აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჰიუმერი მონოდოზა - Humer monodoz 5მლ 18 ცალი

#29530_1444
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიUrgo Laboratoires / ურგო ლაბორატორიები
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა18 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაsea water(Na+Ca+Mg+Cl)
მოცულობა5 მლ
მოკლე აღწერა

ჩვენება: გამორეცხვა და დატენიანება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების, ცხვირის არხების გამავლობის დარღვევის ან სურდოს დროს.

32.63₾
36.21₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჰიუმერი მონოდოზა

ხსნარი იზოტონური ზღვის წყლის საფუძველზე. სტერილური და ფიზიოლოგიური.

100% განუზავებელი ზღვის წყალი.

18 ფლაკონი x 5 მლ

ჩვილებისთვის 1 თვიდან, ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.

ცხვირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა. 

გამორეცხვა და დატენიანება ცხვირის ლორწოვანის შეშუპების, ცხვირის არხების გამავლობის დარღვევის ან სურდოს დროს.

შემადგენლობა:

ზღვის წყალი - გაწმენდილი წყალი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოყენების მეთოდი:

1.     გააცალკევეთ და გახსენით 1 ფლაკონი სახურავის მობრუნებით (არ გამოქაჩოთ).

2.     ჩვილებისთვის. დააწვინეთ ბავშვი იმ ნესტოს საპირისპირო გვერდზე, რომლის გასუფთავებასაც აპირებთ. ჩაუდგით საცმი ნესტოში ისე, რომ ნესტოს კედლები არ გაკაწროთ. ფრთხილად

მოჭყლიტეთ ფლაკონი. მოწმინდეთ გადმოღვრილი ზედმეტი სითხე სუფთა ხელსახოცით. ეს პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოსთვისაც, ამასთან დააწვინეთ ბავშვი მეორე გვერდზე.

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. გამოიყენება ჯდომის ან დგომისას. მოატრიალეთ თავი ერთ მხარეს, ჩაიდგით საცმი ნესტოში ისე, რომ ნესტოს კედლები არ გაკაწროთ. ფრთხილად

მოჭყლიტეთ ფლაკონი. წამით დატოვეთ იგი ცხვირის ღრუში. მოაბრუნეთ თავი მეორე მხარეს და მოიწმინდეთ გადმოღვრილი ზედმეტი სითხე სუფთა ხელსახოცით. იგივე გაიმეორეთ მეორე

ნესტოსთვისაც. 

თითო ნესტოში შეიძლება 1-დან 6 -ჯერ ჩაწვეთება დღის განმავლობაში გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული წესების დაცვით.

არ დაუშვათ თვალში მოხვედრა.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C. ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.