აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დორზოპტი პლუსი - Dorzopt Plus წვეთები თვალის 5მლ

#108319_969
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიRompharm / რომფარმი
ბრენდის ქვეყანა რუმინეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაdorzolamide+timolol
მოცულობა5მლ
მოკლე აღწერა
დორზოპტი პლიუსი ინიშნება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ფსევდოექსფოლიატური გლაუკომით.
21.67₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დორზოპტი პლიუსი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სავაჭრო დასახელება: დორზოპტი პლიუსი

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:

დორზოლამიდი + თიმოლოლი

სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი

შემადგენლობა:

ხსნარის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი (22,26 მგ) 20 მგ დორზოლამიდზე გადაანგარიშებით, თიმოლოლის მალეატი (6,84 მგ) 5 მგ თიმოლოლზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა – 1,0 მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი – 4,0 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1 М ხსნარი – 0,066 მლ, მანიტოლი – 20,0 მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0,075 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1 М ხსნარი/ქლორწყალბადმჟავას 1 M ხსნარი рН 5,6+0,1-მდე, გასუფთავებული წყალი – 1 მლ-მდე.

აღწერა: გამჭვირვალე უფერო ან თითქმის უფერო ოდნავ ბლანტი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზური საშუალებები. ბეტა-ადრენობლოკატორები. თიმოლოლი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: [S01ED51].

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

სამკურნალო პრეპარატი დორზოპტი პლიუსი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს. ამ ორი კომპონენტიდან თითოეული ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას (თშწ) თვალის სითხის სეკრეციის შემცირების ხარჯზე, მაგრამ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით.

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი ადამიანის კარბოანჰიდრაზა-II-ის (CA-II) ძლიერი სელექტიური ინჰიბიტორია. თვალის ცილიარულ სივრცეში კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს სითხის სეკრეციის დაქვეითებას, სავარაუდოდ, ბიკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტირების შენელებას. თიმოლოლის მალეატი არის არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი. თიმოლოლის მალეატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი თვალშიდა წნევის დაქვეითებაში ამჟამად ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა კვლევები ფლუორესცეინით და ტონოგრაფიული კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოქმედება  შეიძლება უპირატესად დაკავშირებული იყოს ნაკლები სითხის წარმოქმნასთან. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სითხის გადინების მცირედით გაზრდა. პრეპარატის ორი აქტიუროი კომპონენტის ერთობლივი მოქმედება იწვევს თვალშიდა წნევის დამატებით დაწევას ცალკე შეყვანილ ნებისმიერ კომპონენტთან შედარებით.

ადგილობრივად გამოყენების შემდეგ პრეპარატი დორზოპტი პლიუსი ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა ის გლაუკომასთან. მომატებული თვალშიდა წნევა რისკის ძირითადი ფაქტორია მხედველობის ნერვის დაზიანებისა და მხედველობის არეს შემცირების პათოგენეზში გლაუკომის დროს. დორზოლამიდ+თიმოლოლის პრეპარატი ამცირებს თვალშიდა წნევას ზოგადი, მათ შორის მიოზური გვერდითი ეფექტების გარეშე, როგორებიცაა ღამის სიბრმავე, გუგის აკომოდაციური სპაზმი და შევიწროვება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კლინიკური ეფექტები

ჩატარდა 15 თვემდე ხანგრძლივობის კლინიკური კვლევები, რათა შეედარებინათ დორზოლამიდი+თიმოლოლის პრეპარატის ეფექტი თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე დღეში ორჯერ (დილით და ძილის წინ) 0,5% თიმოლოლის და 2,0% დორზოლამიდის ერთდროული და ცალკეული გამოყენებისას გლაუკომით ან თვალშიდა ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, რომელთათვისაც კომბინირებული თერაპია მისაღები იყო. კვლევა მოიცავდა როგორც ადრე არანამკურნალებ პაციენტებს, ასევე პაციენტებს, რომლებშიც თიმოლოლით მონოთერაპია არ იყო ეფექტური. პაციენტების უმეტესობა კვლევაში ჩართვამდე მკურნალობდა ადგილობრივი ბეტა-ადრენობლოკატორებით. კომბინირებული კვლევების ანალიზის მიხედვით, თვალშიდა წნევაზე დორზოლამიდი+თიმოლოლის ეფექტი, დღეში ორჯერ გამოყენებისას, უფრო გამოხატული იყო, ვიდრე 2% დორზოლამიდით სამჯერ დღეში ან 0.5% თიმოლოლის ორჯერ დღეში მონოთერაპიის ჰიპოტენზიური ეფექტი. თვალშიდა წნევის შემცირება, დორზოლამიდი+თიმოლოლის დღეში ორჯერ გამოყენებისას, იყო დღეში ორჯერ დორზოლამიდით და დღეში ორჯერ თიმოლოლით კომბინირებული თერაპიის ექვივალენტური. პრეპარატის დორზოლამიდი+თიმოლოლი გამოყენებისას დღეში ორჯერ გამოვლინდა იგივე ეფექტი, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს ფასდებოდა, და ეს ეფექტი ნარჩუნდებოდა ხანგრძლივი გამოყენებისას.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში ეფექტურობა დადეგნილი არ არის. 2 წლამდე ასაკის პაციენტებში უსაფრთხოება დადეგნილი არ არის. უსაფრთხოების ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში აღწერილია ქვემოთ.

ჩატარდა სამთვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომლის მთავარი მიზანი იყო დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის 2% ოფთალმოლოგიური ხსნარის უსაფრთხოების დოკუმენტირება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ კვლევაში, 2-დან 6 წლამდე ასაკის 30 პაციენტმა, რომლებშიც თვალშიდა წნევის შემცირება დორზოლამიდის ან თიმოლოლის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას ვერ მოხერხდა, მიიღეს დორზოლამიდი+თიმოლოლი ღია კვლევის ეტაპზე. ამ პაციენტებში ეფექტურობა დადგენილი არ არის. პაციენტთა ამ მცირე ჯგუფში დორზოლამიდი+თიმოლოლი დღეში ორჯერ ზოგადად კარგად გადაიტანეს. 19 პაციენტმა დაასრულა მკურნალობა, 11 პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა ქირურგიული ოპერაციის, თერაპიის შეცვლის ან სხვა მიზეზების გამო.

ფარმაკოკინეტიკა

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი

კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, დორზოლამიდის ადგილობრივი გამოყენება იძლევა უშუალოდ თვალზე ზემოქმედების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად დაბალი დოზებით და უფრო მცირე სისტემური ზემოქმედებით. კლინიკურ კვლევებში ეს იწვევდა თვალშიდა წნევის დაწევას, მჟავა-ტუტოვანი წონსწორობის დარღვევებისა და ელექტროლიტების შემადგენლობის ცვლილებების გარეშე, რომლებიც ორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებისთვის დამახასიათებელია.

ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. კარბოანჰიდრაზას სისტემური ინჰიბირების პოტენციალის შესაფასებლად, მისი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ზომავდნენ დორზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაციებს ერითროციტებში (RBC) და პლაზმაში, ასევე - კარბოანჰიდრაზას ინჰიბირებას ერითროციტებში. ხანგრძლივი გამოყენებისას დორზოლამიდი გროვდება ერითროციტებში კარბოანჰიდრაზა-II-თან (CA-II) შერჩევითი შეკავშირების შედეგად, ხოლო სისხლის პლაზმაში აღინიშნება თავისუფალი დორზოლამიდის უკიდურესად დაბალი კონცენტრაცია. დორზოლამიდი მეტაბოლიზდება N-დეზეტილის წარმოქმნით, რომელიც, საწყის აქტიურ ნივთიერებასთან შედარებით, ნაკლებად თრგუნავს CA-II–ს, თუმცა შეუძლია ნაკლებად აქტიური CA-I იზოფერმენტის დათრგუნვაც. მეტაბოლიტები ასევე გროვდება ერითროციტებში, სადაც ისინი ძირითადად CA-I-ს უერთდებიან. დორზოლამიდი ზომიერად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს (დაახლოებით 33%). უცვლელი დორზოლამიდი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ხდება დორზოლამიდის არაწრფივი გამორეცხვა, რაც თავდაპირველად იწვევს დორზოლამიდის კონცენტრაციის სწრაფ შემცირებას, რის შემდეგაც დგება ნელი ელიმინაციის ფაზა ნახევარდაშლის პერიოდით დაახლოებით ოთხ თვემდე. დორზოლამიდის პერორალურად გამოყენებისას ოფთალმოლოგიური პრეპარატის ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენების მაქსიმალური სისტემური ზემოქმედების იმიტირებისთვის, მდგრადი მდგომარეობა მიღწეული იყო 13 კვირის განმავლობაში. მდგრად მდგომარეობაში თავისუფალი აქტიური ნივთიერება და მისი მეტაბოლიტი სისხლის პლაზმაში თითქმის არ ვლინდებოდა; CA-ს  დათრგუნვა ერითროციტებში მოსალოდნელზე უფრო ნაკლენად გამოხატული იყო, ვიდრე ის დონე, რომელსაც შეუძლია ფარმაკოლოგიური ზეგავლენის მოხდენა თირკმელების ან სუნთქვის ფუნქციაზე). ანალოგიური ფარმაკოკინეტიკური შედეგები აღინიშნა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის ხანგრძლივი, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. თუმცა, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს აღენიშნა მეტაბოლიტის უფრო მაღალი კონცენტრაციები ერითროციტებში, მაგრამ, კარბოანჰიდრაზას დათრგუნვაში არანაირი მნიშვნელოვანი განსხვავება და მნიშვნელოვანი სისტემური გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა.

თიმოლოლის მალეატი

ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლი აღწევს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში შესწავლილი იქნა 6 პაციენტში თიმოლოლის ადგილობრივი გამოყენებისას 0,5% თვალის წვეთების სახით 2-ჯერ დღეში. დოზის მიღების შემდეგ დილას პლაზმაში კონცენტრაციის საშუალო პიკმა 0,46 ნგ/მლ შეადგინა, დღის მეორე ნახევარში – 0,35 ნგ/მლ შეადგინა.

გამოყენების ჩვენებები

დორზოპტი პლიუსი ინიშნება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ფსევდოექსფოლიატური გლაუკომით, როდესაც ბეტა-ადრენობლოკატორებით ადგილობრივი მონოთერაპია არასაკმარისად ეფექტურია.

უკუჩვენებები

-    სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები, მათ შორის, ბრონქული ასთმა ან ბრონქული ასთმის ანამნეზი, ან ფილტვის მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

-    სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიული ბლოკადა, მე–II ან მე–III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, როდესაც კარდიოსტიმულაცია არაეფექტურია, გულის მძიმე უკმარისობა, კარდიოგენური შოკი

-    თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) ან მეტაბოლური აციდოზი;

-    მომატებული მგრძნობელობა ერთი ან ორივე აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში „შემადგენლობა“;

-    რქოვანას დისტროფიული პროცესები;

-    ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

ზემოაღნიშნული ეფუძნება ცალცალკე აქტიური კომპონენტების მონაცემებს და არ არის უნიკალური მათი კომბინაციისთვის.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

პრეპარატი დორზოპტი პლიუსი არ გამოიყენება ორსულობის დროს.

დორზოლამიდი

არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ. ბოცვრებში დორზოლამიდი ავლენდა ტერატოგენულ ეფექტს დოზებით, რომლებიც ტოქსიკური იყო მაკე მდედრებისთვის.

თიმოლოლი

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულებში თიმოლოლის გამოყენების შესახებ. ორსულობის დროს თიმოლოლის გამოყენება არ შეიძლება, თუ ამის აშკარა საჭიროება არ არის. სისტემური აბსორბციის შემცირების ზომები მითითებულია პუნქტში „გამოყენების წესი და დოზირება“.

ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს ნაყოფის მალფორმაციული ეფექტები არ გამოავლენილა, მაგრამ ბეტა-ადრენობლოკატორების პერორალური მიღების შემთხვევაში გამოავლინდა საშვილოსნოშიდა განვითარების შეფერხების რისკი. გარდა ამისა, ბეტა-რეცეპტორების ბლოკადის ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები (მაგალითად, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა და ჰიპოგლიკემია) აღენიშნათ ახალშობილებს, როდესაც ბეტა-ადრენობლოკატორები მშობიარობამდე შეჰყავდათ. თუ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღება მშობიარობამდე ხდებოდა, ახალშობილი უნდა გაკონტროლდეს სიცოცხლის პირველი დღეების განმავლობაში.

ძუძითი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. ვირთაგვებში, რომლებშიც  დორზოლამიდი გამოიყენებოდა ლაქტაციის პერიოდში, აღინიშნა სხეულის წონის შემცირება შთამომავლობაში. ბეტა-ადრენობლოკატორები დედის რძესთან ერთად გამოიყოფა. თიმოლოლის შემცველი თვალის წვეთების თერაპიული დოზების გამოყენებისას ნაკლებსავარაუდოა, რომ დედის რძეში იგი იქნება საკმარისი რაოდენობით, რათა ბავშვში გამოიწვიოს ბეტა-რეცეპტორების ბლოკადის კლინიკური სიმპტომები. ზომები, რაც გამოიყენება სისტემური აბსორბციის შესამცირებლად, მითითებულია პუნქტში „გამოყენების წესი და დოზირება“. თუ პრეპარატ დორზოპტი პლიუსის გამოყენება აუცილებელია, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების წესი და დოზები

დორზოპტი პლიუსის 1 წვეთი დაზიანებული თვალ(ებ)ის კონიუნქტივიტის პარკში დღეში ორჯერ.

თუ პაციენტი დორზოპტი პლიუსთან ერთდროულად იყენებს ადგილობრივი გამოყენების სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს, ისინი უნდა გამოიყენოთ არა ნაკლებ 10 წუთიანი ინტერვალით.

პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები და მოარიდეთ ფლაკონის საწვეთურის თვალთან და მის გარშემო ქსოვილებთან კონტაქტს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმა.

არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ოფთალმოლოგიური ხსნარები შეიძლება დაბინძურდეს ჩვეულებრივი ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები. დაბინძურებული თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება და შემდგომში მხედველობის დაკარგვა.

სისტემური აბსორბციის შესამცირებლად სისტემური გვერდითი ეფექტების შემდგომი შემცირებით და პრეპარატის ადგილობრივი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირცრემლის არხზე თითის დაჭერა ან ქუთუთოების დახურვა 2 წუთის განმავლობაში.

პრეპარატ დორზოპტი პლიუსის გამოყენება:

სურათი 1   სურათი 2   სურათი 3

    

1. დაიბანეთ ხელები.

2. დაჯექით ან დადექით კომფორტულად.

3. მოხრახნეთ ფლაკონს თავსახური და დადეთ სუფთა ზედაპირზე. თავსახური არ გადააგდოთ.

4. დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოწიეთ თითით, რომ შეიქმნას პატარა „ჯიბე“ ისე, როგორც ნაჩვენებია 1–ელ სურათზე,

5. ფლაკონის საწყვეთურის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს, ეცადეთ მოარიდოთ საწვეთურის წვერის შეხება თვალზე ან თვალის მიმდებარე ზონაზე.

6. ფლაკონს ნაზად მოუჭირეთ და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში, როგორც ეს ნაჩვენებია მე–2 სურათზე.

7. გაათავისუფლეთ ქვედა ქუთუთო და ფრთხილად დახუჭეთ თვალი.

8. ნაზად დააჭირეთ თითი თვალის შიდა კუთხეს ცხვირთან  2 წუთის განმავლობაში (ცხვირცრემლის არხის ოკლუზია), როგორც ნაჩვენებია მე–3 სურათზე. ეს შეამცირებს პრეპარატის მოხვედრას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში და, ამრიგად, შეამცირებს სისტემური გვერდითი რეაქციების ალბათობას.

9. თუ ექიმმა გირჩიათ, პროცედურა მეორე თვალშიც გაიმეორეთ.

10. გამოყენების შემდეგ ფლაკონს მაშინვე დაახურეთ თავსახური.

თუ წვეთი თვალში ვერ მოხვდა, ხელახლა სცადეთ.

გამოყენება ბავშვებში

არსებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს დასკვნა 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პოპულაციაში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ამჟამად ხელმისაწვდომი უსაფრთხოების მონაცემები ბავშვებში აღწერილია ფარმაკოდინამიკის პუნქტში „გამოყენება ბავშვებში“.

გვერდითი მოქმედება

დორზოლამიდი+თიმოლოლის კლინიკურ კვლევებში, დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები შეესაბამებოდა დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის და/ან თიმოლოლის მალეატის ადრე გამოვლენილ რეაქციებს.

კლინიკურ კვლევებში 1035 პაციენტმა მიიღო დორზოლამიდი+თიმოლოლი. პაციენტების დაახლოებით 2.4%-მა შეწყვიტა დორზოლამიდი+თიმოლოლით მკურნალობა თვალის ადგილობრივი  გვერდითი რეაქციების გამო; პაციენტების დაახლოებით 1.2%-მა შეწყვიტა მკურნალობა ალერგიით ან ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული ადგილობრივი გვერდითი რეაქციების გამო (მაგალითად, ქუთუთოების ანთება და კონიუნქტივიტი).

სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური აგენტების მსგავსად, თიმოლოლი შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გამოყენების ბეტა-ადრენობლოკატორებისთვის დამახასიათებელი ანალოგიური არასასურველი ეფექტები. სისტემური გვერდითი რეაქციების სიხშირე ოფთალმოლოგიური პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე სისტემური გამოყენებისას.

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატ დორზოლამიდი+თიმოლოლზე ან მის ერთ-ერთ კომპონენტზე  კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.

გვერდითი ეფექტების სიხშირის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10.000-დან <1/1.000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10.000) და უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე დადგენა შეუძლებელია).

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი (თვალის წვეთები)

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: თავის ტკივილი

იშვიათად: თავბრუსხვევა, პარესთეზია

მხედველობის ორგანოს მხრივ:

ხშირად: ქუთუთოს ანთება, ქუთუთოს გაღიზიანება

არახშირად: ირიდოციკლიტი

იშვიათად: წერტილოვანი კერატიტი, თვალის გაღიზიანება სიწითლის ჩათვლით, ტკივილი, ქერქის წარმოქმნა ქუთუთოებზე, დროებითი მიოპია (რომელიც გადის თერაპიის დასრულების შემდეგ), რქოვანას შეშუპება, თვალშიდა წნევის დაქვეითება, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება (ფილტრაციული ქირურგიის შემდგომ).

უცნობია: უცხო სხეულის შეგრძნება თვალში

გულის მხრივ:

უცნობია: გახშირებული გულისცემა

სასუნთქი სისტემის მხრივ:

იშვიათად: ცხვირიდან სისხლდება

უცნობია: ქოშინი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:

ხშირად: გულისრევა

იშვიათად: ხახის გაღიზიანება, სიმშრალე პირში

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათად: გამონაყარი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილას რეაქციები:

ხშირად: ასთენია/საერთო სისუსტე

თიმოლოლის მალეატი (თვალის წვეთები)

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათად: სისტემური ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპების ჩათვლით, ჭინჭრის ციება, კეროვანი და გენერალიზებული გამონაყარი, ანაფილაქსია

უცნობია: ქავილი

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები:

უცნობია: ჰიპოგლიკემია

ფსიქიკის დარღვევები:

არახშირად: დეპრესია

იშვიათად: უძილობა, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა

უცნობია: ჰალუცინაციები

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირად: თავის ტკივილი

არახშირად: ასთენია/საერთო სისუსტე, მიასთენიის ნიშნების და სიმპტომების მომატება, ლიბიდოს დაქვეითება, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, ცერებრალური იშემია

მხედველობის ორგანოს მხრივ:

ხშირად: თვალების გაღიზიანების ნიშნები და სიმპტომები, ბლეფარიტის, კერატიტის, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითების და თვალების სიმშრალის ჩათვლით

არახშირად: მხედველობის დარღვევა რეფრაქციული ცვლილებების ჩათვლით (ზოგიერთ შემთხვევაში მიოტიური საშუალებებით თერაპიის შეწყვეტის გამო)

იშვიათად: ფტოზი, დიპლოპია, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ფილტრაციული ქირურგიის შემდგომ

უცნობია: მხედველობის დაბინდვა, რქოვანას ეროზია, თვალების ქავილი, ცრემლდენა

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ:

იშვიათად: ხმაური ყურებში

გულის მხრივ:

არახშირად: ბრადიკარდია

ხშირად: გულმკერდის არეში ტკივილი, პალპიტაცია, შეშუპება, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის გაჩერება, გულის ბლოკადა

უცნობია: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა

სისხლძარღვების მხრივ:

იშვიათად: ჰიპოტენზია*, გარდამავალი კოჭლობა, რეინოს ფენომენი, ცივი ხელები და ფეხები

სასუნთქი სისტემის მხრივ:

არახშირად: დისპნოე

იშვიათად: ბრონქოსპაზმი (ძირითადად პაციენტებში ბრონქოსპასტიური დაავადებით ანამნეზში), სუნთქვის უკმარისობა, ხველა

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

არახშირად: გულისრევა, დისპეფსია

იშვიათად: დიარეა,  სიმშრალე პირში

უცნობია: დისგევზია, ტკივილი მუცლის ღრუში, ღებინება

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათად: ალოპეცია, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება

უცნობია: ქავილი

ძვალ–კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

იშვიათად: სისტემური წითელი მგლურა

უცნობია: მიალგია

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

იშვიათად: პეირონის დაავადება, ლიბიდოს დაქვეითება

უცნობია: სექსუალური დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილას რეაქციები:

არახშირად: ასტენია/საერთო სისუსტე

დორზოლამიდი+თიმოლოლი (თვალის წვეთები)

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათად: სისტემური ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპების ჩათვლით, ჭინჭრის ციება, გამონაყარი გამონაყარი, ანაფილაქსია

მხედველობის ორგანოს მხრივ:

ძალიან ხშირად: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში

ხშირად: კონიუნქტივური ინექცია, არამკვეთრი მხედველობა, რქოვანას ეროზია, თვალების ქავილი, ცრემლდენა

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ხშირად: სინუსიტი

იშვიათად: ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, რინიტი, იშვიათად ბრონქოსპაზმი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ძალიან ხშირად: დისგევზია

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათად: კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:

არახშირად: შარდკენჭოვანი დაავადება

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დორზოლამიდი+თიმოლოლი თვალის წვეთების შემთხვევით ან განზრახ მიღებისას ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არსებობს.

სიმპტომები

არსებობს შეტყობინებები თიმოლოლის მალეატის ოფთალმოლოგიური ხსნარის შემთხვევით  ჭარბი დოზის მიღების შესახებ, რაც იწვევდა სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორების მიღებისას გამოვლენილ ანალოგიურ სისტემურ ეფექტებს, როგორიცაა – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი და გულის გაჩერება. დორზოლამიდის ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელი ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზის განვითარება და, შესაძლოა, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები. ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ადამიანში ჭარბი დოზის შესახებ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის შემთხვევით ან განზრახ მიღებისას. იყო შეტყობინებები ძილიანობის შესახებ შიგნით მიღებისას. ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნა გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილის დარღვევა, დისფაგია.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. უნდა გაკონტროლდეს შრატის ელექტროლიტების (განსაკუთრებით კალიუმის) და სისხლის рН–ის დონე. კვლევებმა აჩვენა, რომ დიალიზისას თიმოლოლი რთულად გამოიყოფა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

დორზოპტი პლიუსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევაში პრეპარატი დორზოლამიდი+თიმოლოლი გამოიყენებოდა ყოველგვარი არასასურველი ურთიერთქმედების გარეშე შემდეგ სისტემურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად: ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, დიურეზული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და ჰორმონები (მაგალითად, ესტროგენი, ინსულინი, თიროქსინი).

არსებობს ადიტიური ეფექტების განვითარების ალბათობა, რომლებიც იწვევს ჰიპოტენზიას და/ან შესამჩნევ ბრადიკარდიას ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორების ხსნარებისა და კალციუმის არხების პერორალური ბლოკატორების, ბეტა-ადრენერგიული ბლოკატორების, ანტიარითმიული პრეპარატების (ამიოდარონის ჩათვლით), საგულე გლიკოზიდების, პარასიმპათომიმეტური პრეპარატების, ქსანეტიდინის, ნარკოტიკული საშუალებებისა და მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას.

იყო შეტყობინებები სისტემური ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედების (მაგალითად, ბრადიკარდია, დეპრესია) გაძლიერების შესახებ CYP2D6 ინჰიბიტორებისა (მაგალითად, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) და თიმოლოლის ერთად გამოყენებისას.

მიუხედავად იმისა, რომ დორზოლამიდი+თიმოლოლის შემცველი პრეპარატი თითქმის არ იწვევს გუგის გაფართოებას, დაფიქსირებულია მიდრიაზის შემთხვევები ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენო ბლოკატორებისა და ადრენალინის (ეპინეფრინი) ამ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას.

ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების ჰიპოგლიკემიური ეფექტი.

პერორალურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ არტერიული ჰიპერტენზიის გაუარესება, რაც  კლონიდინის მოხსნით იყოს გამოწვეული.

განსაკუთრებული მითითებები

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის რეაქციები

როგორც სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატები, დორზოლამიდი და თიმოლოლი კარგად აბსორბირდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. თიმოლოლს, როგორც ბეტა-ადრენობლოკატორს, შეუძლია გამოიწვიოს ისეთივე გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და სხვა გვერდითი რეაქციები, როგორებიც აღინიშნება სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებისას. ბეტა–ადრენობლოკატორების ოფთალმოლოგიური გამოყენებისას სისტემური არასასურველი გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე მათი სისტემური შეყვანისას.

სისტემური აბსორბციის შესამცირებლად საჭირო ზომების შესახებ მითითებულია პუნქტში „გამოყენების წესი და დოზები“.

კარდიოლოგიური დარღვევები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, პრინცმეტალის სტენოკარდია, გულის უკმარისობა და ჰიპოტონია, ბეტა-ადრენობლოკატორების სხვა პრეპარატებთან ერთად დანიშვნის შესაძლებლობა განხილული და შეფასებული უნდა იქნას კრიტიკულად. ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები დაავადებების გაუარესების ნიშნების და გვერდითი რეაქციების დროულად გამოვლენის მიზნით უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

გულის გამტარი სისტემის ბოჭკოებში აგზნების გატარების დროზე უარყოფითი ზეგავლენის გამო, ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პირველი ხარისხის გულის ბლოკადის მქონე პაციენტებში.

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ დაავადებები

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების (როგორიცაა, რეინოს დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომი) მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

სასუნთქი სისტემის მხრივ დარღვევები

ბრონქოსპაზმის გამო სუნთქვის დარღვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით, დარეგისტრირებული იყო ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში ზოგიერთი ოფთალმოლოგიური ბეტა-ადრენობლოკატორის მიღების შემდეგ.

დორზოპტი პლიუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ფილტვების მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება სავარაუდო რისკს.

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატ დორზოლამიდი+თიმოლოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის, ამიტომ ასეთ პაციენტებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

იმუნოლოგიური და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ადგილობრივი მოქმედების სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ დორზოლამიდს შეუძლია აბსორბირდეს სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. დორზოლამიდი შეიცავს სოფლონამიდის ჯგუფს, რომელიც ასევე გვხვდება სულფანილამიდებში. შესაბამისად, ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია ისეთივე ტიპის გვერდითი რეაქციების განვითარება, რომლებიც ვლინდებოდა სულფონილამიდების სისტემური გამოყენებისას, მათ შორის ისეთი მძიმე რეაქციების, როგორიცაა – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. თუ ვლინდება სერიოზული გვერდითი გვერდითი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნები, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დორზოლამიდის და თიმოლოლის კომბინაციის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებისას ვლინდებოდა არასასურველი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები თვალების მხრივ, რომლებიც დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთების გამოყენებისას გამოვლენილი რეაქციების ანალოგიური იყო. ასეთი რეაქციების განვითარებისას განხილული უნდა იქნას საკითხი პრეპარატის დორზოპტი პლიუსის გამოყენების შეწყვეტის შესახებ. ანამნეზში ატოპიის ან სხვადასხვა ალერგენებზე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტებში, ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს ალერგენებთან განმეორებითი კონტაქტის საპასუხო რეაქცია და დააქვეითოს ადრენალინის სტანდარტული დოზებით თერაპიაზე პასუხი, რაც გამოიყენება ანაფილაქსიური რეაქციების შესაჩერებლად.

თანმხლები თერაპია

ზეგავლენა თვალშიდა წნევაზე ან სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების ცნობილი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს, როდესაც თიმოლოლის თვალის წვეთები გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს. ამ პაციენტების რეაქციები საჭიროებს ყურადღებით დაკვირვებას. ორი ადგილობრივი მოქმედების ბეტა-ადრენობლოკატორის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პუნქტი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). არ არის რეკომენდებული დორზოლამიდის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება.

მკურნალობის შეწყვეტა

როგორც სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების შემთხვევაში, თუ გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებელია თიმოლოლის შემცველი თვალის წვეთების  მოხსნა, მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით.

ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის დამატებითი ეფექტები

ჰიპოგლიკემია/შაქრიანი დიაბეტი

ბეტა-ადრენობლოკატორები სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ სპონტანურ ჰიპოგლიკემიას დაქვემდებარებულ პაციენტებს ან ლაბილური დიაბეტის მქონე ავადმყოფებს, ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ მწვავე ჰიპოგლიკემიის ნიშნებისა და სიმპტომების შენიღბვა.

ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ ჰიპერთირეოზის ნიშნების შენიღბვა. ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის მკვეთრად შეწყვეტას შეუძლია დააჩქაროს დაავადების სიმპტომების გაუარესება.

რქოვანას დაავადებები

ბეტა-ადრენობლოკატორების შემცველ თვალის წვეთებს შეუძლიათ გამოიწვიონ თვალის სიმშრალე. რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტების მკურალობა საჭიროა სიფრთხილით.

ანესთეზია ქირურგიული ჩარევებისას

ოფთალმოლოგიურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ ბეტა-ადრენომიმეტიკების, მაგალითად, ადრენალინის სისტემური ეფექტების ბლოკირება. ანესთეზიოლოგი ინფორმირებული უნდა იყოს თუ პაციენტი იღებს თიმოლოლს.

ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიას შეუძლია მძიმე მიასთენია გრვისის სიმპტომების გაუარესება.

კარბოანჰიდრაზას დათრგუნვის დამატებითი ეფექტები

თერაპია კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებით მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შედეგად იწვევს შარდკენჭოვან დაავადებას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ თირკმელებში კენჭები. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ დორზოლამიდი+თიმოლოლის გამოყენებისას მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა არ გამოვლენილა, შარდ–კენჭოვანი დაავადების შემთხვევების შესახებ იშვიათად აღინიშნებოდა. ვინაიდან დორზოპტი პლიუსი შეიცავს კარბოანჰიდრაზას ადგილობრივ  ინჰიბიტორს, რომელიც სისტემურად შეიწოვება, ანამნეზში თირკმელებში კენჭების მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ შარდკენჭოვანი დაავადების მაღალი რისკი ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას.

სხვა გაფრთხილებები

მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტების მკურნალობა ოფთალმოლოგიური ჰიპოტენზიური პრეპარატებით მოითხოვს ექიმის დამატებით მეთვალყურეობას. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში პრეპარატ დორზოლამიდ+თიმოლოლის გამოყენება შესწავლილი არ არის.

პაციენტებში რქოვანას ქრონიკული დეფექტებით და/ან ანამნეზში თვალშიდა ქირურგიული ჩარევებით, დორზოლამიდის გამოყენებისას აღენიშნათ რქოვანას შეშუპებისა და შეუქცევადი ცვლილებების განვითარება. რქოვანას შეშუპების განვითარების რისკი ასევე იზრდება. ასეთ პაციენტებში დორზოპტი პლიუსის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ოფთალმოლოგიური პრეპარატების წყალხსნარების გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც ამცირებენ თვალშიდა სითხის სეკრეციას (მაგალითად, თიმოლოლი, აცეტაზოლამიდი) დაფიქსირდა თვალის სისხლძარღვოვანი გარსის აშრევება ფილტრაციული ქირურგიის შემდგომ.

როგორც გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას, ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა დაქვეითებული რეაქციულობა თიმოლოლის მალეატის შემცველი ოფთალმოლოგიური პრეპარატის მიმართ. თუმცა, კლინიკურ კვლევებში 164 პაციენტის მონაწილეობით მინიმუმ სამი წლის განმავლობაში, საწყისი სტაბილიზაციის შემდეგ, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება თვალშიდა წნევის საშუალო მნიშვნელობებში.

კონტაქტური ლინზების გამოყენება

პრეპარატი დორზოპტი პლიუსი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ დალოდება 15 წუთი მაინც, და კონტაქტური ლინზების ისევ თავიდან ჩასმა.

გამოყენება ბავშვებში

იხ. პუნქტი «ფარმაკოდინამიკა».

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის გავლენის შესასწავლად კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, შესაძლებელია არასასურველი რეაქციების გამოვლენა, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა

5 მლ ხსნარი თეთრ პოლლიმერულ ფლაკონ–საწვეთურში, რომლებიც დახუფულია დამცავი რგოლის მქონე პოლიმერული თავსახურით. 1 ფლაკონი–საწვეთური სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი. ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ წვეთების გამოყენება შესაძლებელია 4 კვირის განამავლობაში.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ასევე, იხილეთ: დორზასოპტი - Dorzasopt თვალის წვეთები 5მლ