტრუაციის ან მენოპაუზის დროს ქალებში ჰორმონალური ცვლილებები)
• კონტაქტური ლინზების ტარება
• თვალის ქირურგიული ოპერაცია ან დაზიანება
• უცხო სხეულის მოხვედრა თვალში
• გარკვეული მედიკამენტების (ანტიდეპრესანტების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, კონტრაცეპტივების) გამოყენება
• სისხლძარღვების შემავიწროვებელი თვალის წვეთების გამოყენება
• დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი, ასთმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, გლაუკომა).
ასევე, იხილეთ: ვიზოლი S - Vizol S 0.4% თვალის წვეთები 10მლ
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები არ გამოიყენოთ ვიზოლ S-ის წვეთები:
• თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ნატრიუმის ჰიალურონატის ან ვიზოლ S-ის თვალის წვეთების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. სხვა რეკომენდაციები:
• არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეამჩნიეთ, რომ ვიზოლ S-ის ფლაკონი ან აპლიკატორი დაზიანებულია.
• უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მიზნით, თითოეული ბოთლი მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს.
• ვიზოლ S-ის წვეთებსა და კონტაქტური ლინზების ხსნარების, თვალის სხვა წვეთების ან მალამოებს შორის ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
• თუ იყენებთ თვალის სხვა პროდუქტებს, ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
პროდუქტის უსაფრთხოება
დოზირების სისტემა აღჭურვილია ფილტრით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოებას წვეთების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და გახსნიდან 6 თვის განმავლობაში შიგთავსის სტერილურობის შენარჩუნებას.
ვიზოლ S-ის წვეთები არ შეიცავს კონსერვანტებს, რაც ამცირებს თვალის ზედაპირის გაღიზიანების ან დაზიანების საფრთხეს.
პრეპარატი, როგორც წესი, მოქმედებს სირთულეების გარეშე. თუმცა, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვიზოლ S-ის წვეთების გამოყენების მეთოდი
ყოველთვის გამოიყენეთ ვიზოლ S-ის წვეთები ამ ინსტრუქციის შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული, საჭიროებისამებრ ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალში დღეში რამდენჯერმე. ჩაწვეთების შემდეგ, რამდენჯერმე დაახამხეთ თვალები, რათა წვეთები თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე.
შესაძლებელია ხანგრძლივი გამოყენება.
მართებული გამოყენების შემთხვევაში, ერთი ბოთლი (10 მლ) საკმარისია 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მოერიდეთ ფლაკონის წვერის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა ნებისმიერ ზედაპირთან.
პირველი გამოყენების წინ, ფლაკონი გასააქტიურებელია: მოხსენით თავსახური,
გადააბრუნეთ ფლაკონი და რამდენჯერმე დააჭირეთ აპლიკატორს, სანამ პირველი წვეთი არ გამოჩნდება.
კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის:
ვიზოლ S-ის 0.21%-იანი და ვიზოლ S-ის 0.4%-იანი თვალის წვეთების ჩაწვეთება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების მოხსნის გარეშე. ვიზოლ S-ის თვალის წვეთების გამოყენება კონტაქტური ლინზების ტარებას უფრო კომფორტულს ხდის.
გამოყენების ინსტრუქცია:
1. კარგად დაიბანეთ ხელები.
2. მოხსენით თავსახური ტუმბოს (სურათი 1).
3. დაიჭირეთ ტუმბო ხელში, როგორც ნაჩვენებია N2 სურათზე.
4. გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით მაღლა და დააჭირეთ ტუმბოს პირველი წვეთის გამოჩენამდე (სურათი 3).
5. ოდნავ გადახარეთ თავი უკან და ფრთხილად ჩაიწვეთეთ 1 წვეთი თვალში (სურათი 4).
6. დაახურეთ ფლაკონი თავსახური.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
გახსნის შემდეგ, ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა - 10 მ