აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

აზოპტი - Azopt 1% თვალის წვეთები 5მლ

#105573_253
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიNovartis / ნოვარტისი
ბრენდის ქვეყანა ბელგია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაbrinzolamide
მოცულობა5მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის დაწევას ოკულარული ჰიპერტენზიის ან ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე  მოზრდილ პაციენტებში .
18.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

აზოპტი

(AZOPT®)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ბრინზოლამიდი;

1 მლ ხსნარი შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტოლი (Е421), კარბომერი (974Р), ნატრიუმის ქლორიდი, თილოქსაპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (рН -ის კორექციისთვის) და/ან მარილმჟავა, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა.

თვალის წვეთები, სუსპენზია.

თეთრიდან თითქმის თეთრამდე შეფერილობის სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

გლაუკომის საწინაარმდეგო პრეპარატები და მიოტიკები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: S01EC04.

კლინიკური თვისებები.

ჩვენებები.

აზოპტი, თვალის წვეთები 10 მგ/მლ წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს, რომელიც გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის დაწევას ოკულარული ჰიპერტენზიის ან ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე  მოზრდილ პაციენტებში მონოთერაპიის შემთხვევაში, რომლებიც არ რეაგირებენ ბეტა-ბლოკატორებზე ან მოზრდილ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია ან დამხმარე თერაპიის სახით ბეტა-ბლოკატორებთან ან პროსტაგლანდინის ანალოგებთან კომბინაციაში.

უკუჩვენებები.

- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

- ჰიპერმგრძნობელობა სულფანილამიდის წარმოებულების მიმართ.

- თირკმლის ფუნქციების მწვავე დარღვევები.

- ჰიპერქლორემიული აციდოზი.

გამოყენების წესი და დოზები.

დოზირების რეჟიმი.

პრეპარატ აზოპტის, 10 მგ/მლ თვალის წვეთების დოზირების რეჟიმი მომატებული თავალშიდა წნევის სამკურნალოდ თვალის ჰიპერტენზიის ან ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში შემდეგია:

· თითო წვეთი დაზიანებულ თვალ(-ებ)ში დღეში 2-ჯერ. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება უკეთესი ეფექტი 1 წვეთის დღეში 3-ჯერ ჩაწვეთებისას.

მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდეგი დოზით, როგორც გათვალისწინებული იყო. დოზირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წვეთს დაზიანებულ თვალ(-ებ)ში დღეში 3-ჯერ.

ბავშვები.

თვალის წვეთების 10 მგ/მლ ბრინზოლამიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 0-17 წლის პაციენტებში არ არის შესწავლილი, შესაბამისად ასეთ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არარეკომენდებულია.

ხანდაზმული პაციენტები.

საერთო განსხვავებები უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ არ დაფიქსირებულა ხანდაზმულ და გაცილებით ახალგაზრდა პაციენტებს შორის. დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში.

10 მგ/მლ ბრინზოლამიდის გამოყენება არ არის შესწავლილი ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში, შესაბამისად არ არის რეკომენდებული ასეთ პაციენტებში. ბრინზოლამიდი არ არის შესწავლილი თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ./1,73 მ2) მქონე პაციენტებში. ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი ორგანიზმიდან გამოიყოდა ძირითადად თირკმელებით, ამიტომ პრეპარატი უკუნაჩვენებია ასეთი პაციენტებში. თუმცა თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ./1,73მ2)  10 მგ/მლ ბრინზოლამიდის ადგილობრივად დანიშვნისას არ არის აუცილებელი დოზის კორექცია.

გამოყენების წესი.

განკუთვნილია თვალებში ჩასაწვეთებლად. იმისთვის, რომ არ დაბინძურდეს საწვეთურის წვერი და ფლაკონის შიგთავსი, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, საწვეთურიანი ფლაკონის წვერი არ უნდა მოხვდეს ქუთუთოებს, მიმდებარე არეებს ან სხვა ზედაპირებს. ცხვირ-საცრემლე არხის დახშობა ან ქუთუთოების დახურვა ამცირებს სისტემურ შეწოვას, რამაც შესაძლოა შეამციროს სისტემური გვერდითი ეფექტები და გააძლიროს ადგილობრივი მოქმედება.

ფლაკონი კარგად უნდა შეანჯღრიოთ გამოყენების წინ. თავსახურის მოხსნის შემდეგ თუ ჩაკეტვისგან თავისუფალი ჩამკეტი მილტუჩი თავისუფალია, მოაცილეთ იგი გამოყენების წინ. რამდენიმე ადგილობრივი ოფთალმოლოგიური პრეპარატის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.

გვერდითი რეაქციები.

აღწერილი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პრეპარატ აზოპტის, 10 მგ/მლ თვალის წვეთების კლინიკურ კვლევებში და კლასიფიცირებულია შემდეგი პირობებით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (1/10000 ­- <1/1000) და ძალიან იშვიათი (<1/10000).

ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ნაკლებად ხშირად: ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი

დარღვევები სისხლძარღვების და ლიმფური სისტემების მხრივ

ნაკლებად ხშირად: ერითროციტების რაოდენობის შემცირება, ქლორიდების დონის მომატება

ფსიქიკური სტატუსის დარღვევები

ნაკლებად ხშირად: აპათია, დეპრესია, დათრგუნული განწყობა, ლიბიდოს დაქვეითება, ღამის კოშმარები, ნერვოზული მდგომარეობა

იშვიათად: უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირად: მოტორული დისფუნქცია, ამნეზია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი

იშვიათად: მეხსიერების გაუარესება, ძილიანობა

მხედველობის დარღვევები

ხშირად: მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, ოკულარული დისკომფორტი, ოკულარული ჰიპერემია

ნაკლებად ხშირად: რქოვანის ეროზია, წერტილოვანი კერატიტი, კერატიტი, კერატოპათია, ნადები თვალზე, რქოვანის შეფერვა,, რქოვანის ეპითელიუმის დეფექტი, რქოვანის ეპითელიუმის დაზიანება, ბლეფარიტი, თვალების ქავილი, კონიუნქტივიტი, თვალების შეშუპება, მეიბომიანიტი, ბლიკები, ფოტოფობია, ალერგიული კონიუნქტივიტი, ფტერიგიუმი, სკლერული პიგმენტაცია, ასთენოპია, ოკულარული დისკომფორტი, ანომალიური შეგრძნება თვალში, თვალების სიმშრალე, სუბკონიუნქტივალური კისტა, კონიუნქტივალური ჰიპერემია, მომატებული ცრემლდენა, გამონადენი თვალებიდან, ქერქების წარმოქმნა ქუთუთოების კიდეებზე.

იშვიათად: რქოვანის შეშუპება, დიპლოპია, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ფოტოფსია, თვალების ჰიპესთეზია, პერიორბიტალური შეშუპება, თვალშიდა წნევის მომატება, მხედველობითი ნერვის / დისკის თანაფარდობის მომატება

დარღვევები სმენისა და ორიენტაციის მხრივ

იშვიათად: შუილი ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ნაკლებად ხშირად:კარდიო-რესპირატორული დისტრესი, ბრადიკარდია, აჩქარებული გულისცემა

იშვიათად: სტენოკარდია, გულის შეკუმშვების არარეგულარული სიხშირე

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ნაკლებად ხშირად: ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, რინორეა, ოროფარინგეალური ტკივილი, ზედა სასუნთქი გზებიდან ხველება, ყელის გაღიზიანება, ტკივილი ყლაპვისას, ცემინება
იშვიათად:  ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, ზედა სასუნთქი გზების შეშუპება, სინუსის დახშობა, ცხვირის გაჭედვა, ხველება, ცხვირის სიმშრალე

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად: დისგევზია

ნაკლებად ხშირად: ეზოფაგიტი, გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისკომფორტი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭის არეში, მეტეორიზმი, ხშირი დეფეკაცია, კუჭ-ნაწლავის აშლილობები, პერორალური ჰიპესთეზია, პერორალური პარესთეზია, პირის სიმშრალე

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ნაკლებად ხშირად: გამონაყარი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, კანის დაჭიმულობა

იშვიათად: ჭინჭრის ციება, ალოპეცია, ზოგადი ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ნაკლებად ხშირად: ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმები, მიალგია

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირად: თირკმელების ტკივილი

რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევები

ნაკლებად ხშირად: ერექციული დისფუნქცია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ნაკლებად ხშირად: ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში, დაღლილობა, ზოგადი შეუძლოდ ყოფნა

იშვიათად: ტკივილი გულმკერდის არეში, ნერვოზული მდგომარეობის შეგრძნება, ასთენია, გაღიზიანება

ტრავმები, მოწამლვა და პროცედურული გართულებები

ნაკლებად ხშირად: უცხო საგანი თვალში

 

დამატებითი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების შემდეგ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა.

ორგანოების სისტემური კლასიფიკაცია

გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

რინიტი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ტრემორი, ჰიპესთეზია, აგევზია

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

მხედველობითი დარღვევები

რქოვანის დაზიანება, მხედველობის დარღვევა, თვალების ალერგია, მადაროზი, ქუთუთოების დაზიანება, ქუთუთოების ერითემა

დარღვევები სმენის და ორიენტაციის მხრივ

თავბრუსხვევა

დარღვევები სისხლძარღვების სისტემის მხრივ

არითმია, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, არტერიული წნევის მომატება, არტერიული წნევის დაწევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

ასთმა

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ართრალგია, კიდურების ტკივილი

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

პოლაკიურია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

პერიფერიული შეშუპება, შეუძლოდ ყოფნა

 

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

კლინიკურ კვლევებში დისგევზია (ჩაწვეთების შემდეგ მწარე ან უჩვეულო გემო პირში) ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სისტემური გვერდითი რეაქცია იყო, რომელიც უკავშირდებოდა პრეპარატ აზოპტის გამოყენებას. სავარაუდოდ ეს გამოწვეული იყო თვალის წვეთების ცხვირ-ხახის არხში გავლით. ცხვირ-საცრემლე არხის დახშობამ შესაძლოა შეამციროს  აღნიშნული ეფექტის სიხშირე (ასევე იხ. ნაწილი 4.2).
აზოპტი წარმოადგენს სულფონამიდების კლასის კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს სისტემური შეწოვით. გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემების მხრივ, ჰემატოლოგიური, თირკმლის და მეტაბოლური ეფექტები, როგორც წესი უკავშირდება კარბოანჰიდრაზას სისტემურ ინჰიბიტორებს. მსგავსი ტიპის გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კარბოანჰიდრაზას პერორალურ ინჰიბიტორებს ასევე მოსალოდნელია პრეპარატის ადგილობრივად დანიშვნისას.    

მოულოდნელი გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა პრეპარატ აზოპტის დამხმარე თერაპიის სახით ტრავოპროსტთან ერთად გამოყენებისას. კომბინირებული მკურნალობის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციები  არ განსხვავდებოდა პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენებისას დაფიქსირებული მოვლენებისგანა.

გამოყენება ბავშვებში.

მცირე, ხანმოკლე კლინიკურ კვლევებში პედიატრიული პაციენტების დაახლოებით 12,5%-ს აღენიშნა გვერდითი რეაქციები, რომელთა უმეტესობა ლოკალური, უმნიშვნელო რეაქციები იყო, მაგ: კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალების გაღიზიანება, თვალებიდან გამონადენი და ცრემლდენა (ასევე იხ. ნაწილი 5.1).

ჭარბი დოზა.

პრეპარატის თვალში ჩაწვეთებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რომელიმე სპეციფიური რეაქციები არ არის მოსალოდნელი. პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის დროს შესაძლოა აღინიშნოს ელექტროლიტური დისბალანსი, აციდოზური მდგომარეობის განვითარება და სავარაუდო ეფექტები ნერვული სისტემის მხრივ. საჭიროა შრატში ელექტროლიტების (კერძოდ, კალიუმი) დონის და სისხლში рН-ის დონის გაკონტროლება. 

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობა.

მონაცემები ორსულ ქალებში ბრინზოლამიდის ოფთალმოლოგიური გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა სისტემური შეყვანის შემდეგ. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირებულა ტერატოგენურობა ვირთაგვებში დღეში 18 მგ/კგ და ბოცვრებში დღეში 6 მგ/კგ დოზების გამოყენებისას. ვირთაგვებში ნაყოფის სხეულის მასის შემცირება და მუცლად ყოფნის პერიოდში განვითარების დარღვევების გახშირება აღინიშნა  პერორალური დღიური 18 მგ/კგ დოზის შემთხვევაში (რომელიც 514-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზას).

ბრინზოლამიდის თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვების პერიოდი.

უცნობია ადგილობრივად გამოყენებისას ხვდება თუ არა ბრინზოლამიდი/მეტაბოლიტები დედის რძეში. მაგრამ დაუშვებელია ძუძუზე მყოფი ბავშვისთვის მოსალოდნელი რისკის გამორიცხვა. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ დედის რძეში აღმოჩნდა ბრინზოლამიდის მინიმალური დონე. უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან პროპარაკაინით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების საკითხი ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობის და ქალისთვის მკურნალობის უპირატესობის გათვალისწინებით.

ფერტილურობა.

ფერტილურობაზე თვალებისთვის განკუთვნილი ბრინზოლამიდის ადგილობრივად გამოყენების ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა. ვირთაგვებში ბრინზოლამიდის პერორალური დოზების მიღების შემდეგ არ დაფიქსირებულა ფერტილურობაზე ზეგავლენა.

გამოყენების თავისებურებები.

- სულფონამიდის ყველა წარმოებულისთვის დამახასიათებელი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი შესაძლოა აღენიშნოს ნებისმიერ პაციენტს აზოპტის თვალის წვეთების გამოყენებისას, რადგან შეწოვა ხდება სისტემურად. დანიშვნისას პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ყურადღებით დააკვირდეს კანის რეაქციების განვითარებას. სერიოზული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.  

- არსებობს ინფორმაცია მჟავა-ტუტოვანი გარემოს დარღვევების შესახებ კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების მიღებისას. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა განვითარდეს  მეტაბოლური აციდოზი.

- ბრინზოლამიდის გამოყენება არ არის შესწავლილი დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციის პერიოდის 36 კვირაზე ნაკლები) ან 1 კვირამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მილაკების განუვითარებლობა ან ანომალიები ბრინზოლამიდი მიიღება მხოლოდ სარეგებელი/რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ, რადგან არსებობს მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკი.

- კარბოანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ ისეთი საქმიანობების შესრულებას, რაც საჭიროებს გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. აზოპტი შეიწოვება სისტემურად, შესაბამისად მოცემული ეფექტი შესაძლოა აღინიშნოს ადგილობრივად გამოყენებისას.

თანმხლები მკურნალობა

- არსებობს კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების ცნობილი სისტემური ეფექტების ადიტიური ეფექტის ალბათობა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბოანჰიდრაზას პერორალურ ინჰიბიტორს და აზოპტს. პრეპარატ აზოპტის და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთობლივად გამოყენება არ არის შესწავლილი და რეკომენდებული (ასევე იხ. ნაწილი 4.5).   

- აზოპტი პირველ რიგში შესწავლილ იქნა თიმოლოლთან კომბინაციაში გლაუკომის დამხმარე მკურნალობის დროს.  გარდა ამისა, პრეპარატ აზოპტის დამხმარე მკურნალობის ფარგლებში შესწავლილ იქნა თვალშიდა წნევის დაწევის (თშწ) ეფექტი პროსტაგლანდინ ტრავოპროსტის შემთხვევაში. არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები დამხმარე მკურნალობის სახით პრეპარატ აზოპტის ტრავოპროსტთან ერთად გამოყენების შესახებ  (ასევე იხ. ნაწილი 5.1).

- პრეპარატ აზოპტის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის ან პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ასეთ პაციენტებში და რეკომენდებულია თშწ-ის ყურადღებით გაკონტროლება. პრეპარატ აზოპტის გამოყენება არ არის შესწავლილი ვიწროკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, შესაბამისად არ არის რეკომენდებული.  

- რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაში ბრინზოლამიდის სავარაუდო როლი არ არის შესწავლილი რქოვანას დარღვევების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ენდოთელიური უჯრედების რაოდენობა დაბალია). კერძოდ, პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, რეკომენდებულია ასეთი პაციენტების ყურადღებით გაკონტროლება ბრინზოლამიდის გამოყენებისას, რადგან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ რქოვანის ჰიდრატაციაზე და კონტაქტური ლინზების ტარებამ შეიძლება გაზარდოს რქოვანასთან დაკავშირებული რისკები. რეკომენდებულია რქოვანის დარღვევების მქონე პაციენტებზე (შაქრიანი დიაბეტი ან რქოვანის დისტროფია) ყურადღებით დაკვირვება.

- ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პროდუქტებში კონსერვანტის სახით, იწვევს წერტილოვან კერატოპათიას და/ან ტოქსიურ წყლულოვან კერატოპათიას. აზოპტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, შესაბამისად საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი პრეპარატის ხშირად ან ხანგრძლივად გამოყენებისას მშრალი თვალის სინდრომის მქონე პაციენტებში  ან იმ პირობებში, როდესაც არსებობს რისკები რქოვანისთვის.

- პრეპარატი აზოპტი, თვალის წვეთები შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და როგორც ცნობილია რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს. პაციენტებისთვის რეკომენდებულია მოიხსნან კონტაქტური ლინზები პრეპარატის გამოყენების წინ და დაელოდონ მინიმუმ 15 წუთი მათ განმეორებით გაკეთებამდე.     

- გაუარესების პოტენციური ეფექტები აზოპტის შეწყვეტის შემდეგ არ არის შესწავლილი; თშწ-ის დაწევის ეფექტი სავარაუდოდ გაგრძელდება 5-7 დღის განმავლობაში.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სიჩქარეზე  ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს

აზოპტი უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის დროებითმა დაბინდვამ ან სხვა ვიზუალურმა დარღვევებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნა მხედველობის დაბინდვა, ტრანსპორტის მართვამდე და სხვა მექანიზმებთან მუშაობამდე პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

გარდა ამისა არსებობს ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებისას ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების განვითარების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

არსებობს კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების ცნობილი სისტემური ეფექტების ადიტიური ეფექტების განვითარების ალბათობა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბოანჰიდრაზას პერორალურ ინჰიბოტორს და აზოპტს, თვალის წვეთებს. პრეპარატ აზოპტის, თვალის წვეთების და კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების ერთობლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატ აზოპტის და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.

კლინიკურ კვლევებში აზოპტი გამოიყენებოდა პროსტაგლანდინის ანალოგებთან და თიმოლოლის ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად ისე, რომ არ გამოვლენილა უარყოფითი ურთიერქმედების ნიშნები. პრეპარატ აზოპტს და მიოტიკებს ან ადრენერგიულ აგონისტებს შორის ურთიერთქმედება  არ შეფასებულა გლაუკომის დამხმარე მკურნალობის დროს.

აზოპტი წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორს და მიუხედავად ადგილობრივი გამოყენებისა შეიწოვება სისტემურად. არსებობს ინფორმაცია მჟავა-ფუძის ბალანსის დარღვევების შესახებ კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. პოტენციური ურთიერთქმედებები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პაციენტებში, რომლებიც იყენებენ აზოპტს.

ციტოქრომა Р-450-ის იზოზიმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმს, მიეკუთვნება CYP3A4 (ძირითადი), CYP2A6, CYP2C8 და CYP2C9. სავარაუდოდ CYP3A4 ინჰიბიტორები, მაგ: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი  მოახდენენ CYP3A4-ის მიერ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვას. რეკომენდებულია სიფრთხილე CYP3A4-ის  ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. თუმცა ბრინზოლამიდის დაგროვება ნაკლებსავარაუდოა, რადგან იგი თირკმელებით გამოიყოფა. ბრინზოლამიდი არ წარმოადგენს ციტოქრომა Р-450-ის იზოფერმენტების ინჰიბიტორს. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

მოქმედების მექანიზმი.

კარბოანჰიდრაზა (კა) წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც ორგანიზმის ბევრ ქსოვილშია, მათ შორის თვალებში. კარბოანჰიდრაზა ახდენს შექცევადი რეაქციების, მათ შორის ნახშირორჟანგის ჰიდრატაციის და ნახშირბადის მჟავის დეჰიდრატაციის კატალიზებას.

კარბოანჰიდრაზა დათრგუნვა თვალთან დაკავშირებული პროცესების დროს ამცირებს ტენის სეკრეციას, სავარაუდოდ, ანელებს ბიკარბონატის იონების წარმოქმნას და ამცირებს ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტს. შედეგს წარმოადგენს თვალშიდა წნევის (თშწ) დაწევა, რომელიც წარმოადგენს ძირითად რისკ-ფაქტორს მხედველობითი ნერვის დაზიანების პათოგენეზში და მხედველობის ველების გლაუკომატოზურ დაკარგვაში. ბრინზოლამიდი წარმოადგენს კარბოანჰიდრაზა II-ის ინჰიბიტორი (СА-II), გავრცელებულ  იზოფერმენტს თვალში, IC50 in vitro 3,2 ნმ და Ki 0,13 ნმ vs CA-II.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება.

შესწავლილია თშწ-ის დაწევის ეფექტი დამხმარე მკურნალობის დროს პროსტგლანდინის ანალოგთან ტრავოპროსტთან ერთად გამოყენებისას.  ტრავოპროსტით 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ≥19 მმ.ვ.წყ.სვ. თშწ-ის მქონე პაციენტების რანდომიზირება მოხდა დამხმარე მკურნალობის ფარგლებში ბრინზოლამიდით ან თიმოლოლით. საშუალო დღიური თშწ კიდევ შემცირდა 3,2-3,4 მმ.ვ.წყ.სვ-ით ბრინზოლამიდის ჯგუფში და 3,2-4,2 მმ.ვ.წყ.სვ-ით თიმოლოლის ჯგუფში. ბრინზოლამიდი/ტრავოპროსტის ჯგუფში თვალების უმნიშვნელო გვერდითი რეაქციების, ძირითადად ადგილობრივი გაღიზიანების საერთო სიხშირე უფრო მაღალი იყო. რეაქციები მსუბუქი ხარისხის იყო და ზეგავლენას არ ახდენდა კვლევებში პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის საერთო მაჩვენებლებზე. 

ბავშვები.

პრეპარატის კლინიკური კვლევა ჩატარდა გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის მქონე 6 წლამდე ასაკის 32 პედიატრიულ პაციენტში. ზოგიერთი პაციენტი არ ღებულობდა თშწ-ის სამკურნალო საშუალებებს, ხოლო სხვა პაციენტები ღებულობდნენ თშწ-ის დამწევ სხვა პრეპარატებს. ანუ იმ პაციენტები, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ თშწ-ის დამაქვეითებელ საშულებებს პრეპარატ აზოპტით მონოთერაპიის დაწყებამდე არ უნდა შეეწყვიტათ თშწ-ის სამკურნალო საშუალების მიღება.

პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ თშწ-ის სამკურნალო საშუალებებს (10 პაციენტი), პრეპარატ აზოპტის ეფექტურობა ანალოგიური იყო ეფექტურობისა, რომელიც აღინიშნებოდა მოზრდილებში, თშწ-ის საწყისი დონიდან საშუალოდ 5 მმ.ვ.წყ.სვ-ის ფარგლებში დაწევით. პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ თშწ-ის დამწევ ადგილობრივ პრეპარატს (22 პაციენტი) საშუალო თშწ ოდნავ გაიზარდა საწყისი დონიდან აზოპტის ჯგუფთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

პრეპარატ აზოპტის თვალში ჩაწვეთების შემდეგ, ბრინზოლამიდი სისტემურად შეიწოვება და გროვდება მოცირკულირე ერითროციტებში, ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 111 დღეს. ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში ხანგრძლივი პერორალური და ოფთალმოლოგიური შეყვანის შემდეგ აღწევს გაჯერებულ საშუალო კონცენტრაციას 20 მკმ-ს. ბრინზოლამიდის ეს კონცენტრაცია მიახლოებულია მოცირკულირე ერითროციტების კონცენტრაციასთან (22-27 მკმ), რომელიც მიიღწევა 1 მგ ბრინზოლამიდის დღეში 2-ჯერ 32 კვირის განმავლობაში პერორალურად მიღების შემდეგ. გარდა ამისა, მეტაბოლიტი N-დეზაცეტილ-ბრინზოლამიდი ასევე გროვდება ერითროციტებში თვალში და პერორალურად შეყვანის შემდეგ. მაგრამ კარბოანჰიდრაზას დათრგუნვის ხარისხი გაჯერების ამ დონეზე არ არის საკმარისი სისტემური ეფექტებისთვის. გარდა ამისა, ბრინზოლამიდის და N-დეზაცეტილ-ბრინზოლამიდის კონცენტრაცია პლაზმაში პრეპარატ აზოპტის თვალში ადგილობრივად შეყვანისას, როგორც წესი რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვართან მიახლოებული ან მასზე დაბალი იყო.   

განაწილება.

ბრინზოლამიდი ზომიერად უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (~ 60%). შესაბამისად სამკურნალო საშუალების და ისეთი ნაერთების ურთიერთქმედების რისკი, რომლებიც ასევე უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, დაბალია. ბრინზოლამიდი ზომიერად უკავშირდება მელანინს ბოცვრების პიგმენტური და არაპიგმენტირებული კვლევების მიხედვით. მაგრამ ბრინზოლამიდის ნახევადაშლის პერიოდი ბოცვრის ქსოვილებში უფრო მეტად დამოკიდებულია მოცირკულირე ერითროციტებთან შეკავშირებაზე მელანინთან შედარებით.  

ბოცვრებში პრეპარატის ადგილობრივად შეყვანის შემდეგ ბრინზოლამიდი ნაწილდება თვალის ქსოვილებში. ერთჯერადი ადგილობრივი შეყვანის შემდეგ უფრო მაღალი კონცენტრაციები ვლინდება წინა ქსოვილებში უკანა ქსოვილებთან შედარებით, ხოლო მრავალჯერადად შეყვანის შემდეგ პრეპარატი გროვდება თვალის მრავალ ქსოვილში კარბოანჰიდრაზა II-ის ფერმენტებთან მისი მაღალი მსგავსების და მტკიცე შეკავშირების გამო. ეს იწვევს ირიდოცოციალურ ზონაში, სისხლძარღვოვანი გარსში,  ბადურასა და ბროლში პრეპარატის ხანგრძლივ ნახევარდაშლის პერიოდებს, რომლებიც სისხლში ნახევარგამოყოფის პერიოდის მსგავსია გარდა ბროლისა, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ ნახევარგამოყოფის პერიოდს, ვიდრე სისხლში). პრეპარატის მრავალჯერადად შეყვანის შემდეგ ბრინზოლამიდის დაგროვება უკანა კედლებში, როგორიც არის ბადურა და სისხლძარღვოვანი გარსი, წარმოადგენს ამ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის შედეგს, რაც იწვევს Tmax ნახევარგამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს, ასევე ნახევარდაშლის ხანგრძლივ პერიოდს. პირიქით, თვალისშიდა სითხე, მინისებრ სხეულს და პლაზმას ნახევარდაშლის შედარებით ხანმოკლე პერიოდები გააჩნიათ, ხოლო დაგროვება არ აღინიშნება დღეში ორჯერ ან დღეში სამჯერ მიღების შემდეგ, რაც წარმოადგენს ამ ქსოვილებში კარბოანჰიდრაზას არარსებობის შედეგს.

ბიოტრანსფორმაცია.

N-დეზეთილბრინზოლამიდი წარმოადგენს ადამიანის ძირითად მეტაბოლიტს, რომელიც ვლინდება სისხლში და შარდში. ეს მეტაბოლიტი ასევე წარმოადგენს კარბოანჰიდრაზას ცნობილ ინჰიბიტორს. ციტოქრომა P-450-ის CYP3A4 წარმოადგენს ძირითად ფერმენტს, რომელიც პასუხს აგებს ამ მეტაბოლიტის წარმოქმნაზე; P-450-ის სხვა ფერმენტები, როგორც ჩანს, ასევე ხელს უწყობს ბრინზოლამიდის კლირენსს. ბრინზოლამიდი არ თრგუნავს Р-450-ს 1000 ნგ/მლ-მდე კონცენტრაციების შემთხვევაში, რაც 100-ჯერზე უფრო აღემატება კონცენტრაციას, ვიდრე ადამიანის პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში დაფიქსირებული მაჩვენებელი. N-დეზეთილ-ბრინზოლამიდის გარდა ადამიანის შარდში აღმოჩენილი იყო ასევე სხვა მეტაბოლიტები, O-დეზმეთილ-ბრინზოლამიდი და N-დეზმეტოქსიპროპილ-ბრინზოლამიდი. ეს მეტაბოლიტები არასპეციფიკურია ადამიანისთვის და ასევე წინაკლინიკურ კვლევებში იდენტიფიცირებული იქნა ბრინზოლამიდის პერორალურად შეყვანის შემდეგ.     

R-ენანტიომერის S-ენანტიომერად იზომერიზაცია არ დაფიქსირებულა.

გამოდევნა.

ბრინზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით (60%), ხოლო დანარჩენი 20% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით.

ვარგისობის ვადა.

2 წელი.

შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები.

შეინახეთ 4 - 30°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

ერთი 5 მლ ფლაკონი კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ასევე, იხილეთ: ბრინორმი თვალის წვეთები 1% 5მლ