აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ჰისანი - Hysan 1მგ/მლ გაციების სპრეი 10მლ

#104462_564
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაxylometazoline
მოცულობა10 მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების (Kongesttion) ხანმოკლე მკურნალობისთვის
10.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ჰისანი გაციების სპრეი

1 მგ/მლ ცხვირის სპრეი, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში

აქტიური ინგრედიენტი: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია,

რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გაცნობა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ

  ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

- თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

რა შედის ამ ინსტრუქციაში

1. რა არის ჰისანის® გაციების სპრეი და რისთვის გამოიყენება?

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენებამდე?

3. როგორ უნდა იქნას გამოყენებული ჰისანის® გაციების სპრეი?

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები?

5. როგორ უნდა შეინახოთ ჰისანის® გაციების სპრეი?

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ჰისანის® გაციების სპრეის და რისთვის გამოიყენება?

Hysan® Schnupfen Spray არის ცხვირის სპრეი ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო (რინოლოგიური) საშუალება და შეიცავს ალფა-სიმპათომიმეტურ ქსილომეტაზოლინს. ქსილომეტაზოლინს აქვს სისხლძარღვების შემავიწროებელი თვისებები და ამგვარად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

ჩვენებები

ჰისანის® გაციების სპრეი გამოიყენება

- ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების (Kongesttion) ხანმოკლე მკურნალობისთვის

- ჰისანის® გაციების სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენებამდე?

ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენება არ შეიძლება:

- თუ გაქვთ ალერგია აქტიური ინგრედიენტის, ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ან ამ

პრეპარატის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,

- თუ გაწუხებთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება ქერქით (მშრალი რინიტი),

- თუ ჩაგიტარდათ ჰიპოფიზის ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა ცხვირიდან  

  (ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომია) ან სხვა ქირურგიული პროცედურები, რომლებიც

  აზიანებს ტვინის გარსებს,

- 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენებისას:

- თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომა,

- თუ გაქვთ მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგ., გულის კორონარული დაავადება,

  გახანგრძლივებული QT სინდრომი) და მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია),

- თუ მკურნალობთ გარკვეული მედიკამენტებით დეპრესიის (მონოამინოქსიდაზას

   ინჰიბიტორები, ე.წ. MAOI) და სხვა მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ

   არტერიული წნევა,

- თუ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა),

- თუ გაქვთ მეტაბოლური დარღვევები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია

   (ჰიპერთირეოზი) და შაქრიანი დიაბეტი,

- თუ გაქვთ გადიდებული პროსტატა,

- თუ გაწუხებთ მეტაბოლური დაავადება პორფირია.

ქსილომეტაზოლინის სისხლში შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (მაგ.,

გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ეფექტებთან დაკავშირებული), თუ გამოიყენება

არასწორად ან დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ბავშვებში.

თუ თქვენ გაწუხებთ ან გქონიათ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა, მიმართეთ

ექიმს ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენებამდე.

ექიმი ყურადღებით შეაფასებს ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენების სარგებელსა და რისკებს.

ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:

დეკონგესტანტების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი

გარსის ქრონიკული შეშუპება და საბოლოო ატროფია.

ბავშვებში ხანგრძლივი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული. მაღალი დოზებით

მიღება მოითხოვს სამედიცინო მეთვალყურეობას.

ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას. როდესაც ჰისანის® გაციების სპრეი გამოიყენება ერთდროულად:

- განწყობის ამაღლების გარკვეულ მედიკამენტებთან (ტრანილციპრომინის ტიპის MAO

  ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) და

- არტერიული წნევის გამაძლიერებელ მედიკამენტებთან (მაგ., ფსევდოეფედრინი, ეფედრინი,

  ფენილეფრინი), შესაძლოა არტერიული წნევის მატება გულისა და სისხლის მიმოქცევის  

  ფუნქციებზე ზემოქმედების გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან

ფარმაცევტს რჩევისთვის.

ჰისანის® გაციების სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნაყოფზე ჩატარებული კვლევებიდან. მისი მიღება უნდა იქნას აცილებული ძუძუთი კვების დროს, რადგან უცნობია, გადადის თუ არა აქტიური ინგრედიენტი დედის რძეში.

მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

ჰისანის® გაციების სპრეის ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების გამოყენებისას არ არის გამორიცხული გულ-სისხლძარღვთა ფუნქციებზე ან ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება.

ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა დაქვეითდეს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. განსაკუთრებით გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ალკოჰოლის მოხმარება კიდევ უფრო

 აქვეითებს მანქანის მართვის უნარს.

3. როგორ უნდა გამოვიყენოთ ჰისანის® გაციების სპრეი?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან

ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის დანიშნული,

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

შეიყვანეთ ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან გამოყენების ხანგრძლივობას.

გამოყენების მეთოდი

ჰისანის® გაციების სპრეი განკუთვნილია ცხვირში გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე მოხსენით თავსახური.

დააჭირეთ ტუმბოს ხსნარის გამოსვლამდე. თუ სპრეი გარკვეული დროის განმავლობაში არ გამოიყოფა, შესაძლოა საჭირო გახდეს ტუმბოზე რამდენიმეჯერ ხელის დაჭერა.

შეიყვანეთ სპრეის მილი ნესტოში და ერთხელ დააჭირეთ ტუმბოს, ფრთხილად შეისუნთქეთ.

შესხურებისას ბოთლი გეჭიროთ მაქსიმალურად ვერტიკალურად. არ შეასხუროთ ჰორიზონტალურ ან თავდაღმა მდგომარეობაში. ჰიგიენური მიზეზების გამო, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ცხვირის ადაპტერი და დახურეთ დამცავი თავსახურით.

გამოყენების ხანგრძლივობა

ჰისანის® გაციების სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული 7 დღეზე მეტ ხანს, თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ. განმეორებითი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ. გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი (ქრონიკული) შეშუპება და ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია. იმავე მიზეზით, ქრონიკული რინიტის დროს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ჰისანის® გაციების სპრეის  ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

ამ მედიკამენტის გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ გამოიყენეთ ჰისანის® გაციების სპრეის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. მოწამვლა შეიძლება მოხდეს პრეპარატის მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შედეგად.

ჰისანის® გაციების სპრეით მოწამვლის კლინიკური სურათი შეიძლება დამაბნეველი იყოს, და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვის ფაზებთან.

დოზის გადაჭარბებას ან შემთხვევით გადაყლაპვას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ეფექტები:

- გუგების გაფართოება,

- გულისრევა და ღებინება,

- ტუჩების მოლურჯო-მოყავისფრო შეფერილობა,

- ცხელება,

- სპაზმები,

- გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (გულისცემის აჩქარება, გულის არითმიები, სისხლის მიმოქცევის კოლაფსი, გულის გაჩერება, მაღალი არტერიული წნევა),

- ფილტვის დისფუნქცია (სითხის დაგროვება ფილტვის ქსოვილში, სუნთქვის გაძნელება),

- ფსიქოლოგიური (ფსიქოგენური) დარღვევები.

ასევე შეიძლება განვითარდეს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, გულისცემის შემცირება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა, სუნთქვის გაჩერება და კომა.

თუ დაგავიწყდათ ჰისანის® გაციების სპრეის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ,  განაგრძეთ მისი გამოყენება დოზირების ინსტრუქციის ან ექიმის მითითებების შესაბამისად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.

გვერდითი მოვლენების შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი: უნდა აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ნამკურნალებ ადამიანს

ხშირი: უნდა აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ნამკურნალებ ადამიანს

არახშირი: უნდა აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ნამკურნალებ ადამიანს

იშვიათი: უნდა აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ნამკურნალებ ადამიანს

ძალიან იშვიათი: უნდა აღენიშნებოდეს 10000-დან 1-მდე ნამკურნალებ ადამიანს

უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია

სასუნთქი სისტემა:

ხშირი: ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება.

არახშირი: ეფექტის გაქრობის შემდეგ, ლორწოვანი გარსის შეშუპების შეგრძნების მომატება,

ცხვირიდან სისხლდენა.

ნერვული სისტემა:

ძალიან იშვიათი: მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა (ძილიანობა, სედაცია), თავის ტკივილი, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში).

გულ-სისხლძარღვთა სისტემა:

იშვიათი: გულსა და სისხლის მიმოქცევაზე ზემოქმედება, მაგ., გულისცემის გახშირება, პულსის გახშირება, არტერიული წნევის მატება.

ძალიან იშვიათი: გულის არითმიები.

კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემა:

ძალიან იშვიათი: კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).

იმუნური სისტემა:

არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ უნდა შეინახოთ ჰისანის® გაციების სპრეი?

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფის გვერდითა ფლაპზე/ეტიკეტზე <ვარგისია>-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ გახსნის შემდეგ

გახსნის შემდეგ, ჰისანი® გაციების სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 თვეზე მეტ ხანს.

არასოდეს გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში (მაგ., არ ჩაყაროთ უნიტაზში ან ნიჟარაში). ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰისანის® გაციების სპრეი?

აქტიური ინგრედიენტია: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი.

1 მლ ნაზალური სპრეის ხსნარი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

ჰისანის® გაციების სპრეის  1 შესხურება (0.14 მლ) შეიცავს 0.14 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტებია:

ნატრიუმის ედეტატი (Ph. Eur.); ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი; ნატრიუმის მონოჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი (Ph. Eur.); სორბიტოლი (Ph. Eur.); გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ჰისანი® გაციების სპრეი და შეფუთვის შიგთავსი

ჰისანი® გაციების სპრეი ხელმისაწვდომია თეთრ პლასტმასის ბოთლში დოზირების ტუმბოთი.

ერთი შეფუთვა შეიცავს 1 ბოთლს 10 მლ ხსნარით.

ასევე, იხილეთ: ბიქსტონიმი ქსილო - Bixtonim XYLO სპრეი 1მგ/მლ 10მლ