| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
| მოცულობა | 15მლ |
ცხვირის სპრეი არომაფორს 15მლ პრანარომი - Pranarom
არომაფორსი ცხვირის სპრეი არის 100%-ით სუფთა, ორგანულ ეთერზეთებზე და ჰიპერტონულ ხსნარზე დამზადებული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ცხვირის გაჭედვის დროს სასუნთქი გზების კომფორტის შესანარჩუნებლად. იგი ეფექტურად ხსნის გაჭედილ ცხვირს და ამავდროულად აქვს დამამშვიდებელი, გამაგრილებელი და გამწმენდი მოქმედება.
• შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქემოტიპირებულ ეთერზეთებს
• მოქმედებს სწრაფად - 30 წამში ათავისუფლებს ცხვირს შეგუბებისგან (ამცირებს ლორწოს სიბლანტეს 30 წამში*)
• ხელს უწყობს ცხვირის გაწმენდას და სუნთქვის გაუმჯობესებას
• ათხელებს ლორწოს და აღმოფხვრის ბაქტერიული დაბინძურების პოტენციურ წყაროს
• ინარჩუნებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ტენიანობას
• უზრუნველყოფს სასიამოვნო სიგრილისა და სიახლის შეგრძნებას
• არ შეიცავს პიტნას და მენთოლს
• არ იწვევს მიჩვევას
• რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან
*ლორწოს სიბლანტის შემცირება 30 წამში (ინ ვიტრო ტესტი).
საროს ეთერზეთი - ცნობილია თავისი გამწმენდი და არომატული თვისებებით. წარმოადგენს ეთერზეთების კომპლექსის მნიშვნელოვან კომპონენტს და ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად.
შავი ნაძვის ეთერზეთი - გამოირჩევა გამაგრილებელი და სასიამოვნო არომატით. ხელს უწყობს სუნთქვის კომფორტის შეგრძნებას.
მზის ვარდის ეთერზეთი - ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტია, რომელიც ავსებს ეთერზეთების კომპლექსს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს.
ჩვეულებრივი მირტის ეთერზეთი - ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად. გამოირჩევა მსუბუქი, გამაგრილებელი არომატით.
ევკალიპტის ეთერზეთი - ცნობილია გამაგრილებელი თვისებებით და ტრადიციულად გამოიყენება სასუნთქი გზების კომფორტის მხარდასაჭერად.
გერანიუმის ეთერზეთი - ანიჭებს ფორმულას სასიამოვნო არომატს.
ცხვირის გაჭედვის დროს სიმპტომური მკურნალობისთვის (გაციება, ალერგიული რინიტი, რინოსინუსიტი).
შეიცავს 100%-ით სუფთა, ორგანული წარმოშობის ეთერზეთებს: საროს (Mandravasarotra), შავი ნაძვის (Black Spruce), მზის ვარდის (Sun Rose), ჩვეულებრივი მირტის (Common Myrtle), ევკალიპტის და გერანიუმის ეთერზეთებს.
დამატებითი ინგრედიენტები: წყალი, ჰამამელისის ექსტრაქტი, პროპოლისის ექსტრაქტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანთანის ფისი, კალიუმის სორბატი, რძემჟავა.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ თუ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა.
არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
ასევე მიმართეთ ექიმს დოზის გადაჭარბების დროს.
პროდუქტი გახსნიდან ვარგისია 30 დღე.
• 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: ორივე ნესტოში 1 შესხურება / 1-დან 5-ჯერ დღეში
• 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ორივე ნესტოში 1-2 შეასხურება / 1 დან 5-ჯერ დღეში
• 12 წლიდან და მოზრდილები: ორივე ნესტოში 1-2 შესხურება / 2-დან 5 ჯერ დღეში
• გამოყენების წინ სპრეი კარგად შეანჯღრიეთ. ასევე აუცილებელია სპრეის გამოყენების წინ ცხვირის კარგად გამორეცხვა
გამოშვების ფორმა: ცხვირის სპრეი 15 მლ.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ესპანეთი.
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT - მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic - ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს