| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | atropine sulfate |
| დოზა | 0.01 |
| მოცულობა | 5 მლ |
გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევა.
ატროპინის სულფატი
მოქმედი ნივთიერება: atropine;
1 მლ შეიცავს 10 მგ ატროპინის სულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა. თვალის წვეთები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. გრძნობათა ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები. ათქ კოდი: S01F A01.
იხილეთ ბლოგი: რა არის ატროპინი და რისთვის გამოიყენება ის?
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ატროპინის სულფატი ამცირებს სანერწყვე და სხვა ჯირკვლების სეკრეციას, იწვევს ტაქიკარდიას, აუმჯობესებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, აქვეითებს ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს, გამოხატულად აფართოებს გუგებს (ამასთან, შესაძლებელია თვალშიგა წნევის მომატება), იწვევს აკომოდაციის დამბლას.
მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ატროპინის მიერ მ-ქოლინორეცეპტორების შერჩევითი ბლოკადის უნარით (ნაკლებად მოქმედებს ნ-ქოლინორეცეპტორებზე), რის შედეგადაც ისინი კარგავენ მგრძნობელობას აცეტილქოლინის მიმართ, რომელიც პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული დაბოლოებების უბანში წარმოიქნება. ატროპინის ქოლინორეცეპტორებთან დაკავშირების უნარი აიხსნება მის მოლეკულაში ფრაგმენტის არსებობით, რომელიც ენდოგენური ლიგანდის – აცეტილქოლინის – მოლეკულასთან მსგავსებას ანიჭებს. გუგა, რომელიც ატროპინის ზემოქმედებით გაფართოვდა, ქოლინომიმეტური საშუალებების ინსტილაციით არ ვიწროვდება. მაქსიმალური მიდრიაზი 30-40 წუთის შემდეგ დგება და 7-10 დღის განმავლობაში ნარჩუნდება, აკომოკაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ და 8-12 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.
ატროპინის სისტემური ეფექტი მისი ანტიქოლინერგული (ქოლინოლიზური) მოქმედებით არის განპირობებული, რომელიც სანერწყვე, კუჭის, ბრონქული, საოფლე ჯირკვლების, კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის დათრგუნვით, გულის შეკუმშვათა გახშირებით (მცირდება გულზე ცდომილი ნერვის შემაკავებელი მოქმედება), გლუვკუნთოვანი ორგანოების ტონუსის დაქვეითებით (ბრონქები, მუცლის ღრუს ორგანოები და სხვა) ვლინდება.
ატროპინი, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შედეგად, მოქმედებს ცენტრალურ ნევრულ სისტემაზე. პრეპარატი პარკინსონიზმით დაავადებულებში ამცირებს კუნთების ტონუსს და ტრემორს (ცენტრალური ქოლინოლიზური მოქმედება), თერაპიულ დოზებში იწვევს სუნთქვის ცენტრის აგზნებას, ატროპინის დიდი დოზები იწვევენ მოძრაობის და ფსიქიკურ დარღვევებს, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციურ მოვლენებს, სუნთქვის დამბლას.
ფარმაკოკინეტიკა.
საცრემლე არხის გავლით ცხვირხახაში მოხვედრილი თვალის წვეთების გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური ზემოქმედება, რადგან პრეპარატი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 50%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 13-38 საათს. ატროპინის 50% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, ექსკრეცია თირკმლების საშუალებით ხდება, 50% გამოიყოფა უცვლელი სახით.
კლინიკური მახასიათებლები.
გუგის დიაგნოსტიკური გაფართოება თვალის ფსკერის გამოკვლევისას, თვალის ბუნებრივი რეფრაქციის განსაზღვრის მიზნით აკომოდაციის დამბლის მისაღწევად, თვალის ანთებითი დაავადებების, ტრავმების და ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლიების, სპაზმის კომპლექსურ თერაპიაში.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, როდესაც გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა შეიძლება არ იყოს სასურველი: მოციმციმე არითმია, ტაქიკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მიტრალური სტენოზი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია. მწვავე სისხლდენა. თირეოტოქსიკოზი. ჰიპერთერმული სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს გაუვალობა (საყლაპავის აქალაზია, პილორუსის სტენოზი, ნაწლავების ატონია). გლაუკომა. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. Miastenia gravis. შარდის შეკავება ან მის მიმართ მიდრეკილება. ტვინის დაზიანება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ატროპინის სულფატის მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას ვითარდება გულის რიტმის დარღვევები; ქინიდინთან, ნოვოკაინამიდთან – აღინიშნება ქოლინოლიზური ეფექტის პოტენცირება.
შროშანის შემცველ პრეპარატებთან, ტანინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება, რაც ეფექტების შესუსტებას იწვევს.
ატროპინის სულფატი ამცირებს ნარკოტიკული საშუალებების მოქმედების ხანგრძლივობას და სიღრმეს, ამცირებს ოპიატების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
დიმედროლთან ან დიპრაზინთან ერთდროული გამოყენებისას ატროპინის მოქმედება ძლიერდება. ატროპინის სულფატთან ერთდროული გამოყენებისას ნიტრატები, ჰალოპერიდოლი, სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები ზრდიან თვალის შიდა წნევას; სერტრალინთან ერთად გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის დეპრესიული ეფექტი. ატროპინი ამცირებს სპირონოლაქტონის, მინოქსიდილის ეფექტებს; პენიცილინთან კომბინაციაში - ძლიერდება ორივე პრეპარატის ეფექტი; აძლიერებს ნიზატიდინის მოქმედებას; ამცირებს კეტოკონაზოლის შეწოვას; ასკორბინის მჟავა და ატაპულგიტი ამცირებენ ატროპინის მოქმედებას; ამცირებს პილოკარპინის ეფექტს გლაუკომის მკურნალობისას; ამცირებს ოქსპრენოლოლის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ოქტადინმა შეიძლება შეამციროს ატროპინის ჰიპოსეკრეტორული მოქმედება, რომელიც ასუსტებს მ-ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მოქმედებას. სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, კალიუმის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში შესაძლებელია წყლულების წარმოქმნა ნაწლავებში, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭის წლულის და სისხლდენების განვითარების რისკი.
ატროპინის სულფატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, მაგ., მ-ქოლინობლოკატორები, ანტიპარკინსონული პრეპარატები (ამანტადინი), სპაზმოლიზური, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ასევე ბუტიროფენონის, ფენოთიაზინის, დისპირამიდის, ქინიდინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მონოამინების ნეირონული უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.
ატროპინის მოქმედებით გამოწვეულმა პერისტალტიკის ინჰიბირებამ შეიძლება შეცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებების აბსორბცია.
გამოყენების თავისებურებები.
წვეთების სახით პრეპარატის კონიუნქტივის ტომარაში შეყვანისას, საჭიროა საცრემლე გზების უბანზე დაწოლა, რათა აცილებული იქნას ხსნარის საცრემლე არხში მოხვედრა და მისი შეწოვა. ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში მიზანშეწონილია ატროპინის სულფატის ძირითადად მკურნალობის მიზნით გამოყენება, ხოლო დიაგნოსტიკისათვის უმჯობესია ნაკლები ხანგრძლივობის მიდრიაზული საშუალებების, კერძოდ, ჰომატროპინის გამოყენება (მაქსიმალური მიდრიაზი – 40-60 წუთის შემდეგ, გუგების გაფართოების ხანგრძლიობა და აკომოდაციის დამბლა – 1-2 დღე).
სუბკონიუნქტივური ან პარაბულბარული შეყვანისას ტაქიკარდიის შემცირების მიზნით ინიშნება ვალიდოლი ენის ქვეშ.
საცრემლე არხიდან პირხახაში თვალის წვეთების მოხვედრისას და გადაყლაპვისას გასათვალისწინებელია ატროპინის სისტემური მოქმედება, რის გამოც იგი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში საშარდე გზების ობსტრუქციის გარეშე, დაუნის სინდრომის, ბავშვთა ცერებრული დამბლის, რეფლუქს-ეზოფაგიტის, რეფლუქს-ეზოფაგიტთან ასოცირებული დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მეგაკოლონის დროს, ქსეროსტომიის მქონე პაციენტებში, ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებში, ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს შექცევადი ობსტრუქციის გარეშე, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ბლანტი ნახველის მცირე პროდუქციით და რომელიც ძნელად გამოიყოფა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებსა და დასუსტებულ პაციენტებში, ვეგეტაციური (ავტონომური) ნეირიპათიის დროს.
მონაცემები ატროპინის სულფატის გამოყენებისას კონტაქტური ლინზების გამოყენების შესახებ არ არსებობს.
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ (60 წელზე მეტი ასაკის) პაციენტებში.
მკურნალობისას დამატებით ნებისმიერი სხვა თვალის წვეთების გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვების პერიოდში დედის მიერ თვალის წვეთების გამოყენებისას, სისტემური ეფექტების შესაძლო განვითარების შემთხვევაში, ატროპინი აღწევს დედის რძეში და შეიძლება ბავშვში სუნთქვის დათრგუნვა და ძილიანობა გამოიწვიოს. ძუძუთი კვების პერიოდში ატროპინის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვზე ტოქსიკური ზეგავლენის საშიშროების გამო.
ზემოქმედება რეაქციის სიჩქარეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისაგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და მხედველობის სიმახვილეს მოითხოვს.
მკურნალობის მიზნით მოზრდილებსა და 7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 წვეთი 2-6-ჯერ დღეში. გუგების მაქსიმალური გაფართოება ატროპინით, რომელიც თვალის კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს და პათოლოგიური პროცესის რეგრესიას აჩქარებს, 30-40 წუთის შემდეგ აღინიშნება და 7-10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება, აკომოდაციის დამბლა – შესაბამისად, 1-3 საათის შემდეგ ვითარდება და 8-12 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ბავშვები. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ბავშვებში პრეპარატი ნაკლები კონცენტრაციებით ინიშნება (0.125%, 0.25%, 0.5%).
ჭარბი დოზირება. პრეპარატს კარგი ამტანობა ახასიათებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გვერდითი მოქმედების გაძლიერება.
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, უძილობა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება, ჰიპერთერმია, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვის და სისხძარღვთა ცენტრების აქტივობის დათრგუნვა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ქოლინომიმეტური და ანტიქოლინესთერაზული საშუალებების პარენტერალური შეყვანა. ჰიპერთერმიის დროს სველი პირსახოცით სხეულის გაწმენდა და სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება; აგზნების დროს - ნატრიუმის თიოპენტალის ან ნატრიუმის ოქსიბუტირატის ინტრავენური შეყვანა; მიდრიაზის დროს - ადგილობრივად თვალის წვეთების სახით ფოსფაკოლის, ფიზოსტიგმინის, პილოკარპინის გამოყენება. გლაუკომის შეტევის განვითარების შემთხვევაში კონიუნქტივის ტომარაში იწვეთებენ 1% პილოკარპინის ხსნარის 2 წვეთს ყოველ 1 სთ-ში და კანქვეშ შეჰყავთ 1 მლ 0.05% პროზერინის ხსნარი 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი რეაქციები.
ადგილობრივი მოქმედება: ქუთუთოების კანის ჰიპერემია, კონიუნქტივის, ქუთუთოების და თვალის კაკლის ჰიპერემია და შეშუპება, ქავილი, ფოტოფობია, მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა, თვალის შიდა წნევის მომატება.
სისტემური მოქმედება: პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, გემოს შეგრძნების დარღვევები, დისფაგია, ნაწლავების მოტორიკის დარღვევა ატონიის განვითარებამდე, ყაბზობა, შარდის შეკავება, შარდის ბუშტის ატონია, ტაქიკარდია, არითმიები, მათ შორის, ექსტრასისტოლია, მიოკარდიუმის იშემია, სახის სიწითლე, პერიოდულად სიმხურვალის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ნევროზულობა, უძილობა, დიზართრია, მხედველობის დარღვევა; ბრონქების სეკრეტორული აქტივობის და ტონუსის შემცირება, რაც იწვევს ბლანტი ნახველის წარმოქმნას, რომელიც რთულად გამოიყოფა; გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, კანის სიმშრალე, კანის სიწითლე, შეშუპება, ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ტაქტილური შეგრძნების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობის შემცირება.
ნატრიუმის მეტაბისულფიტის შემცველობის გამო შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
ვარგისობის ვადა.
3 წელი.
ხსნარის ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ – 14 დღე.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
5 მლ ფლაკონში; კოლოფში 1 ფლაკონი საწვეთურიანი თავსახურით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.