| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Novartis / ნოვარტისი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | tobramycin |
| მოცულობა | 5მლ |
ტობრექსი
(TOBREX)
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი;
1 მლ ხსნარი შეიცავს 3,0 მგ ტობრამიცინს;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის სულფატი უწყლო, ნატრიუმის ქლორიდი, თილოქსაპოლი, გოგირდმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (рН-ის კორექციისთვის), გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა
თვალის წვეთები, ხსნარი.
უფეროდან ღია ყვითლამდე ან ყავისფრამდე შეფერილობის ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები.
ათქ კოდი: S01AA12.
კლინიკური თვისებები
პრეპარატი ტობრექსი, თვალის წვეთები გამოიყენება თვალების და მიმდებარე ქსოვილების გარეგანი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.
კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი ბაქტერიებით (განსაკუთრებით Pseudomonas aeruginosa) გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სხვა ანტიბიოტიკების უმეტესობის მიმართ. მათ შორის, ტობრექსი, თვალის წვეთები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ბაქტერიული კონიუნქტივიტი;
- ბლეფარიტი;
- ბლეფაროკონიუნქტივიტი;
- კერატოკონიუნქტივიტი;
- კერატიტი;
- დაკრიოცისტიტი;
- ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში როგორც პროფილაქტიკური საშუალება თვალის წინა სეგმენტზე ჩატარებული ოპერაციების დროს.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ტობრექსის წვეთების გამოყენების დროსაც საჭიროა პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შესაბამისი კონტროლი.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მომატებული მგრძნობელობა ამინოგლიკოზიდების მიმართ.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
საშუალო და ზომიერი სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება 1-2 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში რეგულარული 4-საათიანი ინტერვალებით 7 დღის განმავლობაში.
მწვავე ინფექციების შემთხვევაში ყოველ საათში მიიღება 2 წვეთი. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზირება შეიძლება შემცირდეს.
ბავშვები
პრეპარატი ტობრექსი ბავშვებში (1 წლის და უფროსი ასაკის) გამოიყენება იგივე დოზირებით, როგორც მოზრდილებში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. 2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ უტყუარი მონაცემები არ მოიპოვება.
ხანდაზმული პაციენტები
რაიმე სახის საერთო განსხვავებები უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის არ დაფიქსირებულა.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის დადგენილი.
განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის ოფთალმოლოგიაში.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა ან ქუთუთოების დახურვა, რაც ამცირებს სისტემურ შეწოვას და პრეპარატის უარყოფით ზეგავლენას ადგილობრივად გამოყენებისას.
თუ ნაჩვენებია ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატი, დაცული უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ყველაზე ბოლოს.
გვერდითი რეაქციები
აღწერილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პრეპარატ ტობრექსის, თვალის წვეთების კლინიკურ კვლევებში და კლასიფიცირდა შემდეგი პირობითობით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის კლებადობის მიხედვით.
|
ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი |
|
მხედველობის დარღვევები |
ხშირი: დისკომფორტი თვალებში, თვალის ჰიპერემია ნაკლებად ხშირი: კერატიტი, რქოვანის შემღვრევა, მხედველობის გაუარესება, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების ერითემა, კონიუნქტივალური შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, ტკივილი თვალებში, თვალების სიმშრალე, თვალებიდან გამონადენი, თვალების ქავილი, მომატებული ცრემლდენა |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
ნაკლებად ხშირი: ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მადაროზი, ლეიკოდერმა, ქავილი, კანის სიმშრალე |
დამატებითი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში. მათი წარმოქმნის სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია.
|
ორგანოთა სისტემური კლასიფიკაცია |
გვერდითი რეაქციები |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ანაფილაქსიური რეაქცია |
|
მხედველობის დარღვევები |
თვალის ალერგია, თვალების გაღიზიანება, ქუთუთოების ქავილი |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი |
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მგრძნობელობა ადგილობრივად გამოყენებული ამინოგლიკოზიდების მიმართ (იხ. ნაწილი 4.4).
თუ ადგილობრივი გამოყენების ტობრამიცინი სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება, უნდა გაკონტროლდეს საერთო კონცენტრაცია სისხლის შრატში (იხ. ნაწილი 4.4).
პაციენტებში, რომლებიც გადიოდნენ სისტემურ თერაპიას ტობრამიცინით, აღინიშნა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა (იხ. ნაწილი 4.4).
ტობრექსის გამოყენება შესაძლებელია 1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში. ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია ნაწილში 5.1. უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი და არ არსებობს მონაცემები (იხ. ნაწილი 4.2).
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში მოსალოდნელია გვერდითი რეაქციების ისეთივე სიხშირე, ტიპი და სიმწვავე, როგორც მოზრდილებში.
ჭარბი დოზა
პრეპარატ ტობრექსის, თვალის წვეთების, ხსნარის თავისებურებებიდან გამომდინარე დოზის გადაჭარბების დროს არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები პროდუქციის ადგილობრივად გამოყენებისას ან ერთი ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით ჩაყლაპვისას.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში თვალების სამკურნალოდ ტობრამიცინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ორსულ ქალებში ინტრავენურად შეყვანისას ტობრამიცინი კვეთს პლაცენტას. სავარაუდოდ ტობრამიცინი არ გამოიწვევს ტოქსიურობას მუცლად ყოფნის პერიოდში.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა ემბრიოტოქსიურობა ისეთი დოზების შემთხვევაში, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ დოზებს. ტობრამიცინს არ გამოუვლენია ტერატოგენური მოქმედება ვირთაგვებში და ბოცვრებში ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში.
ორსულობის პერიოდში ტობრექსი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვების პერიოდი
ტობრამიცინი გამოიყოფა დედის რძეში სისტემური შეყვანის შემდეგ. უცნობია გამოიყოფა თუ არა ტობრამიცინი დედის რძეში მხედველობის ორგანოების სამკურნალოდ ადგილობრივად გამოყენებისას. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტობრამიცინი აღმოჩნდეს დედის რძეში ან კლინიკური ზეგავლენა მოახდინოს ჩვილზე დედის მიერ პრეპარატის ადგილობრივად გამოყენების შემდეგ. მიუხედავად ამისა ძუძუზე მყოფ ბავშვებში რისკების გამორიცხვა შეუძლებელია. უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ ტობრექსით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობის და დედისთვის მკურნალობის სარგებლიანობის გათვალისწინებით.
ფერტილურობა
ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე ტობრამიცინის ზეგავლენის კვლევები თვალის წვეთების ადგილობრივად გამოყენებისას არ ჩატარებულა.
გამოყენების თავისებურებები
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს მომატებული მგრძნობელობა ადგილობრივი გამოყენების ამინოგლიკოზიდების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის ხარისხი შეიძლება ვარირებდეს ადგილობრივი ეფექტებიდან საერთო რეაქციებამდე, როგორიც არის ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური ან ბულოზური რეაქციები. მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ და არსებობს იმის ალბათობა, რომ ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ტობრამიცინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტები შეიძლება ასევე მგრძნობიარენი იყვნენ სხვა ადგილობრივი და/ან სისტემური ამინოგლიკოზიდების მიმართ.
რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან ტობრამიცინის სისტემური თერაპიის შემთხვევაში დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის, ნეიროტოქსიურობა, ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა.
სიფრთხილეა საჭირო თვალის წვეთების ტობრექსის ისეთ პაციენტებში დანიშვნისას, რომლებსაც დადგენილი აქვთ ან არსებობს ეჭვი ნერვ-კუნთოვანი სისტემის მხრივ დარღვვებზე, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონის დაავადება. ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება გაამწვავონ კუნთების სისუსტე, რაც განპირობებულია ნერვ-კუნთოვან ფუნქციაზე მათი პოტენციური ზეგავლენით.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად პრეპარატ ტობრექსის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების ზრდა. სუპერინფექციის ნიშნების გამოვლენისას უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
კონტაქტური ლინზების ტარება თვალის ინფექციის მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტებისთვის ნებადართულია კონტაქტური ლინზების ტარება, მათ უნდა მიეცეთ მითითება, რომ მოიხსნან კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენებამდე და განმეორებით გაიკეთონ მინიმუმ 15 წუთში.
პრეპარატი შეიცავს 0,1 მგ/მლ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილი კონტაქტური ლინზებით და კონტაქტურ ლინზებს შეეცვალოს ფერი. პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტებმა უნდა მოიხსნან კონტაქტური ლინზები და განმეორებით გაიკეთონ მინიმუმ 15 წუთში. ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ პაციენტს აქვს თვალების სიმშრალე ან რქოვანას დაზიანება.
ტობრექსის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, სისტემური აბსორბციის შესამცირებლად, შესაძლებელია ქუთუთოს დახურვა 2 წუთის განმავლობაში, საცრემლე არხის დახურვა თითით 2 წუთის განმავლობაში.
ზეგავლენა რეაქციის სიჩქარეზე ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
მხედველობის სიმკვეთრის დროებით დაკარგვა ან სხვა ვიზუალური დარღვევები ზეგავლენას ახდენენ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ მხედველობის სიმკვეთრე დაირღვა პრეპარატის შეყვანის შემდეგ, მაშინ პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას მანამდე, სანამ დაიწყებს ტრანსპორტის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ არის აღწერილი.
ამინოგლიკოზიდის (ტობრამიცინი) და სხვა სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი პრეპარატების ერთდროულმა და/ან თანმიმდევრულმა გამოყენებამ, რომლებსაც აქვთ ნეიროტოქსიური, ოტოტოქსიური ან ნეფროტოქსიური ეფექტები, შეიძლება გამოიწვიოს ადიტიური ტოქსიურობა და თავიდან უნდა იქნას აცილებული შეძლებისდაგვარად. ადგილობრივმა კორტიკოსტეროიდებმა ტობრამიცინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შენიღბონ ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნები და დათრგუნონ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. თუ გამოიყენება ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატი, დაცული უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ტობრამიცინი წარმოადგენს ძლიერ, სწრაფმოქმედ ბაქტერიციდულ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით. იგი ძირითადად მოქმედებს ბაქტერიულ უჯრედებზე, რიბოსომებზე პოლიპეპტიდების სინთეზისა და შეკრების დათრგუნვის გზით.
რეზისტენტობის მექანიზმი
ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტობა განპირობებულია რამდენიმე სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის (1) ბაქტერიულ უჯრედში რიბოსომული სუბერთეულების ცვლილებებით; (2) უჯრედში ტობრამიცინის გადატანის პროცესში ჩარევით და (3) რიგი ადენილირებადი, ფოსფორილირებადი და აცეტილირებადი ფერმენტების მეშვეობით ტობრამიცინის ინაქტივაციით. გენეტიკური ინფორმაცია ინაქტივირებადი ფერმენტების წარმოებისთვის შეიძლება გადატანილი იქნას ბაქტერიულ ქრომოსომებზე ან პლაზმიდებზე. შეიძლება წარმოიქნას ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.
ზღვრული მნიშვნელობები
ზღვრული მნიშვნელობები და in vitro სპექტრი, როგორც ქვემოთ არის მითითებული, ეფუძნება სისტემურ გამოყენებას. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობები შეიძლება მიუღებელი იყოს პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას, რადგან უფრო მაღალი კონცენტრაციები მიიღება ლოკალურად, ხოლო ადგილობრივმა ფიზიკურმა/ქიმიურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე მიღების ადგილას. EUCAST-ის (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) შესაბამისად ტობრამიცინისთვის განსზღვრულია შემდეგი ზღვრული მნიშვნელობები.
· Enterobacteriaceae S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
· Pseudomonas spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
· Acinetobacter spp. S ≤ 4 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
· Staphylococcus spp. S ≤ 1 მგ/ლ, R > 1 მგ/ლ
· არ უკავშირდება სახეობას S ≤ 2 მგ/ლ, R > 4 მგ/ლ
კლინიკური ეფექტურობა სპეციფიური პათოგენების წინააღმდეგ
ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება მხოლოდ მიახლოებით განისაზღვროს მიკროორგანიზმის მგრძნობელობის ალბათობა სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი ტობრამიცინის მიმართ. აქ წარმოდგენილია ბაქტერიები, რომელთა გამოყოფა მოხდა თვალის გარეგანი ინფექციებიდან, მაგ.: კონიუნქტივიტის დროს.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიული თვალსაზრისით და დროის მიხედვით ცალკეული სახეობებისთვის, სასურველია ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია რეზისტენტობის ადგილობრივად გავრცელების შესახებ, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია ექსპერტთა კონსულტაციების გათვალისწინება, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ ტობრამიცინის სარგებლიანობა ეჭვს ბადებს სულ მცირე, ინფექციების ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში.
ჩვეულებრივი მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
· Bacillus megaterium;
· Bacillus pumilus;
· Corynebacterium macginleyi;
· Corynebacterium pseudodiphtheriticum;
· Kocuria kristinae;
· Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძობიარე - MSSA);
· Staphylococcus epidermidis (კოაგულაზა-დადებითი და -უარყოფითი);
· Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინის მიმართ მგრძობიარე - MSSH);
· სტრეპტოკოკები (მათ შორის, A ჯგუფის ზოგიერთი ბეტა-ჰემოლიზური სახეობა, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობა და ზოგიერთი Streptococcus pneumoniae).
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
· Acinetobacter calcoaceticus;
· Acinetobacter junii;
· Acinetobacter ursingii;
· Citrobacter koseri;
· Enterobacter aerogenes;
· Escherichia coli;
· H. aegyptius;
· Haemophilus influenzae;
· Klebsiella oxytoca;
· Klebsiella pneumoniae;
· Morganella morganii;
· Moraxella catarrhalis;
· Moraxella lacunata;
· Moraxella oslonensis;
· Neisseria-ს ზოგიერთი სახეობა;
· Proteus mirabilis;
· Proteus vulgaris-ის შტამების უმეტესობა;
· Pseudomonas aeruginosa;
· Serratia liquidifaciens.
ანტიბაქტერიული აქტივობა სხვა პათოგენების წინააღმდეგ
სახეობები, რომელთა შემთხვევაში შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს:
· Acinetobacter baumanii;
· Bacillus cereus;
· Bacillus thuringiensis;
· Kocuria rhizophila;
· Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSA);
· Staphylococcus haemolyticus (მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული - MRSH);
· Staphylococcus, სხვა კოაგულაზა-უარყოფითი სახეობები;
· Serratia marcescens.
რეზისტენტული ორგანიზმები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:
· Enterococcus faecalis;
· Streptococcus mitis;
· Streptococcus pneumoniae;
· Streptococcus sanguis;
· Chryseobacterium indologenes.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
· Haemophilus influenzae;
· Stenotrophomonas maltophilia.
ანაერობული ბაქტერიები:
· Propionibacterium acnes.
ბაქტერიული მგრძნობელობის კვლევების მიხედვით ზოგიერთ შემთხვევებში გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები ინარჩუნებენ ტობრამიცინის მიმართ მგრძნობელობას.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/DK) მაჩვენებლების ურთიერთკავშირი
პრეპარატ ტობრექსის შემთხვევაში არ არის დადგენილი PK/DK მაჩვენებლების განსაზღვრული ურთიერთკავშირი. გამოქვეყნებულმა in vitro და in vivo კვლევებმა ცხადყო, რომ ტობრამიცინს გააჩნია ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც მიუხედავად სისხლის შრატში დაბალი კონცენტრაციისა ეფექტურად თრგუნავს ბაქტერიების ზრდას.
სისტემური გამოყენების კვლევების მიხედვით უფრო მაღალი მაქსიმალური კონცენტრაციები დაფიქსირდა პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღებისას, ვიდრე დღეში რამდენჯერმე მიღებისას. თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით პრეპარატის ეფექტი დღეში ერთჯერადად და მრავალჯერადად მიღებისას ერთნაირია. ტობრამიცინი ავლენს კონცენტრაციაზე დამოკიდებულ ანტიმიკრობულ მოქმედებას და ეფექტი ძლიერდება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე (MIC) ან მინიმალურ ბაქტერიციდულ კონცენტრაციაზე (MBC) ზემოთ ანტიბიოტიკის კონცენტრაციის მატებასთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ტობრამიცინი ძნელად შეიწოვება რქოვანადან და კონიუქტივიდან და 0,3% ტობრამიცინის ადგილობრივად შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია 3 მკგ/მლ წყლის გარემოში მიიღწევა 2 საათში, რომელიც შემდეგ სწრაფად მცირდება. გარდა ამისა, ტობრამიცინის სისტემური შეწოვა ადამიანებში ტობრამიცინის ადგილობრივად შეყვანის შემდეგ უმნიშვნელოა. მიუხედავად ამისა, 0,3% ტობრამიცინის ადგილობრივად შეყვანისას ადამიანის ცრემლში ხვდება 527 ± 428 მკგ/მლ ტობრამიცინი (დოზების ერთჯერადად შეყვანის შემდეგ). კონცენტრაცია თვალების ზედაპირზე, როგორც წესი, აღემატება უფრო მეტად რეზისტენტული იზოლატების მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას (MIC > 64 მკგ/მლ).
განაწილება
ადამიანებში განაწილების სისტემური მოცულობა შეადგენს 0,26 ლ/კგ-ს. ადამიანის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 10%-ზე ნაკლებს.
ბიოტრანსფორმაცია
ტობრამიცინი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი სახით.
გამოყოფა
ტობრამიცინი ექსკრეტირდება შარდში სწრაფად და ექსტენსიურად გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ძირითადად უცვლელი სახით. სისტემური კლირენსი შეადგენდა 1,43 ± 0,34 მლ/წთ/კგ-ს ნორმალური წონის მქონე პაციენტებში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ხოლო მისი სისტემური კლირენსი მცირდებოდა თირკმლის ფუნქციის პროპორციულად. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ორ საათს.
ფარმაკოკინეტიკის სწორხაზოვნება/არასწორხაზოვნება
თვალიდან ან სისტემური შეწოვა დოზების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად ადგილობრივად გამოყენების შემდეგ არ არის შეფასებული. შესაბამისად თვალების სამკურნალოდ გამოყენებისას შეუძლებელია ზემოქმედების სწორხაზოვნების დადგენა.
გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში
ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკა თვალების მკურნალობისას ამ ჯგუფის პაციენტებში არ არის შესწავლილი.
ასაკის ზეგავლენა ფარმაკოკიმეტიკაზე
ტობრამიცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ ცვლილებები არ ფიქსირდება ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს შორის.
გამოყენება პედიატრიაში
ამინოგლიკოზიდები, მათ შორის ტობრამიცინი, როგორც წესი გამოიყენება ბავშვებში, ჩვილ ბავშვებში და ახალშობილებში სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით. ტობრექსი (0,3% ტობრამიცინი) მოწონებულია ბავშვებში გამოსაყენებლად. ტობრამიცინის კლინიკური ფარმაკოლოგია ბავშვებში აღწერილი იყო სისტემური შეყვანისთვის.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
5 მლ ფლაკონში, 1 ფლაკონი კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ასევე, იხილეთ: ტობრექსი - Tobrex თვალის მალამო 0.3% 3.5გ