| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | dexamethasone+neomycin+polymyxin B |
| მოცულობა | 5 მლ |
გამოყენების ინსტრუქცია
ნიუმიქსინ-აი (NEWMYXIN-EYE) 3500 IU / 6000 IU/ 1მგ/მლ თვალის წვეთები, სუსპენზია
ნეომიცინის სულფატი /პოლიმიქსინის B სულფატი /დექსამეტაზონი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შინაარსი:
ნიუმიქსინ-აის წვეთები, სუსპენზია წარმოადგენს დექსამეტაზონის, ნეომიცინისა და პოლიმიქსინი B სულფატის კომბინირებულ პრეპარატს და განკუთვნილია თვალში გამოსაყენებლად.
დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნეომიცინი და პოლიმიქსინი B სულფატი ანტიბიოტიკებია, რაც განაპირობებს პრეპარატის აქტივობას თვალის ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ.
ნიუმიქსინ-აის წვეთები, სუსპენზია გამოიყენება თვალის ანთების მოკლევადიანი მკურნალობისთვის, ბაქტერიული ინფექციის არსებობის ან განვითარების რისკის დროს და სოკოვანი ან ვირუსული ინფექციის გამორიცხვის შემდეგ .
არ გამოიყენოთ ნიუმიქსინ-აის წვეთები
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ:
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თვალ(ებ)ში გამოსაყენებლად.
აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობისას შეიძლება დაგჭირდეთ თვალშიდა წნევის მონიტორინგი.
ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ:
სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, მიღებებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 5 წუთი .
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილისა ან სხვა მექანიზმების მართვა
ნიუმიქსინ-აის წვეთების გამოყენებისთანავე შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა. აღნიშნული სიმპტომის გაქრობამდე პაციენტი უნდა მოერიდოს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებას.
ნიუმიქსინ-აის წვეთების შემადგენლობაში შედის ბენზალკონიუმის ქლორიდი
ბენზალკონიუმის ქლორიდმა (კონსერვანტი ნეომიცინის სულფატი +პოლიმიქსინის B სულფატი +დექსამეტაზონი) შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.
მოარიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებს. თვალის წვეთების გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ხელახლა ჩაისვით 15 წუთის შემდეგ.
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება.
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
ნიუმიქსინ-აის წვეთები განკუთვნილია მხოლოდ თვალ(ებ)ში გამოსაყენებლად.
მოზრდილები და მოზარდები (მათ შორის 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები)
მსუბუქ შემთხვევებში, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ხსნარი დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 4-6 ჯერ დღეში.
უფრო მძიმე შემთხვევებში, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ხსნარი ყოველ საათში დოზირების თანდათანობით შემცირებით ანთებითი პროცესის შესუსტებისას.
ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
ნიუმიქსინ-აის წვეთები გამოიყენება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
ბავშვები
ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
გამოყენება
თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, ხელმეორედ სცადეთ.
დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ამოიბანეთ თვალები ნელთბილი წყლით. ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.
დოზის გამოტოვება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, გააგრძელეთ ჩვეულებრივად.
თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებს ( წვეთები ან მალამოები), მიღებებს შორის დაიცავით 5 წუთიანი ინტერვალი, თვალის მალამო წაისვით ბოლოს.
აღნიშნული პრეპარატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნეომიცინის სულფატი /პოლიმიქსინის B სულფატი /დექსამეტაზონის კომბინაციის ოკულარული გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
თვალთან დაკავშირებული პრობლემები: კერატიტი (თვალის ზედაპირის ანთება), მომატებული ინტრაოკულარული წნევა, თვალის ქავილი, თვალის დისკომფორტი, თვალის გაღიზიანება.
უცნობი სიხშირის
იმუნური სისტემის დარღვევები: ზოგადი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი
თვალთან დაკავშირებული პრობლემები: რქოვანას წყლული, მხედველობის დაბინდვა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თვალის გუგის გაფართოება, ქუთუთოს ჩამოშვება, თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, თვალის სიწითლე, ცრემლის გაზრდილი გამოყოფა.
კანთან და კანქვეშა ქსოვილთან დაკავშირებული დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ თვალის წვეთებით მკურნალობა სიმპტომების გართულებამდე. შეწუხების შემთხვევაში, გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს წამლის სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გაყინოთ.
აღნიშნული პრეპარატი პირველი გახსნიდან ვარგისია 28 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ნიუმიქსინ-აის წვეთები:
აქტიური ნივთიერებები: ნეომიცინის სულფატი 3500 IU /მლ /პოლიმიქსინის B სულფატი 6000 IU/ მლ და დექსამეტაზონი1მგ/მლ.
სხვა კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ნიუმიქსინ-აის წვეთების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნიუმიქსინ-აის წვეთები არის თეთრი-მოყვითალო ფერის სუსპენზია.
პრეპარატი წარმოდგენილია თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში, საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
შეფუთვა: 5 მლ 1 (ერთი) ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ნექსტრა გრუპი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18 , სართული 2, ოფისი#3
მწარმოებელი:
BALKANPHARMA-RAZGRAD AD,
ბულგარეთი, რაზგრადი 7200, აპრილსკო ვოსტანიეს ბულვ. # 68
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
შპს ნექსტრა გრუპი
მისამართი: საქართველო, თბილისი 0154, ევდოშვილის ქ.#18 , სართული 2, ოფისი#3